პაატა იმნაძე: ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული – შეზღუდვები რა მასშტაბით შემსუბუქდება და რაც მთავარია, როგორც ბიზნესი და ასევე ჩვენ მოქალაქეები, წესებს როგორ დავიცავთ
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, კვირის მონაცემით, სიტუაცია ნამდვილად სტაბილურია. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” იმნაძემ განუცხადა. “ინფიცირებულთა კლების შესახებ შაბათის მონაცემებით არ უნდა ვიმსჯელოთ. მართალია, გაკეთებული ტესტებიდან პროპორცია იმავე დარჩა, რაც წინა დღეებში, მაგრამ მიმართვიანობა შაბათ-კვირას ნაკლებია ხოლმე. ამიტომ მხოლოდ ამ ორი დღით არ უნდა ვიმსჯელოთ. კვირის მონაცემით კი, ნამდვილად ...