გზა ფარაჯანოვამდე - ლას-ვეგასიდან თბილისში
ჯეიმს სტეფენი - ემორის უნივერსიტეტის თანამშრომელია, რომელიც 30 წელზე მეტია სერგო ფარაჯანოვის შემოქმედებას იკვლევს. თბილისში საბჭოური კინოს ისტორიკოსი რეჟისორის დაბადებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციაზე „ზღვრების გადაკვეთა“ ჩამოვიდა.