Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Май
2022
24
25

Новости за 10.05.2022

News.ge 

იაგო ხვიჩია: თუ „ნაცმოძრაობა“ გადაწყვეტს, რომ…

თუ “ნაციონალური მოძრაობა” გადაწყვეტს, რომ დაიშალოს და შემდეგ არჩევნებში არ მიიღოს მონაწილეობა, ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ მათ ინიციატივებს, რომელიც მიმართული იქნება სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისკენ თუ გათავისუფლებისკენ,- ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ “ნაციონალური მოძრაობა” გეგმავს პარლამენტს მიმართოს, რომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის შემთხვევაში, თავდებში ჩაუდგებიან, რომ მკურნალობის შემდეგ... Читать дальше...

News.ge 

ირაკლი ტაბლიაშვილი: ჩვენი და მთავრობის გაბრაზება საქმეს ვერ უშველის

“სამართლიანად! ვიმეორებ – სამართლიანად (ბრჭყალების გარეშე) ვბრაზდებით უკრაინის ცალკეულ ლიდერებზე, რომლებიც ცდილობენ, დააწინაურონ უკრაინა და ჩამოიტოვონ მოლდოვა და საქართველო და ამას დიდად ეგოისტურად აკეთებენ!.. მაგრამ! მაგრამ, ჯერ ერთი, უშუალოდ ჩვენი და მთავრობის გაბრაზება საქმეს ვერ უშველის – აუცილებელია არა უკრაინაზე გაჯავრება, არამედ, უკრაინასთან მუშაობა (არა პადხალიმობა, არამედ, მუშაობა) რომ ამ ქვეყნის ლიდერებმა არ გამოგვისვან ყელში ...

News.ge 

თეა წულუკიანი: უცნაური პოზიციაა სააკაშვილისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ თავდებობა, თავდებში რომ დაუდგე ვინმეს, ჯერ თავი უნდა გქონდეს

უცნაური პოზიციაა სააკაშვილისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ თავდებობა, თავდებში რომ დაუდგე ვინმეს, ჯერ თავი უნდა გქონდეს, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა. „თქვენ თუ ჩემს აზრს მეკითხებით, მე მგონია, რომ ეს, გარდა იმისა, რომ უცნაური პოზიციაა, რბილად რომ ვთქვათ, მისი დაკმაყოფილება მიზანშეწონილი მე, პირადად, არ მგონია. თუმცა ის უწყება, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ მიმართავს, თავად მიიღებს ...

News.ge 

მანჩო გიორგობიანი: აღშფოთებული ვარ, ძალიან დიდი ხანია ასეთი გამწარებული არ ვყოფილვარ!!!

“ჩემო საყვარელო მეგობრებო, საქართველოს ძალიან გვიჭირს, უკვე აშკარა ზეწოლას იწყებენ გარეშე ძალები, რომ ომში ჩაგვითრიონ… ჩემი ხედვით, ბიძინა ივანიშვილსაც აშანტაჟებენ, ერთ პინაზე უდებენ საქართველოს ომისთვის გაწირვას, მეორეზე მთელ მის კაპიტალს… (მგონი, არ დაგჭირდებათ ჩემი კარნახი უოლ სტრიტის მამები ნიუ იორკის ერთ საშუალო უბანს გაწირავდნენ გადასაშენებლად, თუ თავის კაპიტალს? (განსაკუთრებით როქფელერი გადაეფარებოდა ამბრაზურასავით “ხალხს”.. ვიცით ჩვენც, ...

News.ge 

Reuters: ერევანში ოპოზიციის მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 61 ადამიანი დააკავა

სომხეთის დედაქალაქ ერევანში ოპოზიციის მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 61 ადამიანი დააკავა, – ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. მომიტინგეთა და სამართალდამცველთა შორის რამდენიმე შეტაკება მოხდა, რა დროსაც პოლიციამ აქციის მონაწილეები ფურგონებში ძალის გამოყენებით ჩასვა და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანა. შეგახსენებთ, უკვე რამდენიმეა დღეა, რაც სომხეთში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. პროტესტის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ. გასულ კვირას ...

News.ge 

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილი გაეცნო ყველა მხარის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილი გაეცნო ყველა მხარის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას: იუსტიციის მინისტრისგან, სახალხო დამცველის აპარატის და მასთან შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის წევრებისაგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან და სამედიცინო სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლებისგან. Читать дальше...

News.ge 

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ავრილ ჰეინსი: პუტინი უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის ემზადება

ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის ემზადება და რუსეთის გამარჯვებამ დონბასის რეგიონში შესაძლოა არ დაასრულოს მისი შეტევა – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ავრილ ჰეინსმა სენატის მოსმენაზე განაცხადა. მისივე თქმით, მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში შეიძლება რუსეთის ქმედებების ესკალაცია მოხდეს და ის უფრო არაპროგნოზირებადი გახდეს. „ამჟამინდელი ტენდენცია ზრდის იმის ალბათობას, რომ პრეზიდენტი პუტინი უფრო ძლიერ საშუალებებს მიმართავს“, ...

News.ge 

უცხოეთში მისი გადაყვანა არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენს. “უცხოეთში მისი გადაყვანა არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენს. თუ რაიმე აუცილებელი და საჭირო იქნება, შესაბამისი უწყება – პენიტენციური სამსახური ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის უსაფრთხოება დაცული იყოს,”- აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე. “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში, მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანის ...

News.ge 

თუ ჩვენ ვერ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს, რომ ევროპა ჩვენს მოტყუებას ცდილობს და ჩვენ ამის გადაყლაპვას არ ვაპირებთ

თუ ჩვენ ვერ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს, რომ ევროპა ჩვენს მოტყუებას ცდილობს და ჩვენ ამის გადაყლაპვას არ ვაპირებთ, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ Financial Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ახლა უკრაინა ერთადერთი ადგილია ევროპაში, სადაც ადამიანები იხოცებიან იმ ფასეულობებისთვის, რომლებსაც ევროკავშირი ეფუძნება. „ვფიქრობ, ამას პატივი ...

News.ge 

ევროკავშირის კითხვარზე პასუხები დღემდე რომ არ გასაჯაროვდა, არ არის კარგი, გპირდებით, აუცილებლად გასაჯაროვდება

ევროკავშირის კითხვარზე პასუხები დღემდე რომ არ გასაჯაროვდა, არ არის კარგი, გპირდებით, აუცილებლად გასაჯაროვდება, – ამის შესახებ „ლელოს” დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, კითხვარზე გაცემული პასუხების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულება მომავალ ხელისუფლებას მოუწევს, ამიტომ სათანამშრომლო ვითარების შექმნა აუცილებელია. „კითხვარზე პასუხები დღემდე რომ არ გასაჯაროვდა, ეს არ არის კარგი, მაგრამ ეს პასუხები აუცილებლად გასაჯაროვდება. მთავრობას ჰქონდა საკმარისი დრო, ...

News.ge 

საქართველოს ბანკი და USAID-ი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად

10 მაისი, 2022- საქართველოს ბანკსა და USAID-ს შორის მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერების მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიალი USAID – ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასა და USAID – ის სოფლის მეურნეობის პროგრამასთან შედგა. პარტნიორობის ფარგლებში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, აგრო და მსუბუქი მრეწველობის მიმართულებით, მცირე და საშუალო ბიზნესები 2 მთავარი მიმართულებით მიიღებენ მხარდაჭერას. ესენია: სერვისებისა ...

News.ge 

თიბისი კაპიტალმა ღვინის სექტორის შესახებ განახლებული კვლევა მოამზადა

თიბისი კაპიტალმა ღვინის სექტორის შესახებ განახლებული კვლევა მოამზადა. პუბლიკაციის თანახმად, საქართველოს ღვინის ექსპორტის რუსეთზე დამოკიდებულება, 2005 წელთან შედარებით, 90%-დან 56%-მდეა შემცირებული. თუმცა, დივერსიფიკაციის მიუხედავად, 2021 წელს რუსეთი (56%), უკრაინა (10%) და დსთ-ის სხვა ქვეყნები (10%) საქართველოს ღვინის მთავარი საექსპორტო ბაზრები იყვნენ. რაც შეეხება აღმოსავლეთ ევროპას, მისი წილი ექსპორტში ასევე 10%-ს შეადგენდა და აღნიშნულ რეგიონში საქართველოს ღვინის ექსპორტი შემდეგნაირად განაწილდა: პოლონეთი –  61%, ბალტიისპირეთის ქვეყნები – 38%. Читать дальше...

News.ge 

“არ ვიცი რატომ უნდა სჭირდებოდეს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის დაცვას ვინმეს თავდებობა, აქციები ან შიმშილობა”

“ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივას, მიხეილ სააკაშვილისთვის თავდებად დადგომასთან დაკავშირებით, “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, გაუგებარია, რატომ უნდა სჭირდებოდეს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის დაცვას ვინმეს თავდებობა, აქციები ან შიმშილობა. “საერთოდ არ ვიცი ან თავდებობა რაში სჭირდება, ან ვინმეს აქცია რაში სჭირდება, ან შიმშილობა რაში სჭირდება იმას, რომ მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე იყოს დაცული, საერთოდაც მესამე ...

News.ge 

პარლამენტში არავის დიაგნოსტიკას და მკურნალობას არ ვახდენთ, არავის გადაყვანაზე არ ვიღებთ გადაწყვეტილებას

ჩვენ პარლამენტში არავის დიაგნოსტიკას და მკურნალობას არ ვახდენთ, არავის გადაყვანაზე არ ვიღებთ გადაწყვეტილებას, – ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე – სპიკერი არჩილ თალაკვაძე ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ “ნაციონალური მოძრაობა” გეგმავს პარლამენტს მიმართოს, რომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის შემთხვევაში, თავდებში ჩაუდგებიან, რომ მკურნალობის შემდეგ ის დაბრუნდება და სასამართლოს წინაშე წარდგება. მისივე თქმით, თუკი სააკაშვილის დაცვის მხარე სამედიცინო მონაცემებს გაასაჯაროებს, ეს სპეკულაციებს... Читать дальше...

News.ge 

თუ „ნაცმოძრაობა“ გადაწყვეტს, რომ დაიშალოს და შემდეგ არჩევნებში არ მიიღოს მონაწილეობა, მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ინიციატივებს, რაც სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისკენ იქნება მიმართული

თუ “ნაციონალური მოძრაობა” გადაწყვეტს, რომ დაიშალოს და შემდეგ არჩევნებში არ მიიღოს მონაწილეობა, ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ მათ ინიციატივებს, რომელიც მიმართული იქნება სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისკენ თუ გათავისუფლებისკენ,- ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ “ნაციონალური მოძრაობა” გეგმავს პარლამენტს მიმართოს, რომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის შემთხვევაში, თავდებში ჩაუდგებიან, რომ მკურნალობის შემდეგ... Читать дальше...

News.ge 

ივნისის ბოლოს საქართველო მიიღებს ევროკავშირში წევრობის სტატუსს, გახდება ევროკავშირის წევრი და ეს იქნება თითოეული ქართველის დამსახურება – წინასწარ გილოცავთ

ვფიქრობ, ივნისის ბოლოს საქართველო ევროკავშირში წევრობის სტატუსს მიიღებს – საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი და ეს იქნება თითოეული ქართველის დამსახურება, წინასწარ გილოცავთ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც ზაქრუა განმარტავს, საქართველოსთვის გადაცემული ევროკომისიის კითხვარის შევსებაში ყველა უწყება დიდი პასუხისმგებლობით იყო ჩართული. “ევროკავშირის წევრის სტატუსის მისაღება ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული შანსია. დღეს კითხვარის მეორე... Читать дальше...

News.ge 

თიბისი ფეი თიბისის ბიზნეს მომხმარებლისთვის საკომისიოს აუქმებს

თიბისი ფეი სწრაფი გადახდის აპარატებიდან თიბისის ნებისმიერ ანგარიშზე თანხის შეტანის საკომისიო გადასახადს ბიზნეს მომხმარებლებისთვის სრულად აუქმებს. 2 წლის წინ თიბისი ფეიმ ეს სიახლე ფიზიკურ პირებს შესთავაზა, ახლა კი საკომისიოს გაუქმება ბიზნესსაც შეეხო. გადაწყვეტილება კომპანიამ მომხმარებლის ცხოვრების გასამარტივებლად მიიღო. სიახლე თიბისის ნებისმიერ ფილიალში, ასევე, გარე ლოკაციაზე განთავსებულ თიბისის ფეის სწრაფი გადახდის აპარატებს შეეხება. ამ დრომდე, ბიზნეს ...

News.ge 

პუტინი ამახინჯებს ისტორიას, ცდილობს გაამართლოს თავისი გაუმართლებელი ომი, რომელმაც მოიტანა სიცოცხლის კატასტროფული დანაკარგი

პუტინი ამახინჯებს ისტორიას, რათა შეძლოს თავისი დაწყებული ომის გამართლება – ასე აფასებენ თეთრ სახლში გუშინ მოსკოვში პუტინის გამოსვლას. თეთრი სახლის პრესსპიკერი ჯენ ფსაკი ვლადიმერ პუტინის განცხადებებს აბსურდს უწოდებს და აცხადებს, რომ შეერთებული შტატები განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას. “მაშინ, როცა პრეზიდენტი პუტინი და რუსი ხალხი გამარჯვების დღეს აღნიშნავდნენ, ჩვენ ვხედავთ, რომ რუსული ძალები ომის დანაშაულებს და სისასტიკეს სჩადიან უკრაინაში, ...

News.ge 

სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხი არ განიხილება, რომ კანონმდებლობა თავდებობას ითვალისწინებდეს, ასეთი რამ გამორიცხულია, შესაბამისად, წარმოუდგენელია ახალი ველოსიპედის მოგონება

სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხი არ განიხილება, რომ კანონმდებლობა თავდებობას ითვალისწინებდეს, ასეთი რამ გამორიცხულია, შესაბამისად, წარმოუდგენელია რაიმე ახალი ველოსიპედის მოგონება,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გეგმავს პარლამენტს მიმართოს, რომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის შემთხვევაში, თავდებში ჩაუდგებიან, რომ მკურნალობის შემდეგ ის დაბრუნდება. Читать дальше...

News.ge 

როგორ “ახრჩობს” რუსეთის ეკონომიკას დასავლეთი სანქციებით და კიდევ ვინ და რა დაამატა შავ სიას ვაშინგტონმა

მინუს სამი რუსული პროპაგანდისტული არხი და სამი უმხვილესი ბანკი, მათ შორის “სბერბანკი” და “გაზპრო ბანკი”. 9 მაისს ვაშინგტონიდან რუსეთმა ფაშიზმზე გამარჯვების მილოცვის ნაცვლად ახალი სანქციები მიიღო. შავ სიას 45 ბანკირი დაემატა, რომელთაგან მხოლოდ 8 რუსეთის საბანკო აქტივების მესამედს ფლობს. დიდი შვიდეულის თათბირის შემდეგ პუტინის ელიტის დიდი ნაწილი დანარჩენი მსოფლიოსგან მოწყვეტილი დარჩა. ისინი ვერც დაგროვილ მილიონებს ...

News.ge 

ჯო ბაიდენმა უსაფრთხოების საკითხებში მაღალჩინოსნებს მოსთხოვა, შეწყდეს სადაზვერვო ინფორმაციის გაჟონვა, რომლებიც უკრაინას ეხება

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უსაფრთხოების საკითხებში მაღალჩინოსნებს განუცხადა, რომ უნდა შეწყდეს ინფორმაციის გაჟონვა, რომელიც უკავშირდება უკრაინასთან ამერიკის სადაზვერვო მონაცემების გაცვლის საკითხს. ამის შესახებ CNN-ი წყაროზე დაყრდნობით იუწყება. მისივე ცნობით, გასულ კვირას, მას შემდეგ, რაც თეთრმა სახლმა უარყო პირდაპირი სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება უკრაინისთვის „რუსი გენერლების მკვლელობის განზრახვის შესახებ“, ბაიდენი ცალკე ესაუბრა თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს, ცენტრალური სადაზვერვო ...

News.ge 

გვაქვს მინიშნებები, რომ უკრაინელები ნების საწინააღმდეგოდ მიჰყავთ რუსეთში

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა ,,ნახა მინიშნებები”, რომ უკრაინელები რუსეთში ,,თავისი ნების საწინააღმდეგოდ” მიჰყავთ. ამის შესახებ პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა, რასაც CNN-ი ავრცელებს. ,,ჩვენ ნამდვილად ვნახეთ მინიშნებები, რომ უკრაინელები უკრაინიდან რუსეთში გადაიყვანეს”, – განაცხადა კირბიმ. კირბის არ უსაუბრია გადაადგილებულ უკრაინელთა საერთო რაოდენობაზე, თუ რამდენი ბანაკია ან როგორ გამოიყურებიან ისინი, მაგრამ განაცხადა: ,,ჩვენ გვაქვს მინიშნებები, რომ ...

News.ge 

რეალობა სიმშვიდეს მოითხოვს და ერთადერთი დამნაშავე, რომ მშვიდობა განადგურდა, არის და იქნება რუსული სახელმწიფო, ეს რუსეთის ისტორიული პასუხისმგებლობაა

ერთადერთი დამნაშავე, რომ მშვიდობა განადგურდა, არის და იქნება რუსული სახელმწიფო. ეს რუსეთის ისტორიული პასუხისმგებლობაა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღის შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზელენსკის თქმით, ევროპის ქვეყნებში ახლა მთავარი თემა არის ის ფასი, რომლის გადახდაც მათ უწევთ იმისათვის, რომ უკრაინაში, რუსეთის მიერ წარმოებული ომი გააჩერონ. ,,ჩვეულებრივ, ევროპელებმა 9 მაისს გაიხსენეს მშვიდობის ფასი, რომელიც ...

News.ge 

“ლენდ-ლიზის” კანონის ხელმოწერა ისტორიული ნაბიჯია – დარწმუნებული ვარ, ისევ ერთად გავიმარჯვებთ

აშშ-ს პრეზიდენტის მიერ “ლენდ-ლიზის” აქტზე ხელმოწერას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ,,ტვიტერის” გვერდზე ეხმაურება. აქტი, რომელსაც უკრაინის დასახმარებლად მოეწერა ხელი, ზელენსკის თქმით, ისტორიული ნაბიჯია. ,,მადლობელი ვარ აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენისა და ამერიკელი ხალხის, ჩვენი თავისუფლებისა და მომავლისთვის ბრძოლაში უკრაინის მხარდაჭერისთვის. ,,ლენდ-ლიზის” შესახებ კანონის ხელმოწერა ისტორიული ნაბიჯია. დარწმუნებული ვარ, ისევ ერთად გავიმარჯვებთ და ჩვენ, დავიცავთ დემოკრატიას უკრაინაში და ...


В аэропорту Внуково задержали находившегося в розыске уроженца Башкирии

Участок БКЛ метро временно закроют с 22 июня

Режиссер Грамматиков назвал преимущество Москвы перед Нью-Йорком

Ракова: в Москве в мае не было случаев штамма коронавируса FLiRT



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Ракова: в Москве в мае не было случаев штамма коронавируса FLiRT

Магистральный тягач будущего MAZ-X представили в Москве. Три мотора, 844 л.с., запас хода 3000 км и единственное кресло

«Желтый» уровень продлили Московском регионе из-за высокой пожароопасности

Реки Московской области готовы к началу купального сезона

Музыкальные новости

Авторский вечер Эдварда Радзинского из цикла «Встречаясь с тайнами истории» в «Колизей – Арене»

Группа Продовольствие стала победителем конкурса «Экспортер года Алтайского края» по итогам деятельности предприятий за 2023 г.

«Сурганова и Оркестр» приглашают на Летник на Флагшток

ЦСКА разорвал дистанцию // Армейцы увеличили преимущество в финальной серии Единой лиги ВТБ

Новости России

Известный синоптик предупредил: аномалии накроют сразу несколько регионов России

Ракова: в Москве в мае не было случаев штамма коронавируса FLiRT

Реки Московской области готовы к началу купального сезона

Источник 360.ru: по реке Сетунь продолжил течь мазут

Экология в России и мире

Аделина Панина: какие элементы фэншуй должны быть на кухне, чтобы есть и худеть

Генералов много, а Норат Тер-Григорьянц один!

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

С чем носить брюки палаццо: примеры образов

Спорт в России и мире

"Ролан Гаррос" стартовал в Париже

Надаль пропустит Уимблдон из-за желания сыграть на Олимпиаде

Надежда Петрова высказалась о перспективах Арины Соболенко снова возглавить рейтинг WTA

Медведев пошутил о том, что часто проводит ночные матчи на турнирах «Большого шлема»

Moscow.media

Осень в деревне....

Летнее нижегородское утро.

Рождественское утро...

Hybrid вышла на рынок Мексики







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *