"უკრაინის უშიშროების სამსახურს არ მიუღია გადაწყვეტილება ნინო ბურჯანაძისთვის უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვის შესახებ"
უკრაინის უშიშროების სამსახურის განცხადებით, უკრაინის ტერიტორიაზე "საქართველოს დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის, ნინო ბურჯანაძისთვის შესვლა არ აუკრძალავთ. ამის შესახებ უწყების პრესმდივანმა ელენა გიტლიანსკაიამ განაცხადა.