“დასაკარგი დრო აღარ გვაქვს, ან გამარჯვება, ან ჩვენი შვილების მომავლის სიკვდილი, ან გამარჯვება, ან ქართული სახელმწიფოებრივი იდეის სიკვდილი”
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას ზუსტი გეგმა აქვს, თუ როგორ უნდა შემცირდეს კორონავირუსის გავრცელება ისე, რომ ეკონომიკა არ დაზარალდეს. ამის შესახებ ის ვიდეომიმართვაში საუბრობს, რომელსაც „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე აქვეყნებს. „სულ რამდენიმე კვირა გვაშორებს იმ გარდაუვალ მომენტამდე, როცა საქართველო, ქართველი ხალხი დაიბრუნებს თავის ქვეყანას და ისევ დაადგება სწრაფი განვითარების და პრობლემების გადალახვის გზას. მინდა უბრალოდ ვისაუბრო იმაზე, ...