ცხოვრება ცალი თვალით - აქციაზე დაშავებულს დაზარალებულის სტატუსს არ აძლევენ
ერთი წელი გავიდა, რაც ზაზა ბიღიაშვილმა ე.წ. რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ცალ თვალში მხედველობა სრულად დაკარგა. „მძიმე ხარისხის დაზიანების“ გამო მან ერთმესამედზე მეტით დაკარგა შრომისუნარიანობა, თუმცა სახელმწიფოს ის დაზარალებულად დღემდე არ უცვნია.