„შემოგდებული“ ინფორმაცია და „აგდებული“ პოლიტიკური სპექტრი
საქართველოს პოლიტიკურმა ელიტამ და მედიამაც უნდა ისწავლოს სტრატეგიული მოთმინების გამოჩენა მოსკოვიდან წამოსულ „შემოგდებულ ინფორმაციებზე“, რასაც საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოების კვალობაზე შემდგომშიც არაერთხელ ვიხილავთ კარასინების, ლავროვების, პუშკოვებისა და ჟირინოვსკების შესრულებით.