ნატო 75 წლისაა და ასაკიც დაეტყო
4 აპრილს ნატო 75 წლის იუბილეს აღნიშნავს. ბრიუსელში, სადაც ამ ალიანსის სათავო ოფისი მდებარეობს, ამ დღეს არაერთი ცერემონია ეძღვნება. ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობას, Manneken Pis-ს, ბიჭუნას, რომელიც შარდავს, ნატოს კოსტიუმში გამოაწყობენ.