"აგენტების კანონი" და საპატრიარქო - სინოდის სამი წევრი წინააღმდეგია
ბოლო 9 დღეში, „ქართული ოცნების“ „აგენტების კანონს“ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი იერარქიის სამი სასულიერო პირი დაუპირისპირდა. სამივე წმინდა სინოდის წევრია. ისინი საზოგადოების პროტესტზე, ევროინტეგრაციის დაზიანებასა და რუსეთისგან მომავალ საფრთხეებზე ალაპარაკდნენ.