თბილისში, ჩიტაიას მოედანზე ავტომობილი ქალს დაეჯახა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაშ გადაიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე საქმე აღძრულია სასიხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის 1 ნაწილით, რომელიც ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.