Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Март
2023

Новости за 04.03.2023

News.ge 

უკრაინული მხარე: რუსებს ბახმუტზე კონტროლი არ დაუმყარებიათ. მტერი წარუმატებლად ცდილობს ქალაქის ალყაში მოქცევას

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, მტერი წარუმატებლად ცდილობს, ალყაში მოაქციოს ქალაქი ბახმუტი, რომელსაც რუსები აქტიურად უტევენ. „მოწინააღმდეგე წარუმატებლად ცდილობს ქალაქ ბახმუტის ალყაში მოქცევას. ჩვენმა მებრძოლებმა დღის განმავლობაში მრავალი იერიში მოიგერიეს დონეცკის ოლქის მიმართულებით“, – აცხადებენ გენშტაბში. ბახმუტში არსებულ ვითარებაზე ვრცლად ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა. მისი განმარტებით, ბახმუტის ქუჩებში ახლა მძიმე... Читать дальше...

News.ge 

ევგენი პრიგოჟინი: ახლა „ვაგნერი“ ბახმუტიდან რომ გავიდეს, რუსეთის მთელი ფრონტი ჩამოიშლება

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ოლიგარქის, ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, მისი მებრძოლები უკრაინელების მთელ ზეწოლას საკუთარ თავზე იღებენ და რუსეთის არმიას კი მხოლოდ ის ევალება, როგორღაც მიჰყვნენ მათ. „კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ ცემენტივითაა – უკრაინის მთელს არმიას ჩვენკენ ვექაჩებით, ვუმკლავდებით და წინ მივიწევთ. დანარჩენებმა კი როგორმე უნდა აგვიწყონ ფეხი“, – ამბობს პრიგოჟინი. მისივე თქმით, ახლა ...

News.ge 

ოლენა ზელენსკა: რუსი სამხედროების მხრიდან სექსუალური ძალადობის 171 შემთხვევაა დაფიქსირებული, დაზარალებულთა შორის 39 მამაკაცი და 13 არასრულწლოვანია

რუსი სამხედროების მხრიდან სექსუალური ძალადობის 171 შემთხვევა არის დაფიქსირებული. ამის შესახებ უკრაინის პირველმა ლედიმ ოლენაზელენსკამ ლვოვში გამართულ კონფერენციაზეგანაცხადა. „ამ ციფრს მიღმა არა მხოლოდ ქალებია – დაზარალებულთა შორის 39 მამაკაცია. 13 არასრულწლოვანი, მათ შორის ბიჭი. ამ შემთხვევების შესახებ მხოლოდ იმიტომ ვიცით, რომ ამ ხალხმა საუბრის ძალა აღმოაჩინა საკუთარ თავში. რამდენი იტანჯება სიჩუმეში, განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე – არ ...

News.ge 

გია ვოლსკი: ლევან იოსელიანს აქვს რესურსი გახდეს სახალხო დამცველი თუ ის დაძლევს პოლიტიკურ წარსულს, საიდანაც მოდის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის განცხადებით, ლევან იოსელიანს აქვს რესურსი გახდეს სახალხო დამცველი თუ ის დაძლევს პოლიტიკურ წარსულს, საიდანაც ის მოდის. გია ვოლსკის განცხადებით, ასეთ შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობა დაუჭერს იოსელიანს მხარს, თუ იქამდე სახალხო დამცველობის უკეთესი კანდიდატი წარმოდგენილი არ იქნება. „იდეალური გადაწყვეტილების ძებნაში შეიძლება დიდი დრო გავიდეს და სახალხო დამცველის ინსტიტუტი საკმაოდ სერიოზულად დაზიანდეს. ვფიქრობ, რომ ახალი ვერსიაა ...

News.ge 

“ჩვენ, საქართველოს ახალგაზრდა ელჩები 2014-2022 წლებში, წუხილს გამოვთქვამთ საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით”

ჩვენ, საქართველოს ახალგაზრდა ელჩები 2014-2022 წლებში, წუხილს გამოვთქვამთ საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივით საფრთხე ემუქრება საქართველოს ინტერესებსა და ევროპულ კურსს, რომელიც ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციითაა განსაზღვრული. თითოეული ჩვენგანის საქმიანობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, წლების განმავლობაში, ნაკარნახევი იყო ჩვენი ქვეყნის სიყვარულით და სურვილით, რომ საქართველო, როგორც დემოკრატიული ქვეყანა,... Читать дальше...

News.ge 

დათო ტურაშვილი: კალაძე რასაც ამბობს, მაგაზე საშიში არაფერი მომისმენია. არც ერთ ხელისუფლებას არ უთქვამს თავისი მოქალაქეებისთვის … (ვიდეო)

“კალაძე რასაც ამბობს, მაგაზე საშიში არაფერი მომისმენია. არც ერთ ხელისუფლებას არ უთქვამს თავისი მოქალაქეებისთვის, აქ მე ვიქნები კარგად და თქვენ გაეთრიეთო. არ დაუჯეროთ კალაძეს! ეს ჩვენი სამშობლოა, არ დატოვოთ!” — დათო ტურაშვილი ორი დღის წინ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ თუ მოქალაქეებს ევროპაში წასვლა სურთ, ამაში ხელი არ უნდა შევუშალოთ.

News.ge 

აქციაზე დაკავებული სტუდენტი მოსამართლემ 2 300 ლარით დააჯარიმა

2 მარტს გამართულ აქციაზე დაკავებული სტუდენტი, საბა მეურნიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 2 300 ლარით დააჯარიმა. მეურნიშვილს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდნენ, რაც მოსამართლემ გაიზიარა. 2 მარტს, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ  აქციაზე სამართალდამცველებმა 36 ადამიანი, მათ შორის 2 ჟურნალისტი დააკავეს, რომლებიც მოგვიანებით ხელწერილით გაათავისუფლეს. ხელწერილით გაათავისუფლეს იზოლატორიდან დღეს კიდევ 7 აქტივისტი, რომელთა სასამართლო ...

News.ge 

თბი­ლის­ში სა­სუ­ლი­ე­რო პირი დაჭ­რეს

თბი­ლის­ში სა­სუ­ლი­ე­რო პირი დაჭ­რეს. შემ­თხვე­ვა დღეს დი­ლით, ნუ­ცუ­ბი­ძის მე-4 მიკ­რო რა­ი­ონ­ში მოხ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­სუ­ლი­ე­რო პირს ერთი ადა­მი­ა­ნი ეკ­ლე­სი­ას­თან დახ­ვდა და და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა. სა­სუ­ლი­ე­რო პირი მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის გამო კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. დამ­ნა­შა­ვე პო­ლი­ცი­ას სა­ვა­რა­უ­დოდ, იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ჰყავს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვს.

News.ge 

გია ვოლსკი: კანონში არავითარი ხელშემშლელი, შემზღუდავი ბარიერები და ნორმები გათვალისწინებული არ არის

კანონში, არავითარი ხელშემშლელი, შემზღუდავი ბარიერები და ნორმები გათვალისწინებული არ არის, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკაში“ „აგენტების ამერიკულ კანონზე“ საუბრისას განაცხადა. „არსებობს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია ევროპის საბჭოსი, რომელიც რეკომენდაციას აძლევს ქვეყანას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ თავისი შემოსავალი წყარო გამოაქვეყნოს და ის მიმართულებები, რომელშიც ის ამას ხარჯავს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ ქვეყნის სახეს, ...

News.ge 

შალვა ბერიანიძე: თუ ამ პოსტს ვინმე კითხულობს…

„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის მიღებით საქართველო კიდევ უფრო დაშროდება ევროპულ და ცივილიზებულ სამყაროს. თანამედროვე სამყაროს ტრენდია, რომ ვირტუალურ სივრცეში მომხმარებლების უმრავლესობა დიდი მოცულობის ტექსტებს აღარ კითხულობს. მეტიც, 15 წამზე დიდხანს თუ ვინმემ გისმინა, მადლობა უნდა თქვა. შესაბამისად, სოციალურმა ქსელებმა, რამდენადაც გადაჯაჭვა გლობალიზაციის პრინციპით სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები, იმდენადვე შეამცირა ახსა-განმარტებისა და დისკუსია/დებატების ფუფუნება ერთმანეთთან. შესამჩნევია... Читать дальше...

News.ge 

საუნივერსიტეტო საზოგადოების მიმართვა: ეს კანონი სიცოცხლისუნარიანობას წაართმევს ჩვენს დაწესებულებებს

საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური პერსონალი, მკვლევრები, უმაღლესი განათლების ადმინისტრატორები და სტუდენტები “აგენტების” შესახებ კანონპროექტებს აკრიტიკებენ. Manifest.ge-ზე გამოქვეყნებული პეტიციის ავტორების თქმით, რომელიმე მათგანის კანონად ქცევის შემთხვევაში, ძალაუფლება შეიძენს საზოგადოებაზე ბატონობის პოტენციურად ტოტალიტარულ ინსტრუმენტებს. პეტიციის სათაურია “საუნივერსიტეტო საზოგადოების უარი თავისუფლების, ცოდნის და მომავლის კონტროლს”, ადრესატები კი პარლამენტი და მთავრობა არიან, ისევე როგორც, საქართველოს საზოგადოება. Читать дальше...

News.ge 

შემზარავი შემთხვევა იმერეთში – მეშვიდე კლასელმა მოსწავლემ ბავშვი გააჩინა

იმე­რე­თის ერთ-ერთი სო­ფელ­ში მეშ­ვი­დე კლა­სელ­მა მოს­წავ­ლემ ბავ­შვი გა­ა­ჩი­ნა. შემ­ზა­რა­ვი ამ­ბის დე­ტა­ლებს “ნო­დარ მე­ლა­ძის შა­ბა­თი” აა­ნონ­სებს. რო­გორც ირ­კვე­ვა, მოს­წავ­ლემ ახალ­შო­ბი­ლი სა­პირ­ფა­რე­შო­ში ჩა­აგ­დო, რის შემ­დე­გაც ბავ­შვი მის­მა ოჯა­ხის წევ­რებ­მა ამო­იყ­ვა­ნეს. თუმ­ცა არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­და­ბა­დე­ბუ­ლის გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. ასე­ვე ტე­ლე­კომ­პა­ნია აქ­ვეყ­ნებს მო­ზარ­დის ჩვე­ნე­ბას, სა­დაც ის ჰყვე­ბა, რომ 11 წლის ასა­კი­დან მე­ზო­ბე­ლი და ბი­ძაშ­ვი­ლი ერ­თად აუ­პა­ტი­უ­რებ­დნენ. Читать дальше...

News.ge 

ამირან გამყრელიძე ე.წ. აგენტების კანონზე: ამ ტიპის დისკუსიების და ამ ტიპის რეგულაციების შემოღების დრო არ ქვეყანაში არ გახლავთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორის ამირან გამყრელიძე PIA.GE-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ახლა ქვეყანაში არ არის დასავლეთიდან შემომავალი ფინანსური თუ ინტელექტუალური მხარდაჭერის შემაფერხებელი რეგულაციების მიღების დრო. „იმ წლების განმავლობაში, რაც მე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი გახლდით და ეს გრძელდება და კიდევ უფრო ვითარდება, დაავადებათა კონტროლის ცენტრი გახლავთ ერთ-ერთი დიდი მიმღები საერთაშორისო პროექტების. არის ეს, ძირითადად, სამეცნიერო ...

News.ge 

ლალი მოროშკინა: … ე.წ.ენჯეოებთან ბრძოლა ვიცი მე ხის ჯვრით და ნივრის აცმით კისერზე

“ბნელ ძალებთან, მაქციებთან, ალქაჯებთან, ჭინკებთან, შეპყრობილებთან და ე.წ.ენჯეოებთან ბრძოლა ვიცი მე ხის ჯვრით და ნივრის აცმით კისერზე ხოდა ზუსტად 13.00 ალტ-ინფოზე”,  – წერს ჟურნალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში.

News.ge 

ზაპოროჟიეს ოკუპირებული ნაწილის დედაქალაქად მელიტოპოლი გამოცხადდა

ზაპოროჟიეს ოკუპირებული ნაწილის „ადმინისტრაციამ“ ოლქის ტერიტორია 16 ადმინისტრაციულ ერთეულად დაყო და დედაქალაქად მელიტოპოლი გამოაცხადა. შესაბამის განკარგულებას ხელს ევგენი ბალიცკი აწერს, რომელიც დროებით ოკუპირებული ადმინისტრაციის ხელმძღვანელია. დოკუმენტის მიხედვით, რეგიონში ჩამოყალიბდა 13 რაიონი და ყველა ოლქის ქალაქების, ბერდიანსკისა და ენერგოდარის საზღვრები 1991 წლის 16 სექტემბრის, უკრაინის სსრ ადმინისტრაციული საზღვრების შესაბამისად დადგინდა. ცნობისთვის, ოკუპირებული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ევგენი... Читать дальше...

News.ge 

ევროპარლამენტის წევრი ტეის როიტენი: პარლამენტმა უნდა გააუქმოს რუსული სტილის კანონპროექტი უცხოელი აგენტების შესახებ – საქართველო ევროპაა

ევროპარლამენტის წევრი, ტეის როიტენი უცხოელი აგენტების შესახებ საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტებს რუსული სტილის კანონპროექტებს უწოდებს და აცხადებს, რომ პარლამენტმა ისინი უნდა გააუქმოს. „საქართველოს ხელმძღვანელობა დიდ რისკს ქვეშ აყენებს ევროპულ მომავალს, რომელსაც მისი ხალხი ითხოვს. არჩევანი მარტივია. პარლამენტმა უნდა გააუქმოს რუსული სტილის კანონპროექტი უცხოელი აგენტების შესახებ და, სანაცვლოდ, სერიოზულ პროგრესს მიაღწიოს ევროკავშირის კანდიდატობისკენ. საქართველო ევროპაა“, – წერს ...

News.ge 

ინალ არძინბა: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენს თავზე საბრძოლო დრონებმა არ იფრინოს

„ჩვენს თავზე საბრძოლო დრონებმა არ უნდა იფრინოს, როგორც ეს ყარაბაღში ხდება“. ამის შესახებ სოხუმის მთავრობის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა. ინფორმაციას Apsadgil.info ავრცელებს. არძინბას თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ეს არ მოხდეს და ამისთვის ოკუპირებულმა აფხაზეთმა თავისი უსაფრთხოება უნდა გააძლიეროს. არძინბამ ბელარუსში ვიზიტი შეაჯამა, სადაც, მისი თქმით, საუბარი იყო ეკონომიკაზე, ვაჭრობასა და უსაფრთხოებაზე. ცნობისთვის, ...

News.ge 

ახალ ზელანდიაში 6.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა – ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება

ახალ ზელანდიაში 6.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი კუნძულ კერმადეკთან ახლოს დედამიწის ზედაპირიდან 152 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. ცენტრის ინფორმაციით, სტიქიური უბედურების შედეგად ცუნამის წარმოქმნის ალბათობა მინიმალურია. მიწისძვრით გამოწვეული ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

News.ge 

იტალიაში ქართველი ძებნილი დააკავეს, რომელიც ნეაპოლში ხვიჩა კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ჩავიდა

ნეაპოლის კაპოდიჩინოს აეროპორტის სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა 38 წლის ქართველი დააკავეს, რომელსაც საბერძნეთის სასამართლომ 2012 წლის ოქტომბერში, ორი მოქალაქის მკვლელობის მცდელობისთვის, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იტალიური მედია წერს, რომ საქართველოს მოქალაქე ნეაპოლში ჩარტერული რეისით, ხვიჩა კვარაცხელიას ქართველ გულშემატკივრებთან ერთად, ნაპოლი-ლაციოს მატჩზე დასასწრებად ჩავიდა. იტალიური მედიის ინფორმაციით, მამაკაცის იდენტიფიცირება საჰაერო სასაზღვრო პოლიციის მიერ განხორციელებული პრევენციული... Читать дальше...

News.ge 

10 წელში მთავრობამ დონორებისგან 25 მილიარდის კრედიტები და გრანტები მიიღო

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2013-2023 წლებში საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო დონორებისგან 25.3 მილიარდი ლარის ფინანსური რესურსი მიიღო. მათ შორის 3.9 მილიარდი ლარი საგრანტო დახმარებას, 21.5 მილიარდი კი შეღავათიან საკრედიტო დაფინანსებას წარმოადგენდა. დონორული დახმარების უდიდესი ნაწილი საქართველოში ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობაზე, ასევე COVID-19-ის პანდემიის დროს საბიუჯეტო დახმარებაზე დაიხარჯა. გასული წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობამ ყველაზე დიდი მოცულობის გრანტი 2019... Читать дальше...

News.ge 

რობერტა მეცოლა უკრაინაში ჩავიდა

ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა უკრაინაში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რობერტა მეცოლა „ტვიტერზე“ ავრცელებს. ევროპარლამენტის პრეზიდენტი წერს, რომ უკრაინელების ადგილი ევროკავშირშია. „კარგია უკრაინაში დაბრუნება. ამ მამაც ადამიანებთან, რომლებმაც შთააგონეს მსოფლიო. გმირებთან, რომლებიც უარს ამბობენ დანებებაზე. მათთან, ვინც შესწირეს ყველაფერი ჩვენი ღირებულებებისთვის. ევროპელებთან, რომელთა სახლი ევროკავშირია”, – წერს მეცოლა. მისივე ინფორმაციით, უკრაინაში უმაღლესი რადას თავმჯდომარეს, რუსლან... Читать дальше...

News.ge 

უკრაინის გენშტაბი: მტერი ბახმუტის ალყაში მოქცევის მცდელობას არ წყვეტს

უკრაინელმა ჯარისკაცებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, მოწინააღმდეგის 150-ზე მეტი თავდასხმა მტრის მოიგერიეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოველდღიურ ანგარიშშია აღნიშნული. უწყების ცნობით, რუსი ოკუპანტები ბახმუტის ალყაში მოქცევის მცდელობებს არ წყვეტენ. „მტრის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და შახტიორსკის მიმართულებებზე შეტევითი ოპერაციების განხორციელებაზე. ჩვენმა დამცველებმა, გასული დღის განმავლობაში, მტრის 150-ზე მეტი თავდასხმა მოიგერიეს”... Читать дальше...


Не ударяться в панику: Аналитик призвал "готовиться" после санкций на операции с долларом

Названы добавки, которые стоит добавлять в воду, чтобы сделать ее полезной

Азербайджанская диаспора и стрельба на свадьбе. Перехват под стенами Кремля напомнил о словах Толстого

Депутат ГД Леонов высказался за внеплановые проверки пищевых предприятий



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Отравившие нижегородцев салаты готовили в антисанитарных условиях

СК предъявил обвинение трем фигурантам дела о массовом отравлении людей

Азербайджанская диаспора и стрельба на свадьбе. Перехват под стенами Кремля напомнил о словах Толстого

В «Туриаде» ПФО впервые участвуют спортсмены из центральной России

Музыкальные новости

РБК: в Москве из-за случаев ботулизма приостановили продажу некоторых продуктов

В Бурчтии в театре кукол «Ульгэр» 14-16 июня пройдут «Волшебные выходные»! - Театр и Цирк, Культура и Концерт, Россия и Дети

В Пулково задерживаются шесть рейсов

Звезды оперной сцены представят I Международный фестиваль «Мир классического романса»!

Новости России

В Москве открылся новый центр современного искусства AZ/ART

Объявлены обладатели Гран при Grand piano competition 2024

Патриарх Кирилл рассказал о любви к Нижегородской области

Отравившие нижегородцев салаты готовили в антисанитарных условиях

Экология в России и мире

Три спектакля о любви, которые можно посмотреть этим летом

Фрукт с сюрпризом: доктор Кутушов рассказал, чем опасен съеденный червь

Smena SS-2024

Закрытый Кипр: российские туроператоры возобновили продажу туров на остров Афродиты несмотря на санкции, спрос туристов превзошёл все ожидания

Спорт в России и мире

Самсонова выиграла турнир WTA в Хертогенбосхе

Овечкин, Яковлев, Фридзон и Мыскина сыграли в падел-теннис в Турции: «Победила дружба»

Россиянка Людмила Самсонова выиграла турнир WTA в Хертогенбосе

«Надо чем-то жертвовать». Арина Соболенко отказалась ехать на Олимпиаду в Париже

Moscow.media

Hyundai привозит в Россию старый добрый седан по цене LADA Vesta

Bluetooth-сканер штрих-кодов SAOTRON P04 на базе CMOS-матрицы

Зелёная щурка.

Как Россия уступила Азербайджану значительные территории Дагестана и два села







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *