ვიზალიბერალიზაცია - სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე განმარტებას აკეთებს
ამ დრომდე უცნობია როდიდან შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები ევროპაში უვიზო მიმოსვლას თუმცა ცნობილი ხდება, რომ შესაძლოა ევროპარლამენტში და ევროპულ საბჭოში საკანონმდებლო წინადადება რეგულაციაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით მარტის თვეში შევიდეს.
კერძოდ ევროპელმა პოლიტიკოსებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, რომ საქართველო ჩაიწეროს იმ ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეებსაც ევროპაში უვიზოდ მიმოსვლა შეუძლიათ.
ის, რომ საკანონმდებლო წინადადება ევროპულ საბჭოსა და ევროპარლამენტს ევროკომისიამ შესაძლოა მარტში წარუდგინოს ადასტურებს სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე თუმცა ამბობს, რომ კონკრეტული თარიღი ცნობილი არ არის.
ამასთან მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში აცხადებს, რომ არარეგალური მიგრაციის ტალღამ, რაც ევროპაშია საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესს ხელი არ უნდა შეუშალოს. ამავე თემაზე კურიერთან საუბრის დროს განცხადება გააკეთა ევროდეპუტატმა ანდრეის მამიკინსმა, რომელიც იმედს გამოთქვამს, რომ ევროკომისია საკანონმდებლო ინიციატივას ევროპარლამენტს და ევროპულ საბჭოს უახლოეს პერიოდში წარუდგენს.
მამიკინსი აღნიშნავს, რომ საქართველოს უფრო მეტი პროგრესი აქვს ვიზალიბერალიზაციის პროცესში ვიდრე უკრაინას.
შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში რადიო თავისუფლების ჟურნალისტის რიკარდ იუშვიაკის ცნობით, მომავალ კვირას ევროკომისია საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შესახებ წარადგენს წინადადებას.