ბეზპრედელშიკების“ გაბატონებაა საქართველოში – გპირდებით, მე ვიქნები თქვენთან ერთად ხელჩაკიდებული ოქტომბერში, ივანიშვილის დამარცხებისა და საქართველოს გამარჯვების ფრონტზე
ივანიშვილმა დააბრუნა ქვეყანაში 90-იანი წლების კრიმინალების თარეში. ეს არის „ბეზპრედელშიკების“ გაბატონება საქართველოში, – განცხადება ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალური ქსელში გაავრცელა. მისივე თქმით, საქართველოს არ ჰყავს მთავრობა და ის არის სრულად არალეგიტიმური. „ივანიშვილმა დააბრუნა ქვეყანაში 90-იანი წლების კრიმინალების თარეში. მისი შვილი, ბერა, რომელიც მეგობრობს „კანონიერ ქურდთან“ და მის შვილთან, „კაწროსთან“, შექმნეს კრიმინალური დაჯგუფება, ...