Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Март
2023

Новости за 09.03.2023

News.ge 

უჩა ნანუაშვილი: ეს კანონის უკან გაწვევა კი არაა, ეს ნიშნავს, მაცალეთ ცოტა ჩაცხრეს პროტესტი

„ეს კანონის უკან გაწვევა კი არაა, ეს ნიშნავს, მაცალეთ ცოტა ჩაცხრეს პროტესტი“, –  ამის შესახებ ყოფილი სახალხო დამცველი და დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დამფუძნებელი უჩა ნანუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ეს კანონის უკან გაწვევა კი არაა, ეს ნიშნავს, მაცალეთ ცოტა, ჩაცხრეს პროტესტი და მერე ნახავთო ყველაფერს: ციტატები განცხადებიდან: „სიცრუის მანქანამ შეძლო კანონპროექტის უარყოფითად წარმოჩენა“, „მიაკრეს რუსული კანონის ...

News.ge 

გიორგი მარგველაშვილი: კრემლმა უკან დაიხია – თაროზე შემოდებენ, თუ რეალურად გააუქმებენ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს, მათი სახე ნაცნობია

კრემლმა უკან დაიხია – თაროზე შემოდებენ, თუ რეალურად გააუქმებენ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს, მათი სახე ნაცნობია – ისინი არიან ჩასაფრებულები, მომენტს ეძებენ, რომ საქართველოს ისტორიული არჩევანი შეცვალონ,- ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ჩამოიხსნა ნიღაბი და საკუთარი იდენტობის ლუსტრაცია მოახდინა. „ძალიან მარტივად შევაფასებ: კრემლმა უკან დაიხია. ვფიქრობ, ეს გამოხატავს იმ ...

News.ge 

მირიამ ლექსმანი: მივესალმები ამ ამბავს, მაგრამ ნამდვილად საჭირო იყო ეს ყველაფერი? ღირდა ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციის დაზიანებად?

მივესალმები ამ ამბავს, მაგრამ ნამდვილად იყო ეს ყველაფერი საჭირო? ღირდა ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციის დაზიანებად და საზოგადოების კიდევ უფრო პოლარიზებად?- ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი საქართველოს მმართველი პარტიის განცხადებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის შესახებ. „ერთადერთი რადიკალური ძალა და ტყუილების ერთადერთი მანქანა ამ საზიანო ეპიზოდში მმართველი პარტია აღმოჩნდა“, – წერს ევროპარლამენტარი „ტვიტერზე“.

News.ge 

BBC-ი ე.წ. „უცხოური აგენტების“ კანონზე: კანონის მიღებით, საქართველო შეუერთდება არადემოკრატიული და ავტორიტარული პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების სიას

კანონის მიღებით, საქართველო შეუერთდება არადემოკრატიული და ავტორიტარული პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების სიას, როგორიცაა ბელარუსი, ტაჯიკეთი და აზერბაიჯანი, რომლებმაც არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვის შესახებ რუსული კანონის ასლი შექმნეს, – ამის შესახებ BBC-ი წერს, რომელიც თბილისში ე.წ. „უცხოური აგენტების“ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციას ეხმაურება. „საქართველოს დედაქალაქ თბილისში პოლიცია მეორე ღამეა წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს იყენებს. ადამიანები... Читать дальше...

News.ge 

ანდერს ფოგ რასმუსენი: უსაზღვრო მამაცობაა – სრული მხარდაჭერა ყველას, ვინც საქართველოში მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვის მცდელობებს აპროტესტებს

უსაზღვრო მამაცობაა. ჩემი სრული მხარდაჭერა ყველას, ვინც საქართველოში მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვის მცდელობებს აპროტესტებს, – ამის შესახებ ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი „ტვიტერზე“ წერს, სადაც თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. “უნდა ვიყოთ მათ გვერდით, ვინც თავისუფლებასა და დემოკრატიაზე დაფუძნებული მომავლისთვის იბრძვის”, – წერს რასმუსენი.

News.ge 

გიორგი გიგაშვილი: ვერ ეღირსებით მშვიდობას, ასეთ მშვიდობას, ხვალ 30-ჯერ მეტი გამოვალთ!

პიანისტი გიორგი გიგაშვილი: ,,ერთ მომენტს აღვწერ და მოვრჩები: 23:40-ია, ჭიჭინაძის ქვემოთ ვდგავართ რუსთაველზე, ქაშვეთთან, სრულიად წყნარად. უცებ იწყება გამაფრთხილებელი მესიჯი: ,,მოქალაქეებო…” და ა.შ.… ნუ კარგი, არავის ეშინია ეგრე ძალიან წყლის ჭავლის და ჩვენც ვდგავართ ერთად, არ იშლება არავინ. გასროლის ხმა ისმის და ჩვენ თავზე გადაფრინდა გაზის ტყვია და მუზეუმსა და ქაშუეთს შორის ჩავარდა. აი 5 ...

News.ge 

საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია: #არარუსულკანონს

#არარუსულკანონს საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია 1991 წლიდან დაუღალავად შრომობს საქართველოში ევროპული სამთო-საგამყოლო ტრადიციების და კულტურის ასაღორძინებლად. იმ ტრადიციების, რომლებმაც შექმნა, მსოფლიო აღიარება და წარმატება მოუტანა ფრანგ, შვეიცარიელ, ავსტრიელ, იტალიელ, გერმანელ, ბრიტანელ თუ სხვა სამთო გამყოლებს. იმ ტრადიციების და კულტურის, რომელთაც იგივე აღიარება შეუძლიათ მოუტანონ სვანეთის, ხევის, მთიულეთის და საქართველოს სხვა მთიანი რეგიონების გამორჩეული ნიჭის და ...

News.ge 

შოთა მარტინენკო: დასავლეთის მონების ამ გაველურებულ ბრბოს რას ელოლიავება ეს ხელისუფლება?

“დასავლეთის მონების ამ გაველურებულ ბრბოს რას ელოლიავება ეს ხელისუფლება?! სანამ ნახევარ ქალაქს არ დალეწავენ და გადაწვავენ და სანამ ნორმალური ხალხი არ გამოვა და უხეში ძალით არ დაუმყარებს ამათ წესრიგს, მანამ არ აპირებთ ამ საქონლობის მიხედვას, თუ რა ხდება?!” – წერს სოციალურ ქსელში ალტ-ინფოს ლიდერი შოთა მარტინენკო.

News.ge 

თამარ ჩხეიძე: აქცია არის და უნდა იყოს მშვიდობიანი. მისი ძალა ამაშია

“აქცია არის და უნდა იყოს მშვიდობიანი. მისი ძალა ამაშია. ხელისუფლების შემოგზავნილები შეეცდებიან მისი მშვიდობიანი გზიდან გადახვევას და ამავე დროს რუსული კანონის ირგვლივ არსებული ერთიანობის დარღვევას… არ უნდა ავყვეთ,”  – წერს სოციალურ ქსელში  ისტორიკოსი, პოლიტიკოსი თამარ ჩხეიძე.

News.ge 

ანა ნაცვლიშვილი: ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს, ევროსაბჭომ რუსულ ოცნებას მოწერა

“ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს, ევროსაბჭომ რუსულ ოცნებას მოწერა – ვენეციის კომისიაზე ამოფარებას თავი დაანებეთ და თქვენს მოქალაქეებს უსმინეთო!!!” – წერს ანა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში. “ვენეციის კომისიის დასკვნის შემთხვევაშიც კი, ჩვენთვის გაუგებარია, რამდენად იქნება ეს საკმარისი ქართულ საზოგადოებაში გაჩენილი იმ ღრმა განხეთქილებისა და ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის მიყენებული ზიანის გასაქარწყლებლად, რაც ამ კანონპროექტმა გამოიწვია. შესაბამისად, პარლამენტისადმი ...

News.ge 

“განა რა ვერ ესიყვარულა თბილისს რომ კულტურის მინისტრს და თბილისის მერს წუთნახევარი დაეხარჯათ”

,,ცისფერი ტრიოს” წევრის, მომღერალ თამაზ სეფერთელაძის შვილი, კოკა სეფერთელაძე: ,,განა რა ვერ იმღერა თამაზ სეფერთელაძემ, ცისფერმა ტრიომ ისე, განა რა ვერ მისცა იმდენი ქართულ კულტურას, განა რა ვერ ესიყვარულა თბილისს რომ კულტურის მინისტრს და თბილისის მერს წუთნახევარი დაეხარჯათ და რუსთაველის გამზირზე, ქაშუეთის ტაძარში მამაჩემის ხსოვნის პატივსაცემად ერთი წრე დაერტყათ. სიმართლე გითხრათ მეწყინა.”

News.ge 

ეროვნული მუზეუმი: აქციის მონაწილეები გაყვანილ იქნენ მომდევნო რამდენიმე წუთში საგამოფენო სივრციდან, ექსპონატები საცავში გადავიტანეთ

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით ეროვნული მუზეუმი ღამის 3 საათზე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ გალერეიდან დემონსტრანტები გაიყვანეს, ხოლო ექსპონატები საცავში გადაიტანეს. „ეროვნული გალერეის ექსპონატების ნაწილი საცავებში იქნა გადატანილი. დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებმა კარი შეამტვრიეს და დაიკავეს გალერეის პირველი საგამოფენო დარბაზი, სადაც განთავსებულია ფიროსმანის მუდმივმოქმედი გამოფენა. საბედნიეროდ... Читать дальше...

News.ge 

მიხეილ ყაველაშვილი: ფეიკნიუსებს უდიდესი გავლენა აქვს

„ფეიკნიუსებს უდიდესი გავლენა აქვს – დღეს სწორედ ამასთან გვაქვს საქმე, პირდაპირ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეს არის ინფორმაციული ომი ადამიანთან, რაც დღეს ხდება,“ – აცხადებს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ ყაველაშვილი. მისი თქმით, გარკვეული ძალები მიზანმიმართულად ცდილობენ, მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ. „თითქოს ყველა ერთად სადღაც კეთილდღეობისკენ, ევროპისკენ მიდის და თუ განსხვავებული აზრი გაქვს, შენ ამას ეწინააღმდეგები, მოღალატე ...

News.ge 

საია: რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი მოქალაქეების მისამართით სახელმწიფო საპოლიციო ძალას უკანონოდ და არაპროპორციულად იყენებს – მოვუწოდებთ შსს-ს, შეწყდეს სპეციალური საშუალებების გამოყენება

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, სამართალდამცავებს მკაცრი მითითება მისცეს, აქციის მონაწილეების მისამართით სპეციალური საშუალებების გამოყენების წესების დაცვასთან დაკავშირებით. საია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც მიმართავს და მოუწოდებს, სამართალდამცავების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების შემთხვევებზე გამოძიების მყისიერი და ეფექტიანი წარმოება უზრუნველყონ. „ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი მოქალაქეების მისამართით სახელმწიფო საპოლიციო ძალას უკანონოდ და არაპროპორციულად იყენებს. Читать дальше...

News.ge 

მედია: რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყეს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა „არა რუსულ კანონს“ აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყეს. რუსთაველის გამზირზე კვლავ დაძაბული ვითარებაა. ადგილზე განლაგებულია სპეციალური დანიშნულების რაზმები. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ კვლავ გამოიყენა წყლის ჭავლი და მხუთავი აირი. მანიფესტანტები პროტესტის ნიშნად იდგნენ წყლის ჭავლის წინ. ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, სადაც ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობდა,  სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს... Читать дальше...

News.ge 

აქციის მონაწილეები სპეცრაზმელების მხრიდან დაშლის მოგერიებას ბარიკადებით ცდილობენ – მანიფესტანტების მიმართულებით ცრემლსადენ გაზს უშვებენ (ვიდეო)

აქციის მონაწილეები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპეცრაზმელების მხრიდან დაშლის მოგერიებას ბარიკადებით ცდილობენ. ისინი ბარიკადებად სხვადასხვა ნივთს, მათ შორის ნაგვის ურნებსა და საზოგადოებრივ გრძელ სკამებს იყენებენ. მათი თქმით, ისინი დაშლას არ აპირებენ. პარალელურად, სპეცრაზმის წარმომადგენლებს პარლამენტის წინ მდებარე სივრცე დაკავებული აქვთ და მანიფესტანტების მიმართულებით ცრემლსადენ გაზს უშვებენ. ამასთან, ადგილზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებია მობილიზებული და დაშავებულებს დახმარებას უწევენ. ...

News.ge 

ლაშა ბუღაძე: ღამის 2 საათზეც კი არ სრულდება ახალგაზრდების კოლონების სვლა… მსგავსი არასდროს არაფერი მინახავს ამ ქვეყანაში

“ვინც ახლა ქუჩაშია ან ცოტა ხნის წინ იყო, იცის და ხედავს, რომ ქალაქის ცენტრი და ეს ქუჩები ახალგაზრდებისაა, სტუდენტების… ეს ახლა, უპირველეს ყოვლისა, მათი ბრძოლაა! ღამის 2 საათზეც კი არ სრულდება ახალგაზრდების კოლონების სვლა… მსგავსი არასდროს არაფერი მინახავს ამ ქვეყანაში. სამედიცინოს სტუდენტები, მომავალი ექიმები სხვებს ეხმარებიან რჩევებით, პირბადეებით, მედიკამენტებით. ეს მართლაც საოცარი თაობაა – თავისუფალი ...

News.ge 

„ხალხის ძალის“ წევრი: როგორც აშშ-ში, ასევე, საქართველოში როგორ ბედავს ვინმე, რომ სამართალდამცველებისა და სახელმწიფო უწყებების დაცვის წევრების ძალისხმევა დააკნინოს?

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ამერიკის პრეზიდენტის მიერ კაპიტოლიუმზე თავდასხმის ფაქტის შესახებ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც ქადაგიძე წერს, მოძალადეა და კანონის წინაშე პასუხისმგებელი ყველა ის მოქალაქე, პოლიტიკოსი, თუ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ვინც ღიად უპირისპირდება სახელმწიფოს, საზოგადოებასა და სამართალდამცველების სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს. „მაშინ, როდესაც ამერიკაში ფაქტია და ჩვენთან აღქმად უნდათ შემოსაღება… ბაიდენის მოყვანილ ფაქტს უნდა ...

News.ge 

“დღეს ვინც ვერ ხვდება, რომ ერთ-ერთი დემოკრატიული ინსტიტუტის ტოტალური კონტროლის ქვეშ აყვანა ხდება, ბრიყვია”

“ექსპო ჯორჯია” დირექტორმა რესან ქიქავამ, მიმადინარე მოვლენებთან დაკაცშირებით სოციალურ ქსლეში დაწერა. “დღეს ვინც ვერ ხვდება, რომ ერთ-ერთი დემოკრატიული ინსტიტუტის ტოტალური კონტროლის ქვეშ აყვანა ხდება, ის უბრალოდ ბრიყვია”,- ამბობს იგი. მისივე მოსაზრებით, დემოკრატია არ არსებობს ოპოზიციური მედიის, ოპოზიციური არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციური საჯარო მოხელეების, ოპოზიციური საჯარო ინსტიტუტების და გარეშე. “ქართველ ხელისუფალთ, უახლესი ისტორიიდან, დემოკრატია არ უნდათ, არ ...

News.ge 

სპეცრაზმმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი აქციის მონაწილეების დაშლა კიდევ ერთხელ დაიწყო

სპეცრაზმმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი აქციის მონაწილეების დაშლა კიდევ ერთხელ დაიწყო. ხდება ცრემლსადენი გაზის და წყლის ჭავლის გამოყენება. სპეციალური დანიშნულების რაზმები ტერიტორიის დემონსტრანტებისგან გათავისუფლებას სწორედ ამ გზით ცდილობენ. რუსთაველის გამზირზე დაძაბული ვითარებაა. შეგახსენებთ, რომ წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით აქციის მონაწილეების რამდენჯერმე დაშლის მიუხედავად, მომიტინგეთა ნაწილი კვლავ პარლამენტთან დაბრუნდა.

News.ge 

საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლების ერთობლივი განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება სახელმწიფოს ინტერესებს

საკონსტიტუციო სასამართლოს საჯარო მოხელეები აგენტების შესახებ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. გიორგი გვიმრაძე – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის უფროსი სამართლებრივი მრჩეველი ერთობლივ განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს. მან საკონსტიტუციო სასამართლოს სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ ხელმომწერების სიაც გამოაქვეყნა. განცხადებაში წერია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის... Читать дальше...

News.ge 

ანი წითლიძე ლომჯარიას განცხადებაზე: „გავრილოვის ღამეს” ასე მელია გაწირეთ ყველამ დასაჭერად

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ანი წითლიძე „ფეისბუკის” ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა ყოფილი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას შეფასებას „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის გიორგი ვაშაძის შესახებ. როგორც წითლიძე აღნიშნავს, „გავრილოვის ღამეს” ასე ნიკა მელია გაწირა ყველამ დასაჭერად, ვინც წერდა, რომ მელიას მოწოდებას მოჰყვა თურმე ამბავი. „შეეშვით სისულელეებს! „ქოცური” მესიჯია ეგ „ქოცის “გარდა სხვას დააბრალო ახლა რაც ხდება რუსთაველზე. „გავრილოვის ...


Состоялась церемония вручения премии Men Today Trends

«АльфаСтрахование» помогла поймать крупную преступную группировку автоподставщиков на каршеринговых авто

Власти: созданные в ОЭЗ «Технополис Москва» разработки не имеют аналогов

Подмосковных активистов наградили в Красногорске в преддверии Дня молодежи



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Под Ярославлем пьяный житель Подмосковья утопил машину с женой и сыном

«Дети страдают»: как живет знаменитая семья Тепляковых, которая «выращивает» вундеркиндов

Шоу-форум «ПАРТНЕРСТВА НОВОГО ВРЕМЕНИ»

Ответственность за нападения собак ужесточат в Подмосковье

Музыкальные новости

Певица Наталья Самойлова презентовала новый клип «Голос природы»

Ким Чен Ын приедет в Россию. Когда и при каких условиях - сообщили в МИД

Бизнес с зубами: Росздравнадзор одобрил томский материал для коронок

Дубль Никифоренко помог БАТЭ победить брестское «Динамо» в чемпионате Беларуси

Новости России

Отношения с Ираном постепенно накачиваются // «Газпром» хочет закрепиться на Ближнем Востоке

Покупки полисов страхования ипотечного жилья выросли в 2,5 раза в январе-мае

«Дети страдают»: как живет знаменитая семья Тепляковых, которая «выращивает» вундеркиндов

Шоу-форум «ПАРТНЕРСТВА НОВОГО ВРЕМЕНИ»

Экология в России и мире

11 страшно ядовитых растений, о которых необходимо знать каждому

Путешествуй с “Фанагорией” в небе и по земле!

Армяне – герои СВО. Группой бойца чеченского спецназа «Ахмат» Давида Петросяна с позывным «Карабах» посажены около 1000 дронов-камикадзе. ВИДЕО

Команда Сервисного локомотивного депо «Сольвычегодск» филиала «Северный» ООО «ЛокоТех-Сервис» стала победителем эстафеты ГТО железнодорожных игр «Мы вместе»

Спорт в России и мире

Даниил Медведев представил форму, в которой выступит на Уимблдоне

Дарья Касаткина с уверенной победы стартовала на травяном турнире в Истбурне

Елена Рыбакина впервые в 2024 году сыграла на Уимблдоне

Российские теннисисты подпишут декларацию о нейтралитете для участия в Уимблдоне

Moscow.media

Росгвардейцы обеспечивают охрану правопорядка во время празднования Дня России.

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: В Московском регионе более 62 тысяч семей распорядились материнским капиталом через банки

Организованных тургруп из Новосибирска в Крыму нет

Не мигранты, а соотечественники. Чудовищные данные МВД







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *