Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Июль
2022

Новости за 13.07.2022

News.ge 

ოქიტაშვილი: დაიმახსოვრეთ, მანქურთებო, დათო ოქიტაშვილმა იცის რას, რატომ და რა ვითარებაში აკეთებს ან არ აკეთებს, თქვენგან განსხვავებით

კულტურის პალატის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება მაქსიმ გალკინის კონცერტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას: “დაირხა ხმა და მოჰყვა ერთი ამბავი. მირეკავენ და ჯვარედინ დაკითხვას მიწყობენ. პირდაპირ ვამბობ, გალკინი საქართველოში მე არ ჩამომყავს! მიუხედავად ალლა პუგაჩოვასთან ჩემი მეგობრობისა, გალკინის ჩამოსვლა არ უკავშირდება დათო ოქიტაშვილის სახელს, არც პირდაპირ, არც ირიბად. დაიმახსოვრეთ, მანქურთებო, დათო ოქიტაშვილმა იცის რას, რატომ და რა ვითარებაში ...

News.ge 

ირაკლი კობახიძე: …თუმცა არავითარი მატერიალური პრივილეგიები კანდიდატის სტატუსს არ მოაქვს

„ბუნებრივია, კანდიდატის სტატუსი პოლიტიკურად მნიშვნელოვანია, თუმცა საინტერესოა, რომ არავითარი მატერიალური პრივილეგიები კანდიდატის სტატუსს არ მოაქვს. აქედან გამომდინარე, კანდიდატის სტატუსის მიღების დროს არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს,“ – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, კანდიდატი, პოტენციური კანდიდატი და ასოცირებული ქვეყნები ევროკავშირისგან ზუსტად იგივე მატერიალურ სარგებელს იღებენ. კობახიძემ კომენტარი ევროკომისიის მიერ ...

News.ge 

დათო მაღრაძე: ორი სიტყვით მინდა გამოვეხმაურო სხვისი ნაცოდვილარის ჩემად გასაღების ამაო მცდელობას

პოეტი დათო მაღრაძე აცხადებს, რომ გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ლექსი, რაც „სხვისი ნაცოდვილარის მისად გასაღების მცდელობაა“. „ორი სიტყვით მინდა გამოვეხმაურო სხვისი ნაცოდვილარის ჩემად გასაღების ამაო მცდელობას და ზოგადად, ჩემს გარშემო ატეხილ ინტერნეტაჟიოტაჟს. პირველ ყოვლისა, მინდა მადლობა ვუთხრა სიხარულით აღტყინებულ მომწერლო ელემენტებს და მათ ფანებს ჩემი დიდი და გაუთვალისწინებელი აღიარებისათვის, რაც მათ მიერ ჩემი მისამართით ქვის ...

News.ge 

ნინო ნინიძე: არის ინ­სტინ­ქტე­ბი, სურ­ვი­ლე­ბი, რა­ღაც ემო­ცი­უ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბი… მაგ­რამ…

რუ­სუ­ლი მე­დია რუ­სულ-ქარ­თულ წყვილ­ზე წერს, რო­მე­ლიც ომმა და­შა­ლა. მაქს ვი­ტორ­გან­სა და ნინო ნი­ნი­ძის “ლავ­სთო­რი­ზე“ არა­ერ­თი სტა­ტია დავ­წე­რეთ, ისი­ნი ომმა გა­ყა­რა, რად­გან უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის შემ­დეგ ცნო­ბილ­მა რუს­მა მსა­ხი­ობ­მა ქვე­ყა­ნა და­ტო­ვა და სა­ცხოვ­რებ­ლად ის­რა­ელ­ში გა­და­ვი­და. ნინო ნი­ნი­ძე კი, რო­მე­ლიც რუ­სეთ­ში ასე­ვე წარ­მა­ტე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბია, მოს­კოვ­ში დარ­ჩა. მაქს ვი­ტორ­გა­ნი ქსე­ნია სობ­ჩა­კის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლეა. მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის სწო­რედ... Читать дальше...

News.ge 

სასამართლომ რუს ოპოზიციონერს, ილია იაშინს, რუსეთის არმიის შესახებ “ყალბი ინფორმაციის” გავრცელებასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა

მოსკოვის სასამართლომ რუს ოპოზიციონერს, ილია იაშინს, რუსეთის არმიის შესახებ “ყალბი ინფორმაციის” გავრცელებასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ოპოზიციონერი აღნიშნულს პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეს უწოდებს. „ნუ გეშინიათ ამ ნაძირალების! რუსეთი თავისუფალი იქნება!”, – დაიყვირა იაშინმა სასამართლო დარბაზში, მას შემდეგ, რაც მოსამართლემ მას 12 სექტემბრამდე პატიმრობა განუსაზღვრა. იაშინი მოსკოვის საქალაქო საბჭოს წევრი და კრემლის კრიტიკოსის ალექსეი ნავალნის მოკავშირეა. ...

News.ge 

თურქეთი: რუსეთს, უკრაინას, თურქეთსა და გაეროს ოფიციალურ პირებს შორის მოლაპარაკებების შედეგად მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმება იქნა მიღწეული

რუსეთს, უკრაინას, თურქეთსა და გაეროს ოფიციალურ პირებს შორის მოლაპარაკებების შედეგად მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმება იქნა მიღწეული. როგორც მედია წერს, საუბარია მილიონობით ტონა უკრაინულ მარცვლეულზე, რომელიც რუსეთის საზღვაო ბლოკადის ფონზე, შავი ზღვის პორტებშია ჩარჩენილი. თურქეთის თავდაცვის მინისტრის ჰულუსი აკარმას განცხადებით, მოლაპარაკებების შედეგად, მარშრუტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საკოორდინაციო ცენტრის შექმნაზე შეთანხმება იქნა მიღწეული. მისივე თქმით, შეთანხმებას ხელი მომავალ კვირას მოეწერება... Читать дальше...

News.ge 

რამდენ დღეშია შესაძლებელი მთვარის გარშემო მოგზაურობა

პირველი ადამიანი, ვინც მთვარეზე ფეხი დადგა, აპოლო 11-ის ასტრონავტი ნილ არმსტრონგი იყო. მან ზედაპირზე სულ 21 საათი და 36 წუთი გაატარა. ყოველი მომდევნო მისიით, აპოლოს ასტრონავტების მიერ მთვარეზე გატარებული დრო უფრო და უფრო იზრდებოდა, ბოლო ვიზიტი კი რეკორდულ 22 საათს გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში, Apollo 17-ის ასტრონავტი ევგენი სერნანი სამჯერ გაფრინდა მთვარეზე, მაგრამ როგორც ყველა ...

News.ge 

შეშლილი მსოფლიო – უცნაური და დაუჯერებელი ფაქტები

დედამიწაზე უამრავი უჩვეულო და ამავდროულად საინტერესო ფაქტი თუ მოვლენა ხდება, რომელთა შესახებაც, შესაძლოა, არაფერი ვიცოდეთ. იმ გარემოს უკეთ შესაცნობად, სადაც ვცხოვრობთ, მნიშვნელოვანია, უფრო მეტი ინფორმაცია გვქონდეს ირგვლივ არსებულ რეალობაზე. იხილეთ ფაქტები: ზარმაცას უფრო დიდხანს შეუძლია სუნთქვის შეკავება, ვიდრე დელფინს. გულისცემის შენელებით, ზარმაცები სუნთქვას 40 წუთამდე იკავებენ, დელფინებს კი დაახლოებით ათი წუთის შემდეგ ჰაერი სჭირდებათ. პირველი ...

News.ge 

დიდ ბრიტანეთში უძველესი რომაული მონეტები აღმოაჩინეს

გაერთიანებულ სამეფოში სასოფლო-სამეურნეო მიწების ქვეშ დამარხული ოქროს მონეტების საცავი აღმოაჩინეს, რამაც ექსპერტების ყურადღება მიიპყრო. მათ ეს საგანძური რომის იმპერიას დაუკავშირეს. ჯერჯერობით, ლითონის დეტექტორებმა აღმოაჩინეს 11 მონეტა კულტივირებული მინდვრის შორეულ მონაკვეთზე, რომელიც მდებარეობს ნორფოლკში, სოფლის საგრაფოში, ინგლისის აღმოსავლეთ სანაპიროსთან ახლოს, და მკვლევარები იმედოვნებენ, რომ მომავალში უფრო მეტის პოვნასაც შეძლებენ. დენიზ პაიმ, ადგილობრივმა მეტალის ექსპერტმა, 2017 წელს ...

News.ge 

ყაველაშვილი: გაფუჭებული პოლიტიკოსების კრებულია „ნაციონალური მოძრაობა“

გაფუჭებული პოლიტიკოსების კრებულია „ნაციონალური მოძრაობა“. გაფუჭებული და ჯანსაღი ხილი, სადაც მოხვდება ერთად, შეუძლებელია, სიჯანსაღე შეინარჩუნოს. ასე არიან პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ცდილობენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად შექმნან პოლიტიკური დღის წესრიგი. კიდევ ერთხელ, ვიმეორებ – ეს არის გაფუჭებული პოლიტიკოსების კრებული,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს. როგორც მან განაცხადა, მისი მოწოდება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის ...

News.ge 

ვაშაძე: ძალიან ვწუხვარ, რომ ძალით დაყრუებულ “ქართულ ოცნებას” დასჭირდა მისი მამა-მარჩენალის სახელისა და გვარის ხსენება ევროპარლამენტში

ძალიან ვწუხვარ, რომ ძალით დაყრუებულ “ქართულ ოცნებას” დასჭირდა მისი მამა-მარჩენალის სახელისა და გვარის ხსენება ევროპარლამენტში, ახლა მაინტერესებს, ეს სახელი და გვარი რომ გაიგეს, რა თქვეს, კიდევ არ გვესმისო?!- ასე ეხმიანება “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ჟურნალისტებთან ევროპარლამენტში დეოლიგარქიაზაციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს. მისი თქმით, ოპოზიციამ ერთიანობით უნდა განაგრძოს მოქმედება. “საქმე მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ უპრეცედენტო ერთიანობით უნდა გავაგრძელოთ მოქმედება... Читать дальше...

News.ge 

კუბილიუსი: ოლიგარქი არის პირი, რომელსაც აქვს ბევრი ფული, დატყვევებული ჰყავს სახელმწიფო – ერთადერთი ასეთი პიროვნება საქართველოში არის და ჩვენ ვიცით მისი სახელი, ბიძინა ივანიშვილი

ისე ჩანს, რომ საქართველოს მთავრობაში, მმართველ პარტიაში არ ესმით, ან, თავს ისე აჩვენებენ, რომ არ ესმით, რას გულისხმობს ევროკომისიის 12 პუნქტი, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე მომზადებულ ყოველწლიური ანგარიშის პროექტი წარადგინეს. „მაგალითად, პირველი პუნქტი, რომელიც მოუწოდებს საქართველოს პოლიტიკურ საზოგადოებას მოახდინონ პოლიტიკური ვითარების დეპოლარიზაცია და იმოქმედონ შარლ მიშელის შეთანხმების შესაბამისად. Читать дальше...

News.ge 

მოვუწოდებ ევროპარლამენტის წევრებს, ნუ იქნებიან პოლარიზაციის წამქეზებლები – ნაცვლად იმისა, რომ ხელი შეუწყონ ოპოზიციის რადიკალურ დღის წესრიგს, ჩახედონ რეკომენდაციას, რომელიც შეეხება დეპოლარიზაციას

ყველა, ვინც ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი, შეურაცხყოფას აყენებს ქართულ დემოკრატიას, მათ შორის, ასეთი განცხადებებით. ეს არის სწორედ რადიკალური დღის წესრიგის ხელშეწყობა, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს განცხადებას, რომ „დეოლიგარქიზაცია დებიძინიზაციას, ან დეივანიშვილიზაციას ნიშნავს“. პაპუაშვილის განმარტებით, „ქართულმა ოცნებამ“ ნაბიჯი უკვე გადადგა იმისთვის, რომ რიტორიკა შერბილდეს. „კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ ...

News.ge 

იაგო ხვიჩია: ჩემი ხელმოწერა რიგგარეშე სხდომის მოთხოვნაზე არ იქნება

ჩემი ხელმოწერა რიგგარეშე სხდომის მოთხოვნაზე დოკუმენტს არ ექნება, მიმაჩნია, რომ ჯერ ოპოზიცია მზად არ არის ასეთი სხდომისთვის,- ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სხდომის მოწვევამდე დიალოგი და შეთანხმებაა საჭირო. “ჯერ ბევრ რამეზეა სამუშაო და ბევრი კონსენსუსია მისაღები იმაზე, თუ რას ვაკეთებთ ამ სხდომაზე. ოპოზიცია, რომელმაც ჯერ თვითონ არ იცის, რა უნდა, ...

News.ge 

ევროპარლამენტში საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიში წარადგინეს, რომელშიც მთელი რიგი მიმართულებით რეფორმების გატარების აუცილებლობაზეა საუბარ

დოკუმენტი მიესალმება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და იმეორებს, რომ სტატუსის მინიჭებისათვის საქართველომ წარმატებით უნდა შეასრულოს ის ძირითადი პრიორიტეტები, რომლებიც მითითებულია კომისიის მიერ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების განაცხადის შესახებ დასკვნაში, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა განაცხადა, რომელმაც დღეს ევროპარლამენტში საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე მომზადებული ყოველწლიური ანგარიშის პროექტი წარადგინა. Читать дальше...

News.ge 

მიხეილ სარჯველაძე: არასამთავრობო სექტორისთვის კარი ღიაა, თუმცა ჩამოყალიბდნენ – სამუშაო პროცესში ჩართვა არათავსებადია ტექნიკური მთავრობის შექმნის მოთხოვნასთან

არასამთავრობო სექტორისთვის კარი ღიაა, თუმცა ჩამოყალიბდნენ – მათი მოთხოვნა (პროცესში ჩართვასთან დაკავშირებით) არათავსებადია იმ მოთხოვნებთან, რომელიც ტექნიკური მთავრობის შექმნას გულისხმობს და რომლისთვისაც აქციაზე ცდილობდნენ მხარი დაეჭირათ, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც საია-ს პოზიციას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ მზადაა, ევროკავშირის მოთხოვნების შესასრულებლად სასამართლო რეფორმაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში ჩაერთოს. სარჯველაძე... Читать дальше...

News.ge 

ალუდა ღუდუშაური: რიგგარეშე სხდომა იქნება საცირკო წარმოდგენა – ჩვენ მოსახლეობისთვის ცირკის უფასო ბილეთების დარიგებას არ ვაპირებთ

რიგგარეშე სხდომაზე არაფერი სამუშაო პროცესი არ იქნება წარმართული, ეს იქნება საცირკო წარმოდგენა – ჩვენ მოსახლეობისთვის ცირკის უფასო ბილეთების დარიგებას არ ვაპირებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, რიგგარეშე სხდომის მოწვევის აუცილებლობა არ არსებობს და ოპოზიცია „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ პროცესში უნდა ჩაერთოს, რომელიც ევროკავშირის პირობების დასაკმაყოფილებლად წამოიწყეს. „ჩვენ ვაპირებთ სამუშაო წარვმართოთ იმდაგვარად, ...

News.ge 

ნუგზარ წიკლაური: ანტიევროპული ხელისუფლება არ აპირებს ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებას

ანტიევროპული ხელისუფლება არ აპირებს ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებას და ანადგურებს საქართველოს ეროვნულ პერსპექტივას, მიუხედავად იმისა, რომ ევროპული ოჯახის კარი არასდროს არ ყოფილა ასე ახლოს ჩვენი ქვეყნისათვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც წიკლაურმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან ბოლო დღეებში ანტიდასავლურ, ორგანიზებულ კამპანიას ვხედავთ, რომლის ერთადერთი მიზანია ივანიშვილის დაცვა ...

News.ge 

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით ვოლტი ახალ B2B სერვისს -Wolt Drive-ს ნერგავს

13 ივლისი, 2022- საქართველოს ბანკთან პარტნიორობით Wolt-ი ონლაინ მაღაზიებისთვის ახალ B2B სერვისს – Wolt Drive-ს ნერგავს.Wolt Drive-ის მეშვეობით ნებისმიერ ონლაინ სავაჭრო ობიექტს შეუძლია მომხმარებელს შეკვეთის მიტანა 30 წუთში შესთავაზოს. სერვისის გამოყენება შესაძლებელია როგორც API-ს ან ელ- კომერციის პლატფორმის სრული ინტეგრაციით, ასევე მყისიერად, ყოველგვარი ინტეგრაციის გარეშე, Wolt Drive-ის ვებ პორტალის საშუალებით. Wolt Drive-ის პორტალის მეშვეობით უკვე ...

News.ge 

ვოლოდიმირ ზელენსკი: მტერს ამ დრომდე არ აქვს გამბედაობა, აღიაროს დამარცხება და წავიდეს უკრაინული მიწიდან

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელი მებრძოლების წარმატებისა და რუსული დანაკარგების მიუხედავად, მტერს ამ დრომდე არ აქვს გამბედაობა, აღიაროს დამარცხება და წავიდეს უკრაინული მიწიდან. ამის შესახებ ქვეყნის პირველმა პირმა ვიდეომიმართვაში ისაუბრა. „რუსეთის ფედერაციამ უკვე კარგად იგრძნო რას ნიშნავს თანამედროვე არტილერია და მათ არ ექნებათ უსაფრთხო ზურგი არსად ჩვენს მიწაზე, რომლის ოკუპაციაც მოახდინეს. მათ იგრძნეს, რომ ჩვენი ...

News.ge 

სპეცოპერაციამდე ვარშავაში ქართველი “კანონიერი ქურდები” ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ – გადმოსცემენ თუ არა საქართველოს ლავასოღლის ახლო გარემოცვის 4 წევრს

ქართულ კრიმინალურ ავტორიტეტებს პოლონეთის პოლიციამ კარგად ორგანიზებული საგანგებო შეკრება ჩაუშალა. ვარშავაში ე.წ. “ობშიაკის” გასაყოფად ჩასული ქართველი “კანონიერი ქურდები” სპეცდანიშნულების რაზმის ხაფანგში მოჰყვნენ, თუმცა მათმა უმეტესობამ გაქცევა მაინც მოახერხა. პოლონეთის დედაქალაქში მასშტაბური ქურდული შეკრებისთვის ვარშავაში 35 ქართველი კანონიერი ქურდი ჩავიდა. გავლენიანი ავტორიტეტების კონცენტრაცია პოლონელი სამართალდამცველების ყურადღების ცენტრში მოექცა. სპეცოპერაციის დაწყებამდე შეკრების მონაწილეთა უმრავლესობამ გაქცევა მოახერხა... Читать дальше...

News.ge 

“ლოგიკას ვხედავ იმაში, რომ ოპოზიციას უნდა აწყობდეს არეულობა – წყნარი არჩევნების პირობებში საჭირო ხმებს ვერ აგროვებენ”

ოპო­ზი­ცია წყნა­რი არ­ჩევ­ნე­ბის პი­რო­ბებ­ში სა­ჭი­რო ხმებს ვერ აგ­რო­ვებს – ლო­გი­კას ვხე­დავ იმა­ში, რომ ოპო­ზი­ცი­ას უნდა აწყობ­დეს არე­უ­ლო­ბა, – ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტო­ლოგ­მა რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, ვინც დღეს ოპო­ზი­ცი­ა­შია, 2003 წელ­საც ოპო­ზი­ცი­ა­ში იყო და მა­შინ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი გზით მო­ვიდ­ნენ, ამი­ტომ გა­საკ­ვი­რი არ იქ­ნე­ბა “ანა­ლო­გი­უ­რი სცე­ნა­რი თავ­ში რომ გა­ივ­ლოს ოპო­ზი­ცი­ამ“. “ოპო­ზი­ცია წყნა­რი არ­ჩევ­ნე­ბის პი­რო­ბებ­ში სა­ჭი­რო... Читать дальше...

News.ge 

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ვითარება დონბასში არ მსუბუქდება და დანაკარგები არ იკლებს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ვითარება დონბასში არ მსუბუქდება და დანაკარგები არ იკლებს. ამის შესახებ მან გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. მისივე თქმით, დონბასში არ წყდება ოკუპანტების მხრიდან შეტევის განხორციელების მცდელობა. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზოგიერთი უკრაინული ქალაქის დაბომბვა რუსი სამხედროების მიერ არცერთი დღით არ წყდება. „დღეს განხორციელდა მორიგი დარტყმები მიკოლაევზე რაკეტებით, არტილერიით. ოკუპანტები კვლა ურტყამდნენ ხარკოვს და ...


Ольга Тимофеева: «Экологическая повестка волнует ...

"Вечерняя Москва": наследство Заворотнюк поделят на до и после брака

Пассажира сняли с рейса Москва – Новосибирск за дебош

Более 80 трансформаторных подстанций отремонтировали в Чехове с начала года



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Скейт-парк построят в Лобне до конца июля

Spiegel: пропал осужденный в России немецкий бизнесмен Ральф Новак

Философ Беликов представил 10 тезисов о национальной политике

Мигранта-транссексуала выдворили из России за пропаганду ЛГБТ

Музыкальные новости

Устойчивая энергия: в России состоялось первое углеродно-нейтральное соревнование по киберспорту

Бизнес в объективе. На столичных вокзалах открылась мультимедийная выставка

Два дня, наполненных театром, музыкой, книгами и наукой, — в Парке Горького во 2-й раз прошел Московский детский фестиваль искусств «НЕБО»

Ролан Гаррос. Расписание 2 июня. Потапова и Швентек сыграют первым запуском, Синнер – последним

Новости России

CASE-IN в Москве: ЯТЭК открывает путь молодым талантам в нефтегазовой индустрии

Ольга Тимофеева: «Экологическая повестка волнует ...

Более 80 трансформаторных подстанций отремонтировали в Чехове с начала года

"Вечерняя Москва": наследство Заворотнюк поделят на до и после брака

Экология в России и мире

Тысячи активистов разгромили офис Socar в Стамбуле, обвинив «Азербайджан» в поддержке геноцидальной политики Израиля в Палестине

Chanel Resort 2025

Вкусно и полезно: лучшие сезонные фрукты и ягоды, которые стоит включить в рацион летом, чтобы получить витаминный заряд

Работник СЛД «Чита» филиала «Забайкальский» ООО «ЛокоТех-Сервис» принял участие в экологической акции по очистке берега и дна озера Кенон

Спорт в России и мире

Джокович — о травме: На данный момент, вроде все нормально, но я не знаю, что будет утром

Ролан Гаррос. Расписание 2 июня. Потапова и Швентек сыграют первым запуском, Синнер – последним

Мирра Андреева обыграла представительницу Франции Грачеву на "Ролан Гаррос"

Осталась в одиночестве: Андреева победила Грачёву и вышла в четвертьфинал «Ролан Гаррос», Медведева остановил де Минор

Moscow.media

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Свыше 5,2 миллиона жителей Московского региона получают набор социальных услуг в натуральном виде

РОССИЮ ОЖИДАЕТ ПЛЮС 50 ГРАДУСОВ: КАКИМ ГОРОДАМ ЖДАТЬ АНОМАЛЬНУЮ ЖАРУ

На орловской трассе столкнулись микроавтобус «УАЗ» и тягач «Scania», груженный дисками вагонных колес

Победитель фирменной игры «Авторадио» получил ключи от Oting Паладин







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *