ქართული მისია ქაბულში, ნატოს მთავარ შტაბში
ნატოს სარდლობა აფასებს და ენდობა ერაყსა თუ ავღანეთში, კოალიციური ძალების რიგებში 13-წლიანი საბრძოლო გამოცდილების მქონე ქართველ ჯარისკაცებს. ამ ნდობის გამოხატულებაა ისიც, რომ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მთავარი შტაბის უსაფრთხოებაზე ზრუნვა მთლიანად ევალებათ 42-ე ბატალიონის „ალფა“ ასეულის ჯარისკაცებს.