Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Август
2023

Новости за 06.08.2023

News.ge 

შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთაგან 14 პირია იდენტიფიცირებული

ბოლო ინფორმაციით, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთაგან 14 პირია იდენტიფიცირებული. ამის შესახებ ინფორმაცია News.ge-ს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. ამ დროისთვის, დაკარგულად ითვლება 16 ადამიანი. ახლობლების მიერ გავრცელებული ცნობებით, სტიქიის დროს დაღუპულთა შორის, რომელთა ცხედრების იდენრიფიცირება მოხდა, არიან: გიორგი ყარალაშვილი, 7 წლის ლუკა დუდაშვილი, სამირა ისეავა, დავით ბერიაშვილი, ალინა პოლიკოვსკასია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო მონაცემებით, ...

News.ge 

გლოვის დღესთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია

მთავრობის განკარგულებით, კურორტ შოვში სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია. “შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები 24 საათიან რეჟიმში აგრძელებენ სტიქიის დროს დაკარგული ადამიანების ძებნა-შველის ღონისძიებას”, – ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

News.ge 

“პუტინმა 2012 წელს აღიარა, რომ საქართველოში შეჭრის გეგმა გენშტაბმა მასთან შეთანხმებით 2006-2007 წლებში შეიმუშავა” – 15 წელი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან

რუსეთ-საქართველოს ომიდან 15 წელი გავიდა. 2008 წლის 7 აგვისტოს, პირველად ცივი ომის შემდეგ, რუსეთის ფედერაციამ სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ ღია სამხედრო აგრესია განახორციელა, რის შემდეგაც მის მიერვე ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა. კრემლი საქართველოს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში დაემუქრა, რომ დამოუკიდებლობის მიღების შემთხვევაში აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან გამომშვიდობება მოუწევდა. მოსკოვმა მუქარა აასრულა, 1991-1993 წლებში რუსეთის ძალისხმევით საქართველოში ...

News.ge 

რეზო თაბუკაშვილი: პატრიოტი პროფესია არ არის, პროფესიონალიზმია პატრიოტიზმი

მწერალი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე, დიდი ქართველების კვალის მაძიებელი დიდი ქართველი – რეზო თაბუკაშვილი 1927 წლის 2 აგვისტოს დაიბადა.

News.ge 

მაია ბუწაშვილი: არასწორია შენი ქვეყნის მოქალაქეებთან ჩხუბი, როცა მათივე დაქირავებული ხარ

“არასწორია შენი ქვეყნის მოქალაქეებთან ჩხუბი, როცა მათივე დაქირავებული ხარ. მათ უფლება აქვთ დაგისვან ნებისმიერი კითხვა – სამართლიანი, არასამართლიანი, მწვავე, კრიტიკული. მათ შორის (და კიდევ უფრო მეტადაც) ასეთ მძიმე დღეებში. სწორედ კრიტიკულ სიტუაციებში ჩნდება მწვავე კითხვები, თორემ სიმშვიდის პერიოდში (აღარც ვიცი ჩვენს ქვეყანას ასეთი თუ გააჩნია საერთოდ), კითხვებიც ნაკლებია. მეც მისვამენ ძალიან მნიშვნელოვან თუ ძალიან უცნაურ, ...

News.ge 

შოთა არველაძე უკრაინის მხარდასაჭერ მატჩში, საქართველოს დროშით

ვე­ტე­რან­მა ფეხ­ბურ­თელ­მა, შოთა არ­ვე­ლა­ძემ მსოფ­ლი­ოს ფეხ­ბურ­თის სხვა ვარ­სკვლა­ვებ­თან ერ­თად, უკ­რა­ი­ნის მხარ­და­სა­ჭერ მატჩში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მატ­ჩი 5 აგ­ვის­ტოს, ლონ­დონ­ში, სტემ­ფორდ ბრიჯ­ზე გა­ი­მარ­თა. თა­მა­ში უკ­რა­ი­ნის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის კა­პიტ­ნის, ოლექ­სან­დრ ზინ­ჩენ­კო­სა და ლე­გენ­და­რუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის, ან­დრეი შევ­ჩენ­კოს ორ­გა­ნი­ზე­ბით ჩა­ტარ­და. მი­ზა­ნი უკ­რა­ი­ნის და უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რა იყო.

News.ge 

ლევან ტიელიძე: როცა ვიცით, რომ ასეთი მოწყვლადი რეგიონები გვაქვს, უნდა ხდებოდეს ვითარების შეფასება და ამაში სახელმწიფომ არ უნდა დაზოგოს არანაირი ფინანსური რესურსი

„უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შოვი სტიქია იყო გლაციალური ღვარცოფით გამოწვეული შემთხვევა“ – დაწერა 6 აგვისტოს საკუთარ ფეისბუკგვერდზე ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა, ახალი ზელანდიის ანტარქტიკის კვლევითი ცენტრის მეცნიერმა, გლაციოლოგმა ლევან ტიელიძემ. თუ რამდენიმე დღის წინანდელი სატელიტური ფოტოებით ჯერ კიდევ ვარაუდების გამოთქმა შეეძლო შოვში მომხდარზე, 5 აგვისტოს გადაღებულ სატელიტურ სურათზე, ლევან ტიელიძის სიტყვებით უკვე ნათლად გამოჩნდა სტიქიის წარმოქმნის ...

News.ge 

გარემოს ეროვნული სააგენტო მდინარე ბუბისწყლის ხეობაში განვითარებული სტიქიური მოვლენების შესახებ პირველად შეფასებას აქვეყნებს

გარემოს ეროვნული სააგენტო 2023 წლის 3 აგვისტოს მდინარე ბუბისწყლის ხეობაში (მდ. ჭანჭახის აუზი) განვითარებული სტიქიური მოვლენების შესახებ პირველად შეფასებას აქვეყნებს. პირველადი დასკვნით, 3 აგვისტოს, მდინარე ბუბისწყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა სტიქიური გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების თანხვედრას, რამაც გამოიწვია ექსტრემალური ხასიათის ღვარცოფული ნაკადის ფორმირება. ხეობაში განხორციელებული საველე კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ მყინვარ ბუბას დასავლეთით, ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ...

News.ge 

ინტელექტუალი, დაკვირვებული და ცოტათი მოსაბეზრებელი ზოდიაქოს ნიშნები

ტყუპი, თავის ასაკთან და ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან შედარებით, უფრო ჭკვიანი და ბრძენია. საქმე კი იმაშია, რომ ამას მუდმივად შეგახსენებთ. ამ ზოდიაქოს ნიშანს კომუნიკაცია და იდეების გაცვლა-გამოცვლა ყველაზე მეტად უყვარს. ხშირად საკუთარ გონებაშია გაჭედილი, რის გამოც გარე სამყაროსთან კავშირს კარგავს. მას აქვს დაუოკებელი ჟინი აღმოაჩინოს და შეიტყოს მუდმივად რაღაც ახალი. ქალწული ანალიტიკოსი პერფექციონისტია. იგი მუდამ დეტალებსა და ...

News.ge 

ფილმები კოსმოსის და მისი საიდუმლოებების შესახებ

კოსმოსი და მის მიღმა არსებული სამყარო არა მხოლოდ მეცნიერების, ფიზიკის და ასტრონომიის, არამედ ხელოვნების თითქმის ყველა დარგის ასახვის საგანია. არც ფილმებია გამონაკლისი. ათწლეულების განმავლობაში წარმოშობილი თეორიებისა თუ რეჟისორების ფანტაზიის მიხედვით შექმნილი უამრავი შედევრი გვაქვს. თუ ეს თემა გაინტერესებთ, მაშინ ამ ფილმებს გაეცანით. The Martian High Life First Man Interstellar Sunshine Gravity Stowaway Ad Astra Hidden ...

News.ge 

დღე ისტორიაში – 7 აგვისტო

2018 წელს, სრულად აზიელი მსახიობების შემადგენლობით, ჰოლივუდის პირველი ფილმი გამოვიდა, სახელწოდებით “Crazy Rich Asians”. 1990 წელს ამერიკელი ჯარისკაცები ჩავიდნენ საუდის არაბეთში, სპარსეთის ყურის პირველი ომის ფარგლებში. 1987 წელს ლინ კოქსმა ახალი რეკორდი დაამყარა, 2,7 მილი, ალასკიდან ციმბირამდე, ცურვით დაფარა. 1985 წელს იაპონიის კოსმოსური განვითარების ეროვნულმა სააგენტომ პირველ ასტრონავტებად მამორუ მოჰრი, ჩიაკი მუკაი და ტაკაო დოი აირჩია. ...

News.ge 

სტიქიის ზონაში დაკარგული და-ძმა ყარალაშვილების ცხედრები ამოიცნეს

სტიქიის ზონაში დაკარგული და-ძმა ყარალაშვილების ცხედრები ამოიცნეს. ინფორმაციები ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. მათ შორის, ინფორმაციას ავრცელებს თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, რომლის კურსდამთავრებული იყო გიორგი ყარალაშვილი: “სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი წარჩინებული კურსდამთავრებულის, გიორგი ყარალაშვილისა და მისი დის ტრაგიკულად დაღუპვის გამო. ფაკულტეტის ადმინისტრაცია, ლექტორებთან, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ერთად... Читать дальше...

News.ge 

ნინო გიორგობიანი: სტიქიის ადგილზე ვერტმფრენები პირველივე საათებიდან აქტიურად მუშაობდნენ. ჯამში, 200-ზე მეტი ადამიანია გადარჩენილი! ამ სიტუაციაში კი, რა მნიშვნელობა ჰქონდა, სტიქიის ზონაში სამაშველო ვერტმფრენი იფრენდა, თუ რომელიმე სხვა…

„ძალიან მძიმე ტრაგედია მოხდა შოვში, სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმდენად შოკის მომგვრელია პირადად ჩემთვისაც… ვუსამძიმრებ მთელს საქართველოს, განსაკუთრებით კი გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს“, – ამის შესახებ მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში წერს.  „ხელისუფლების ვალდებულებაა ნებისმიერ შემთხვევაზე დროული რეაგირება და როგორც ხედავთ, ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა – მთავრობის ყველა უწყება ამ წუთამდე აქტიურად არის ...

News.ge 

მიხეილ სარჯველაძე: გამოძიება თუ იქნება საჭირო, ჩატარდება

სამწუხაროდ, საქართველოში მოიძებნებიან მათ შორის პოლიტიკური ძალები, რომელთათვის დღეს გამოძიების წარმოება და პოლიტიკური ხმალაობის ატეხვა უფრო მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე სამძებრო სამუშაოების ეფექტიანობა და ამ სამუშაოების მიმდინარეობა, – ასე უპასუხა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძემ კითხვას, უნდა დაიწყოს თუ არა რაჭაში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით გამოძიება. ის ყველას მოუწოდებს, პირველ რიგში, საკითხების ირგვლივ სპეციალისტების შეფასებებს დაელოდონ. „სამწუხაროა, მაგრამ... Читать дальше...

News.ge 

რომის პაპმა მორწმუნეებს მოუწოდა, საქართველოში მეწყერის შედეგად დაზარალებულთათვის ილოცონ

რომის პაპი ფრანცისკე მორწმუნეებს მოუწოდებს ილოცონ, საქართველოში დამანგრეველი მეწყრის შედეგად დაზარალებულთათვის. რომის პაპმა პორტუგალიაში ვიზიტისას გამოსვლაში მხარდაჭერა გამოხატა დაღუპულთა ოჯახებისა და სამძებრო-სამაშველო ჯგუფების მიმართ. პაპმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს პატრიარქის ილია მეორის გვერდით დგას. „მე ჩემს ძმასთან, საქართველოს პატრიარქთან, ილია მეორესთან ახლოს ვარ”, – დასძინა რომის პაპმა.

News.ge 

რომან ქევხიშვილი: მეწყერის შემთხვევაში გააზრებაც არ მინდა რა გველოდება ორივე სოფელს, როგორც ვანთას, ისე აკურას…

“უკვე რამდენი წელია ვანთისხევი (თელავის მუნიციპალიტეტი) ბუნებრივად არის ჩახერგილი და ადგილზე დიდი წყალია დაგროვილი… მეწყერის შემთხვევაში გააზრებაც არ მინდა რა გველოდება ორივე სოფელს, როგორც ვანთას, ისე აკურას…” – წერს სოციალურ ქსელში აკურის მაცხოვრებელი, ჟურნალისტი რომან ქევხიშვილი.

News.ge 

მანუჩარ ახალაია: რას ნიშნავს დუმილი, რას ნიშნავს გაჩუმება?

სოციალურ ქსელში ვრცელდება მანუჩარ ახალაიას პოსტი ბევრი კითხვით, რომელიც შოვის ტრაგედიას ეხება. ,,სამი დღეა, ამ ჯოჯოხეთის შემყურე ხმას ვერ ვიღებ. თქვენ მართლა ხომ არ გაგიჟდით, სახედაკარგულო „მორალისტებო“, დუმილისკენ რომ მოგვიწოდებთ, კითხვების დასმაზე რომ გვამუნათებთ და ისე წარმოაჩენთ, თითქოს ვინმეს გაუხარდა ეს ტრაგედია. ნებისმიერი ოჯახი შეიძლება იქ ვყოფილიყავით, ნებისმიერის შვილი შეიძლება მოხვედრილიყო ამ ჯოჯოხეთში. რაზე საუბრობთ ...

News.ge 

მღებრიშვილი: არ არის საჭირო შემოვლითი გზებით ეცადონ მოქალაქეებმა შეაღწიონ სტიქიის ზონაში, რადგან ეს არის საფრთხის შემცველი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი აცხადებს,  რომ სტიქიის ზონაში ინტენსიური სამძებრო სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება. მისი თქმით, მოხალისეთა ჩართვა ძებნა-შველის ღონისძიებები საჭირო არ არის. „დილიდან მოხერხდა მოზარდის ცხედრის ამოსვენება. ცხედარი გადასვენებულია პროზექტურაში. ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიებები, ეტაპობრივად ვაფართოებთ პერიმეტრს. ძალიან ფრთხილად ვმუშაობთ. ანალიზის საფუძველზე იგეგმება შემდეგი სტრატეგია, თუ სად დავიწყოთ კონკრეტულად... Читать дальше...

News.ge 

შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რატომ არ იმყოფება შს მინისტრი ვახტანგ გომელაური სტიქიის ზონაში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ოჯახის წევრის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხის გამო ვერ იმყოფება შოვში, სტიქიის ზონაში. მისივე თქმით, უწყება არის სრულად მობილიზებული. “ბატონ ვახტანგს აქვს ოჯახის წევრის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით საკითხი, ის ფიზიკურად აქ არ არის, თუმცა ყველაფერში ჩართულია და მთლიანად ამ უწყებაზე დგას დღეს მთელი სამაშველო ღონისძიებები. ვხედავთ მაშველები როგორ მუშაობენ, ტექნიკა. უწყება ...

News.ge 

შალვა პაპუაშვილი: არ არსებობს არცერთი გადაუდებელი სამაშველო ღონისძიება და ამოცანა, რომელიც ვერ შესრულდა, არ იყო საჭიროება, თორემ არავის ეთაკილება დახმარების თხოვნა

არ იყო ამის საჭიროება, თორემ არავის არ ეთაკილება დახმარების თხოვნა , – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სამაშველო-სამძებრო სამუშაოებში სხვა ქვეყნის დახმარებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, არ არსებობს არც ერთი გადაუდებელი სამაშველო ღონისძიება და ამოცანა, რომელიც ვერ შესრულდა. „საჭირო არ იყო, ეს თავიდანვე ითქვა და განიმარტა, რომ არ არსებობს არც ერთი გადაუდებელი სამაშველო ღონისძიება და ...

News.ge 

ანდრეი ერმაკი: საუდის არაბეთში გამართულ შეხვედრაში მონაწილე 40-მდე ქვეყნიდან უმეტესობამ გადაწყვიტა, როგორ იმუშავებს მშვიდობისთვის

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, საუდის არაბეთში უკრაინის „მშვიდობის ფორმულის“ შესახებ გამართული შეხვედრის მონაწილე სახელმწიფოების უმრავლესობამ გადაწყვიტა, როგორ შეიტანონ თავიანთი წვლილი მის განხორციელებაში. ერმაკმა შეხვედრის მონაწილე 40-მდე ქვეყანა დაასახელა, მათ შორისაა ბულგარეთი, გაერთიანებული სამეფო, დანია, ესტონეთი, ესპანეთი, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ნიდერლანდები, გერმანია, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, ფინეთი, საფრანგეთი, ჩეხეთი, შვედეთი... Читать дальше...

News.ge 

ირაკლი კობახიძე: ცხედრების დაზიანებებიდან გამომდინარე, შესაძლოა, საჭირო გახდეს დნმ-ის ანალიზის ჩატარებაც

რაჭაში, სტიქიის ზონაში 18 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ცხედრების დაზიანებებიდან გამომდინარე, შესაძლოა, საჭირო გახდეს დნმ-ის ანალიზის ჩატარებაც, რასაც გარკვეული დრო დასჭირდება. „არსებითად იგივე ვითარებაა, სურათი არის მძიმე. სამუშაოებში ყველა უწყება არის ჩართული. ინფრასტრუქტურის სამინისტრო აქტიურად მუშაობს, 80 ერთეული მძიმე ტექნიკა არის მობილიზებული და ძალიან ინტენსიური სამუშაოები ტარდება, ასევე ...

News.ge 

კახა კალაძე: … სამწუხაროდ, დავაზღვიოთ სტიქია და უბედურება, შეუძლებელია

ყველა ჩართულია, ყველა უწყება მობილიზებულია და ხელისუფლება აკეთებს მაქსიმუმს ამ რთულ ვითარებაში და ამ უბედურების ფონზე, რაც სამწუხაროდ დღეს გვაქვს , – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სტიქიის ზონაში ყოფნისას განაცხადა. მისივე თქმით, ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია რა მდგომარეობაა ადგილზე. „ადამიანებთან შეხვედრას რაც შეეხება – ამის არანაირი პრობლემა არ დგას. ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, ...

News.ge 

გიორგი კაცელაშვილი: ჯუთასკენ მიმავალ გზაზე …

“ჯუთასკენ მიმავალ გზაზე, სულ რაღაც რამდენიმე ასეულ მეტრში ჯუთადან, გზის სავალი ნაწილის ქვეშ მდინარეს მიწის ნაწილი აქვს ჩამოშლილი, გზა ჰაერშია, ზედა მხარეს კი მეწყრული პროცესია დაწყებული, შემდეგი ტრაგედიის ეპიცენტრი ალბათ ჯუთა იქნენა, ისევ უყურადღებობის და უმოქმედობის გამო,” – წერს სოციალურ ქსელში გიორგი კაცელაშვილი და ფოტოებს აქვეყნებს.


В горах США нашли загадочный столб серебристого цвета

Волшебной таблетки нет: четыре способа укрепить сосуды

Волонтёрские организации Самарской области отмечены наградами Президента России на Добро.Конференции в Москве

Собянин рассказал о строительстве поликлиник по новому стандарту



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Более 5 тысяч бездомных собак отловили в Подмосковье для стерилизации

Собянин рассказал о строительстве поликлиник по новому стандарту

Новую экоинициативу по переработке чеков запустили в Подмосковье

Московский джазовый фестиваль завершился премьерой джазового спектакля Игоря Бутмана и Константина Хабенского "Петя и Волк"

Музыкальные новости

В столице Бурятии в городе Улан-Удэ в театре кукол «Ульгэр» 14-16 июня пройдут «Волшебные выходные»! - Театр и Цирк, Культура и Концерт, Россия и Дети

Российские флаги снова вывесили на матче Евро-2024 между Англией и Сербией

Московский аэропорт Домодедово и Всероссийское общество инвалидов заключили соглашение о сотрудничестве

В аэропорту Пулково задержали девять рейсов и отменили еще два

Новости России

Московский джазовый фестиваль завершился премьерой джазового спектакля Игоря Бутмана и Константина Хабенского "Петя и Волк"

Собянин рассказал о строительстве поликлиник по новому стандарту

ECOM Expo'24: как прошла крупнейшая выставка технологий для торговли на маркетплейсах и через собственный ecom

МВД Германии: правительство создало отдел по борьбе с дезинформацией из-за рубежа

Экология в России и мире

Международная марка «Ревилайн» анонсировала новые мануальные зубные щетки S 6000 в волгоградском филиале

Где реально можно купаться летом в Москве и Подмосковье: 8 пляжей которые оборудованы для летнего отдыха

Концертный директор для музыкантов. Концертный директор для певцов. Концертное агентство в Москве. Букинг агентство. Организация концертов и гастролей.

Волосы не выпадают, они стали гуще, а на лице разгладились морщины. Затрачивать можно 5 минут на массаж затылка, лба и головы

Спорт в России и мире

Курникова показала трогательные фото Энрике Иглесиаса

Экс-теннисист Ольховский: россияне могут хорошо выступить на Уимблдоне

Людмила Самсонова не отдала голландскую траву // Она продолжила серию российских побед на теннисном турнире в Хертогенбосе

Самсонова поддержала Андрееску после победы над ней в финале турнира в Хертогенбосхе

Moscow.media

Hyundai привозит в Россию старый добрый седан по цене LADA Vesta

Башенный комплекс "Ний" (Ингушетия)

Зелёная щурка.

Ученые обнаружили перспективное лекарство для лечения гипертонии







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *