სოლიდარობის ძიებაში
სოლიდარობა სავალდებულო არაა. ის შეგიძლია ან გამოიჩინო ან არ გამოიჩინო. თუმცა, როგორც რაღაცის ასე და ამგვარად ყოფნა არ ნიშნავს იმას, რომ ეს ასეც უნდა იყოს, სოლიდარობაც რაღაც უფრო მეტისაკენ ხსნის გზას და შესაძლებელს ხდის, რომ გვერდში ამოუდგე იმას, ვისი გასაჭირიც უშუალოდ შენი არ არის.