რა ელის ბათუმის ცხოველთა თავშესაფარს - "ლაქი" მერიის გადაწყვეტილების მოლოდინში
მიუსაფარი ცხოველებისთვის ბათუმში არსებული ერთადერთი კერძო თავშესაფარი დახურვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. თავშესაფარი “ლაქი”, რომელშიც ძირითადად მიტოვებული, დასახიჩრებული და დაავადებული 150-ზე მეტი ძაღლი და 50-მდე კატა ბინადრობს, მდინარე ჭოროხთან, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მომიჯნავედ მდებარეობს. თავშესაფრის მეპატრონეს ახლა მხოლოდ პირობა აქვს მიღებული, რომ ბათუმის მერი შეხვდება.