ქართული პოლიტიკის „პოსტმოდერნული მდგომარეობა“
ბევრი მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს დღესდღეობით არაფორმალური, „ჩრდილში მყოფი“ ლიდერი მართავს ივანიშვილის სახით. რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს, სწორედ ამაში მდგომარეობს პოლიტიკური ჰიპერრეალობის, აბსურდის და სიმულაციის აზრი: მართავს ის, ვინც ვერ მართავს, რამდენადაც შეუძლებელია მიმდინარე პოლიტიკის დეტალებთან ყოველდღიური შეხების გარეშე, კულუარებიდან რაციონალური მართვა.