ბრძოლა ბრძოლის ველს მიღმა - ზელენსკის პასუხი პუტინს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას „რუსეთის ფედერაციის ისტორიულად უკრაინელებით დასახლებული ტერიტორიების შესახებ“. პოლიტიკის ექსპერტების შეფასებით, ეს ერთგვარი პასუხია პუტინის მიერ გამოცემული იმ ბრძანებულებისა, რომლის მიზანი "უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა უფლებების უზრუნველყოფაა".