რატომ დატოვა ნანუკა ხუსკივაძემ რუსთავის თეატრი და მასთან ერთად დირექტორობის კანდიდატმა ედმონდ მინაშვილმა
მსახიობი ნანუკა ხუსკივაძე “მარშალპრესთან” საუბრისას ადასტურებს, რომ რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალური თეატრიდან მისი წასვლის მიზეზი საკითხებზე ქალაქის ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლობა გახდა: „ჩემი სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციიდან წასვლის მიზეზი იყო ქალაქის მერიასთან, ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლობა. მიზეზებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა, ვერ მოხერხდა შეთანხმება იმ საკითხებზე, რომელიც მიმაჩნდა მართებულად”, – განაცხადა ხუსკივაძემ. “მარშალპრესის” შეკითხვაზე, მასთან ერთად მიიღო თუ არა გადაწყვეტილება ედმონდ […]