გურჯაანში 14 წლის გოგო ცოლად 15 წლის ბიჭს გაჰყვა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მეცხრეკლასელი, 14 წლის გოგო ცოლად მეათეკლასელ, 15 წლის ბიჭს გაჰყვა. როგორც სკოლის დირექტორმა აღნიშნა, საგანმანათლებლო დაწესებულებამ შესაბამის სამსახურებს უკვე მიმართა. ინფორმაციას ადგილობრივი ინტერნეტ გამოცემა “სპექტრი” ავრცელებს. – “ყველა წესი დავიცავით, რაც საჭიროა. შესაბამისი უწყებები საქმის კურსში ჩავაყენეთ. ბიჭი მეათე კლასის მოსწავლეა, ჩვენთან სწავლობდა და შემდეგ სხვა სკოლაში გადავიდა.” საქართველოს სისხლის […]