აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა ჟურნალისტ აფგან მუხთარლის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, პროკურატურის ცნობით, მუხთარლი აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა, ბელაქანის რაიონის ტერიტორიაზე, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს.