უკვე 11 თვე გადის - მთავრობის ადმინისტრაციასთან სკვერის მოწყობის სამუშაოები სრულდება
7 მარტს 11 თვე შესრულდება მას შემდეგ, რაც მთავრობის ადმინისტრაციასთან სკვერის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. უკვე დარგეს ხეები და ბუჩქები, მოაწყვეს საფეხმავლო ბილიკები და მიიტანეს სკამები.