21 წლის ქეთის მკვლელობა - განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი ფემიციდი
ბლოკით ნაშენები ორსართულიანი სახლის ეზოში, რკინის ჭიშკრის დახურვას ცდილობს პატარა ბიჭი, ხუთი-ექვსი წლის. ჯერ ერთ კარს აჯახუნებს, მერე მეორეს. კაცი უჯავრდება, ქურთუკზე ექაჩება, გვერდით სწევს და ისევ აღებს ნაცრისფერ ჭიშკარს.