Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ მიღებული კანონი პრეზიდენტს ამ დრომდე არ გადაგზავნია

საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ მიღებული კანონი პარლამენტიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციას ჯერ არ გადაგზავნია. საკანონმდებლო ორგანოს ამისთვის 7 დღიანი ვადა აქვს. პრეზიდენტს კი კანონის მიღების შემდეგ 10 დღიანი ვადა აქვს მოსაფიქრებლად ხელი მოაწეროს მას თუ ვეტო დაადოს.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, გადაწყვეტილების მიღებამდე, გიორგი მარგველაშვილი ყველა დაინტერესებულ მხარეს შეხვდება და მათ პოზიციებს მოისმენს, გადაწყვეტილებას კი სწორედ კონსულტაციების შემდეგ მიიღებს. 

კანონი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობას არეგულირებს, შაბათს, დილის 10 საათზე რიგგარეშე სხდომაზე დამტკიცდა. პარასკევს კი კანონის განხილვა ღამის 10 საათამდე მიმდინარეობდა. 

უმრავლესობის შეფასებით, ეს ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკური ზეგავლენისგან გაათავისუფლებს. საპარლამენტო ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები კი პრეზიდენტს კანონზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდებს. 

ახალი კანონპროექტი რამდენიმე ცვლილებას ითვალისწინებს, მისი ძალაში შესვლის შემთხვევაში კი შემდეგი ცვლილებები განხორცილდება. 

თუ აქამდე საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია ხმათა უმრავლესობით იღებდა გადაწყვეტილებას განეხილა ესა თუ ის საქმე, ახალი ცვლილებების მიხედვით, 4 მოსამართლიდან ოთხივეს თანხმობაა საჭირო, თუ ერთი წინააღმდეგი იქნება კოლეგია საქმეს ვერ განიხილავს და ის პლენუმში გადავა განსახილველად. 

პლენუმი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა სრული შემადგენლობაა. მასში 9 წევრია ოთხი პირველი, ოთხიც მეორე კოლეგიის წევრი და ერთი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.  

მოქმედი კანონით, კოლეგია საქმის განხილვის შესახებ გადაწყვეტილებას უბრალო უმრავლესობით იღებდა, რაც 6 ხმას გულისხმობს, ახალი კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში კი უკვე 7 ხმა იქნება საჭირო. 

ახალი კანონით ცვლილებები შედის გადაწყვეტილების მიღების პროცესშიც. აქამდე პლენუმი გადაწყვეტილებას პლენუმის 9 წევრიდან ხუთი, ანუ უმრავლესობა იღებდა, ახლა კი იმისათვის რომ პლენუმმა გადაწყვეტილება მიიღოს, 6 ხმა იქნება საჭირო. 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *