Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Апрель
2022
30

Новости за 06.04.2022

News.ge 

რუსული მედია: ივან ურგანტი, სავარაუდოდ, ისრაელში ან საქართველოში უძრავი ქონების ყიდვაზე ფიქრობს

ტელეწამყვანი და შოუმენი ივან ურგანტი ისრაელიდან  რუსეთში გასულ კვირას დაბრუნდა. გავრცელებული ინფორმაციით ურგანტი მოსკოვში უძრვ ქონებას ყიდის. ტელეგრამის არხის თანახმად, ივან ურგანტი მოლაპარაკებას აწარმოებს, რათა გაყიდოს ბინა Москва-Сити-ში და მოსკოვის შემოგარენის ელიტურ უბანში.   გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ურგანტი სავარაუდოდ, ისრაელში ან საქართველოში სახლის ყიდვაზე ფიქრობს. “შიში და ტკივილი. არა ომს!” – წერდა სოციალურ ქსელში ...

News.ge 

გრიგორი ლეპსმა დაჭრილ რუს სამხედროებს საავადმყოფოში უმღერა

გრიგორი ლეპსი, იგივე ლეფსვერიძე, რომელიც წლებია, რუსეთში პუტინის აქტიურ პროპაგანდას ავითარებს, ამჯერად ისევ მედიის ყურადღების ცენტრშია. დასავლური ქვეყნების მიერ სანქციონირებული არტისტი როსტოვში, საავადმყოფოში იმყოფებოდა, სადაც დაჭრილ რუს ოკუპანტებს უმღერა. ლეპსმა დარბაზში შეკრებილ ოკუპანტებს მადლობა გადაუხადა და შემდეგ თავისი სიმღერები შეასრულა. ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში დატრიალებული ტრაგედიის ფონზე, ლეპსი ბედნიერი და კმაყოფილი ჩანდა. დროდადრო მის ...

News.ge 

მიკო კარნა: ბუჩა ბოლო წვეთი იყო. ყველა რუსი დიპლომატი უნდა გავაძევოთ ფინეთიდან

„ბუჩა ბოლო წვეთი იყო. ყველა რუსი დიპლომატი უნდა გავაძევოთ ფინეთიდან, ჩვენი დიპლომატები კი სასწრაფოდ გამოვიწვიოთ უკან. ფინეთს არ სჭირდება დიპლომატიური ურთიერთობები ომის დამნაშავეებთან, ტერორისტებსა და სერიულ მატყუარებთან“, – ეუბნება ფინეთის პარლამენტის წევრი, სასაზღვრო გვარდიის ყოფილი კაპიტანი მიკო კარნა “რადიო თავისუფლებას”. ფინელი პარლამენტარი ასე აღწერს ვითარებას: „გვაქვს ასეთი რეალობა – ჩვენი მეზობელი ქვეყანა ყოველდღე სჩადის სამხედრო ...

News.ge 

ირმა ინაშვილი: სრულიად ვიზიარებ უნგრეთის ხელისუფლების პოზიციას. ყველა მიხვდა, რომ ზელენსკის მთავრობაც ღიად ცდილობს ომში ჩაგვითრიოს

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი, რომელიც მოსკოვში გაემგზავრა და შეხვედრებს მართავს, უკრაინული დაზვერვის განცხადებას ეხმაურება, საქართველოს გავლით რუსეთში ორმაგი დანიშნულების პროდუქციის შესაძლო შეტანაზე. ირმა ინაშვილი წერს, რომ უკრაინის ხელისუფლება ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშად ერევა. ხოლო მათი მთავრობის მხრიდან ყოველდღიურად ჩანს მცდელობა, რომ საქართველო რუსეთთან კონფლიქტში ჩაებას. უკრაინის მსგავსი ომი კი საქართველოში არ უნდა განმეორდეს. „ზელენსკის ...

News.ge 

მარია ზახაროვა: ვადანაშაულებ დასავლურ მედიას

მოსკოვი დასავლურ მედიას, პირველ რიგში, ამერიკულ მედიას ადანაშაულებს ბუჩაში მომხდარ დანაშაულში თანამონაწილეობაში. ამის შესახებ  რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა. „ვადანაშაულებ დასავლურ მედიას და უპირველეს ყოვლისა, ამერიკულ მედიას, არა მხოლოდ გაყალბებისა და დეზინფორმაციის გავრცელებაში, არამედ ქალაქ ბუჩაში მომხდარ დანაშაულში თანამონაწილეობაში“, – თქვა ზახაროვამ ბრიფინგზე.

News.ge 

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი: ჩვენთვის რუბლებში გადახდა პრობლემა არაა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ქვეყანა რუსული გაზის რუბლებში შესყიდვისთვის მზად არის. „ჩვენთვის რუბლებში გადახდა პრობლემა არაა. თუ რუსებს სურთ, რომ ეს თანხა რუბლში გადავიხადოთ, გადავიხდით რუბლში“, – განაცხადა ორბანმა. გარდა ამისა, ორბანმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბუდაპეშტში სამშვიდობო მოლაპარაკებებზე მიიწვია. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობა შესაძლოა, საფრანგეთის ...

News.ge 

ალექსეი რეზნიკოვი: ჩვენ შევაჩერეთ რუსეთი, მაგრამ ველით თავდასხმების ახალ მცდელობებს. დროა უკრაინის მხარდაჭერა ნატოს სტილის მძიმე იარაღით

ჩვენ შევაჩერეთ რუსეთი, მაგრამ ველით თავდასხმების ახალ მცდელობებს, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა „ტვიტერის“ გვერდზე განაცხადა. მან მადლობა გადაუხადა თავის კოლეგა თავდაცვის მინისტრებს უკრაინის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ რუსული აგრესიის მოგერიების 41 დღის განმავლობაში 20 კოლეგას ესაუბრა. „მადლობას გიხდით უკრაინის მიმართ თქვენი მხარდაჭერისთვის! ჩვენ შევაჩერეთ რუსეთი, მაგრამ ველით თავდასხმების ახალ მცდელობებს. დროა უკრაინის ...

News.ge 

იტალიური მედია: სოლოვიოვის ვილას კომოს ტბაზე ცეცხლი წაუკიდეს

იტალიაში, კომოს ტბაზე რუსი ტელეწამყვანის, ვლადიმერ სოლოვიოვის ვილაში უცნობმა პირებმა ხანძარი გააჩინეს. იტალიური გამოცემის, Corriere della Sera-ს ცნობით, კრემლის პროპაგანდისტის ქონებას ცეცხლი განზრახ წაუკიდეს, ხანძრის გასაჩენად კი საბურავები გამოიყენეს. ამასთან, გამოცემის ინფორმაციით, შეღებილი და დაზიანებულია სოლოვიოვის მეორე სახლის კედლებიც და ცეცხლი წაეკიდა სოლოვიოვის კიდევ ერთ ვილას იტალიაში. საქმეს ადგილობრივი პოლიცია იძიებს. პირველადი გამოძიების თანახმად, კომოს ტბაზე ...

News.ge 

სტოლტენბერგი: ყველამ, ვისაც სჯერა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის, უნდა უზრუნველყოს მხარდაჭერით ახლო და ძალიან ღირებულ პარტნიორები, როგორიცაა საქართველო – უკეთესია მათ დავეხმაროთ ადრე, ვიდრე გვიან

ყველამ, ვისაც სჯერა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის, უნდა უზრუნველყოს მხარდაჭერით ახლო და ძალიან ღირებულ პარტნიორები, როგორიც არის საქართველო. უკეთესია მათ დავეხმაროთ ადრე ვიდრე გვიან, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, მინისტერიალზე განხილვის ერთ-ერთი საკითხი სწორედ იქ იქნება, როგორ უნდა მიეწოდოს საქართველოს და სხვა პარტნიორ ქვეყნებს უფრო მეტი ...

News.ge 

ზელენსკი ირლანდიის პარლამენტში: რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში შიმშილს იარაღად იყენებს

მიუხედავად იმისა, რომ ნეიტრალური ქვეყანა ხართ, არ დარჩენილხართ ნეიტრალური იმ უბედურების მიმართ, რაც რუსეთმა უკრაინას მოუტანა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ირლანდიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „თქვენ ყოყმანის გარეშე დაუყოვნებლივ დაიწყეთ ჩვენი დახმარება. მიუხედავად იმისა, რომ ნეიტრალური ქვეყანა ხართ, არ დარჩენილხართ ნეიტრალური იმ უბედურების მიმართ, რაც რუსეთმა უკრაინას მოუტანა“, – განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, ...

News.ge 

კელი დეგნანი უკრაინის დაზვერვის ინფორმაციაზე: ეს მნიშვნელოვანი საკითხი მთავრობებს შორის უნდა გაირკვეს

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, ჟურნალისტების შესაბამისი კითხვის პასუხად, გამოეხმაურა უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სანქციების გვერდის ავლით, რუსები ქმნიან კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის საქართველოს ტერიტორიაზე. „ეს ძალიან სერიოზული ბრალდებაა და ის შესაბამისი არხებით უნდა გაირკვეს მთავრობებს შორის, ეს არის ამგვარი საკითხის გამოძიების სწორი გზა. აქ მთავრობამ განაცხადა, რომ საქართველო არ იქნება ...

News.ge 

ნონა მამულაშვილი: ზელენსკის დააბრალებს ლორია ომის დაწყებას თუ პროვოცირებას, მე ვალდებულად ვთვლი თავს, რომ უმკაცრესი პასუხი გავცე ნებისმიერ გარეწარს

სკანდალური ეთერის შემდეგ “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” ერთ-ერთი ლი­დე­რი ნონა მამულაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს. გუშინ “ჯორ­ჯინ თა­იმ­სის” ეთერ­ში ნონა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი უფ­ლე­ბა­დამ­ცველ და­ვით ლო­რი­ას პირ­და­პირ ეთერ­ში ფი­ზი­კუ­რად და­უ­პი­რის­პირ­და. “მაშინ, როდესაც ყოველდღე უსასტიკეს სიკვდილის ქრონიკას ვუყურებთ, რომელსაც უდიდესი სიბოროტის იმპერია ახორციელებს უკრაინის წინააღმდეგ; მაშინ, როდესაც ყოველდღე ვხედავთ ნაწამები, გაუპატიურებული, დასახიჩრებული ადამიანების კადრებს; მაშინ, როდესაც შენს... Читать дальше...

News.ge 

დმიტრო კულება: „პუტინის არგაღიზიანების პოლიტიკამ“ კრახი განიცადა წინა წლებში

დაგვეხმარეთ ამ ბოროტების შეჩერებაში ახლა ან გარისკეთ, როგორ გამოცდის პუტინი ნატო-ს მეხუთე პუნქტს მოგვიანებით, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ „ტვიტერის“ გვერდზე განაცხადა. მისი თქმით, „პუტინის არგაღიზიანების პოლიტიკამ“ წარსულში კრახი განიცადა. „ერთადერთი გზა, რომ თავიდან ავიცილოთ რუსეთის ომი უკრაინის მიღმა, არის ჩვენთვის სრული მხარდაჭერის წარმოდგენა. მაქსიმალური სანქციების დაწესება. ყველა იარაღის მოწოდება. „პუტინის არგაღიზიანების ...

News.ge 

ვიაჩესლავ ვოლოდინი: ვლადიმირ ჟირინოვსკი გარდაიცვალა

რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის, ვლადიმირ ჟირინოვსკის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას რუსეთის დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი ადასტურებს. მანამდე ჟირინოვსკის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია რამდენჯერმე გავრცელდა, ბოლოს 25 მარტს ეს ინფორმაცია სწორედ ვოლოდინმა უარყო. 75 წლის ჟირინოვსკი კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის დიაგნოზით 2 თებერვლიდან იმყოფება მოსკოვის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში. უკანასკნელ დღეებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ ფასდებოდა და ხელოვნურ კომაში იმყოფება.

News.ge 

ანრი ოხანაშვილი: თუ ზურაბ ადეიშვილი, გია ლორთქიფანიძე და სხვები კარგად დაეხმარებიან, ალბათ ასწავლიან როგორ ხდება გვამების შემოდება …

თუ ზურაბ ადეიშვილი, გია ლორთქიფანიძე და სხვები კარგად დაეხმარებიან, ალბათ ასწავლიან როგორ ხდება გვამების შემოდება, რაც არ მგონია, უკრაინის ხელისუფლებისთვის მისაღები იყოს – არ მგონია, ეს გამოცდილება უკრაინის ხელისუფლებას სურდეს, – აღნიშნული განცხადება “ქართული ოცნების” დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, „ძალიან სამწუხაროა, რომ მათ გარშემო ეს ხალხია”. „როდესაც მოლაპარაკების მაგიდასთან კრიმინალი ადეიშვილი გიზის, მათი ...

News.ge 

კალაძე: ისეთი სამარცხვინო განცხადებები კეთდება, არაფერი აღარ მჯერა მაგათი, კეთილი ინებონ და მტკიცებულებები წარმოადგინონ

საქართველოს არანაირი მტკიცებულება არ აქვს წარმოსადგენი – სამარცხვინო ბრალდება იყო უკრაინის მხრიდან გაჟღერებული და კეთილი ინებონ და თუ რაიმე მტკიცებულებები გააჩნიათ, წარმოადგინონ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა. მისივე თქმით, უკრაინის მხარის მიერ გაკეთებული განცხადებები კატეგორიულად მიუღებელია. „მე ყველაფერი მესმის, რომ ქვეყანა ...

News.ge 

მაღრაძე: დვალმა, რაც მისმა დიდი აფეთქების თეორიამ წარმატება ვერ ჰპოვა, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ თბილისის ქუჩებში პატარა აფეთქებით შემოიფარგლოს

ასე ხდება, როცა ამბიცია შესაძლებლობას აღემატება, – ასე ეხმაურება პოეტი დათო მაღრაძე ფიზიკოს გია დვალის განცხადებას, რომ საქართველოს მთავრობა პირდაპირ რუსეთიდან მართულია. „ბატონმა დვალმა, რაც მისმა დიდი აფეთქების თეორიამ წარმატება ვერ ჰპოვა, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ თბილისის ქუჩებში პატარა აფეთქებით შემოიფარგლოს. ასე ხდება, როცა ამბიცია შესაძლებლობას აღემატება“,-აცხადებს მაღრაძე. ცნობისთვის, ფიზიკოსმა გია დვალმა „მთავარი არხის“ ეთერში უკრაინაში ...

News.ge 

ყაველაშვილი: როგორ გგონიათ, ჩემი დაგინება, თან დაგინება და არა შეგინება, რომელიც პირადად მიიღეთ, ალბათ, თქვენც და მთელმა იმ “ნაციონალურმა მოძრაობამ” და იმ ოპოზიციამ. რატომ მიიღეთ?

მმართველი პარტიიდან საქართველოს პარლამენტის წევრი მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ რამდენიმე დღის წინ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას კი არ შეუგინია, “დაიგინა”. განათლებისა და სპორტის საქმეთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე “კანონი და სამართლის” ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა მისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა – ეს განმარტება ყაველაშვილმა სწორედ ამ საკითხზე კამათს მოაყოლა. “ის ძალა, ვის მიმართაც გამოვიყენე ეს გამონათქვამი, წინასწარ ...

News.ge 

კარლ ჰარცელი: უკრაინის სამხედრო დაზვერვის ბრალდებები ძალიან სერიოზულია – მნიშვნელოვანია, მხარეებმა განაგრძონ ინფორმაციის გაცვლა

ეს არის ძალიან სერიოზული ბრალდებები უკრაინის სამხედრო დაზვერვის მხრიდან და სერიოზულად უნდა იქნას მიღებული, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა. „ჩვენ ვნახეთ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მკაფიო პასუხი, რომ ასეთი საქმიანობა არ ხორციელდება. რაც შემეხება მე, ამასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, მხარეებმა განაგრძონ ინფორმაციის გაცვლა ამ საკითხებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ...

News.ge 

პაატა მანჯგალაძე: ხელისუფლებამ უნდა უპასუხოს, პოზიცია, რომ სანქციებს არ უერთდება, გულისხმობს თუ არა ტვირთების გატარებას რუსეთში

სანქციებზე არმიერთებამ გამოიწვია უკრაინული მხარის ეჭვები – უნდა უპასუხოს საქართველოს ხელისუფლებამ, პოზიცია, რომ საქართველო არ უერთდება სანქციებს, გულისხმობს თუ არა ორმაგი დანიშნულების ტვირთების გატარებას რუსეთში,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით უკრაინასთან კომუნიკაცია უნდა შედგეს. „საქართველომ უკრაინას უნდა უპასუხოს, რომ არანაირი ორმაგი დანიშნულების ტვირთი საქართველოს გავლით არ გადის. ...

News.ge 

გოცირიძე: ხელისუფლებამ უნდა შექმნას კომისია საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით, რათა ყველა ეჭვი გააქარვოს

ქართული მხარე უკრაინას მტკიცებულებების წარდგენას სთხოვს. ოპოზიციური პარტიების ნაწილი ამბობს, რომ დასაბუთების გარეშე ამ ინფორმაციის დაჯერება შეუძლებელია. “რა თქმა უნდა, მათაც საბუთები უნდა წარმოადგინონ, რათა საზოგადოებამ და ყველამ გაიგოს, თუ რა პრეტენზია აქვს უკრაინის დაზვერვას საქართველოს მიმართ. მაგრამ, ვინაიდან ამ მასშტაბის სკანდალია აგორებული, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შექმნას კომისია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით, რათა ხელისუფლებამ ...

News.ge 

ლევან დავითაშვილი: უკრაინული მხარე ამბობს, რომ საქართველომ წარმოადგინოს მტკიცებულებები

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოში სასაზღვრო და საბაჟო კონტროლი არის უმაღლეს დონეზე და საქართველოს ხელისუფლება ნებისმიერი დაინტერესებული ქვეყნისთვის არის ღია, რათა თვითონ ნახონ როგორ მუშაობს სისტემა და დარწმუნდნენ, რომ უსაფუძვლოა ყველა განცხადება. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა უკრაინის დაზვერვის სამსახურის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა. „უკრაინული მხარე ამბობს, რომ საქართველომ წარმოადგინოს მტკიცებულებები. ყველას ...

News.ge 

ველოდებით ოფიციალურ მტკიცებულებებს და დამაჯერებელ არგუმენტებს საქართველოდან

უკრაინული სამხედრო დაზვერვის ინფორმაციაზე ოფიციალური კიევი მტკიცებულებებს საქართველოსგან ელოდება. განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინულ მედიასთან გააკეთა. მას კითხვა ჟურნალისტმა დაუსვა. “უკრაინასა და მის მოკავშირეებს საქართველოზე გავლენა რომ არ ჰქონოდათ, რუსები უკვე შექმნიდნენ ამ ქვეყნის გავლით სანქციების გვერდის ასავლელ მარშრუტს. ჩვენ ველოდებით ოფიციალურ მტკიცებულებებს და დამაჯერებელ არგუმენტებს საქართველოდან, რომ ისინი ამას არ აკეთებენ. შემდეგ, თუ ეს მტკიცებულებები ...


Вильфанд предупредил москвичей о дождях и грозах в ближайшие дни

CASE-IN в Москве: ЯТЭК открывает путь молодым талантам в нефтегазовой индустрии

Олег Эйдельштейн добился признания сыном Жириновского из-за наследства

Защита Лизы. Читатели aif.ru помогли оплатить операцию на лице девочки



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Россия, Китай и Иран в совместном заявлении выразили поддержку соглашения по ядерной сделке

Концерты отыграли март // Продажи билетов на массовые мероприятия восстановились

Манежные отношения: арт-ярмарка «1703» открылась в Санкт-Петербурге

Сотрудники Росгвардии вместе с благотворителем Курбановой Светланой Владимировной посетили центр помощи семье и детям "Клинский"

Музыкальные новости

Устойчивая энергия: в России состоялось первое углеродно-нейтральное соревнование по киберспорту

Собянин объявил о начале работы хаба молодежного предпринимательства

Почта России помогла детям-подопечным благотворительных фондов встретиться с футболистами ЦСКА

Более 40 тысяч семей в Москве и области получают ежемесячные выплаты из средств материнского капитала

Новости России

У пациента едва не отвалился нос, когда он чихнул спустя 12 часов после операции в Москве

Сотрудники Росгвардии вместе с благотворителем Курбановой Светланой Владимировной посетили центр помощи семье и детям "Клинский"

СМИ: Банда грабителей попыталась сбежать из зала суда в Подмосковье

В ГД оценили инициативу ввести регистрацию домашних животных

Экология в России и мире

Победитель фирменной игры «Авторадио» получил ключи от Oting Паладин

Студия Звукозаписи в Москве. Создание Песен, Музыки, Аранжировок.

Befree запускает сайт для поиска талантов

Началось вещание Детского радио в Хабаровске

Спорт в России и мире

Джокович — о травме: На данный момент, вроде все нормально, но я не знаю, что будет утром

Димитров пробился в четвертьфинал Открытого чемпионата Франции

17-летний россиянин Даниил Саркисян разгромил Форбса из США на юниорском «Ролан Гаррос»

Мирра Андреева впервые вышла в четвертьфинал турнира Большого шлема

Moscow.media

Завершен пятый этап надвижки моста через Каму

RooX UIDM защитит от перехвата токенов

Торжественное возложение цветов к памятному знаку «Юным героям — партизанам и подпольщикам» в Феодосии

Новые мониторы Xiaomi на российском рынке







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *