“ყველამ მოვისმინეთ ჩანაწერი, რომელშიც თქვენ ეწუწუნებოდით, რომ გქონდათ ფინანსური გაჭირვება” – ევა გოცირიძის პასუხი მამუკა ახვლედიანს
გადაცემა “იმედის დრო”-ს პირდაპირ ეთერში სამოსამართლო ეთიკის ნორმებზე იკამათეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ევა გოცირიძემ და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანმა. ევა გოცირიძემ, ახვლედიანს რამდენიმე თვის წინ გავრცელებული ფარული ჩანაწერი შეახსენა, რომელშიც ის ნიკა გვარამიას ესაუბრებოდა. გოცირიძის შეფასებით ეს არის სამოსამართლო ეთიკის სერიოზული დარღვევა.