კიევი და სეპარატისტები ტყვეებს გაცვლიან
ლუგანკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის იზოლატორებიდან გაათავისუფლეს უკრაინელი ტყვეები, რომლებსაც კიევს გადასცემენ - ამის შესახებ ჟურნალისტებს აცნობა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენელმა ოლგა კობცევამ. მანამდე, დონეცკელი სეპარატისტების ლიდერმა, ალექსანდრ ზახარჩენკომ განაცხადა, რომ 27 დეკემბერს შედგება ტყვეთა გაცვლა ფორმულით, 306 74-ზე. ინფორმაცია დაადასტურეს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმაც.