ლენინგრადის ბლოკადა - გენოციდი? რუსეთი გერმანიას აღიარებას სთხოვს
გერმანია ლენინგრადის ბლოკადას განიხილავს „სასტიკ სამხედრო დანაშაულად", რუსეთის ხელისუფლება კი, რომლის უმაღლესი პირების მიმართ დაპატიმრების ორდერია გაცემული ჰააგის ტრიბუნალის მიერ, ბერლინისგან მოითხოვს, გენოციდის აქტად აღიაროს ლენინგრადის ბლოკადა და სსრკ-ში ჩადენილი მესამე რაიხის სხვა დანაშაულები.