რუსეთისთვის ჩამოსხმული ქართული ღვინის პერსპექტივა - ყველაზე დიდი და არასაიმედო ბაზარი ისევ იცვლება
რუსეთი ღვინოზე აქციზს ასამმაგებს. ქართული ღვინის ამ ყველაზე დიდ ბაზარზე მომხდარი ცვლილება ერთი მხრივ მოთხოვნის შემცირების მიზეზი ხდება, მეორე მხრივ კი - სტიმული ღვინის ხარისხის გასაუმჯობესებლად. ტრადიციულად რუსულ ბაზარზე ყველაზე იაფი და უხარისხო ქართული პროდუქცია იყიდება.