Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Декабрь
2017

Новости за 27.12.2017

Marshalpress.ge (მარშალ) 

როცა საზ.მაუწყებლის ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა სააკაშვილს და რეჟიმს უძვრებოდა და ათეთრებდა – ირმა ინაშვილის პასუხი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტ ქეთევან ქარდავას ფეისბუქ პოსტს ეხმიანება, რომელშიც ჟურნალისტი ამბობს, რომ ტელეკომპანია “ობიექტივი” -ს წვლილს ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში ვერ ხედავს. აღნიშნული პოსტი ქარდავამ მას შემდეგ დაწერა, რაც ჟურნალისტთა დაჯილდოვებაზე ჯილდო “ოქროს ფრთა” მედიაკავშირ “ობიექტივი”-ს მთავარ რედაქტორ ბონდო მძინარაშვილს გადაეცა. ქეთევან ქარდავას პოსტი: “მე მაპატიეთ, მაგრამ ტელეკომპანია ობიექტივის წვლილს ქართული ჟურნალისტიკის […]

Radiotavisupleba.ge 

პაკისტანში აღნიშნეს ბენაზირ ბჰუტოს მკვლელობის მეათე წლისთავი

პაკისტანში აღნიშნეს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბენაზირ ბჰუტოს მკვლელობის მეათე წლისთავი. ტელევიზიით გადაიცა კადრები, რომლებიც ასახავს 20,000-მდე მოქალაქეს ბჰუტოს საგვარეულო აკლდამასთან, სინდჰის პროვინციაში. ბჰუტო - პირველი ქალი, რომელიც მუსლიმური ქვეყნის და დასავლეთის მოკავშირე სახელმწიფოს - მეთაური გახდა, თავდასხმისას მოკლეს 2007 წლის 27 დეკემბერს, რავალპინდიში, სადაც პაკისტანის სამხედრო სტრუქტურების შტაბ-ბინა მდებარეობს. მკვლელობის გამო არავინ დასჯილა. ბენაზირ ბჰუტო პაკისტანის სათავეში იყო 1988-90 და შემდეგ 1993-96 წლებში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სულ მცირე 10 პირი დაშავდა სანკტ-პეტერბურგის სუპერმარკეტში აფეთქების შედეგად

სააგენტოები ავრცელებენ სანკტ-პეტერბურგის ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლების ინფორმაციას, რომ ერთ-ერთ სუპერმარკეტში "თვითნაკეთი მოწყობილობის" აფეთქების შედეგად დაშავდა სულ მცირე 10 ადამიანი. საგამოძიებო კომიტეტის პრესმდივანმა, სვეტლანა პეტრენკომ განაცხადა, რომ ხალხით სავსე ადგილას საღამოს 6.30-ზე აფეთქდა "თვითნაკეთი მოწყობილობა", რომელიც "ლეტალური შედეგის გამომწვევი ნაწილებით იყო სავსე". ოფიციალური პირები არ აზუსტებენ, თუ არის ეჭვი ტერორიზმზე. პეტრენკო ამბობს, რომ გამოძიება "ინციდენტის გარშემო ყველა თეორიაზე მუშაობს"... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კიევმა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა ტყვეები გაცვალეს

უკრაინაში, „მაიორსკოიეს“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე და დონეცკის ოლქში, გორლოვკის სიახლოვეს, უშუალოდ სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ორ ეტაპად გაიმართა პატიმართა გაცვლის მასშტაბური ოპერაცია უკრაინასა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის.

Radiotavisupleba.ge 

რუსეთი თურქეთს S-400-ის ტიპის სარაკეტო კომპლექსებს მიაწვდის 2020 წლისთვის

რუსეთი გეგმავს S-400-ის ტიპის საზენიტო სარაკეტო კომპლექსების მიწოდებას თურქეთისთვის. მიწოდება უნდა მოხდეს 2020 წლის მარტისთვის. ამის თაობაზე გაზეთ კომერსანტს განუცხადა რუსეთის სახელმწიფო გაერთიანება, „როსტეკის“ ხელმძღვანელმა, სერგეი ჩემეზოვმა. კომერსანტის მიერ გავრცელებულ ცნობას გაკვირვება მოჰყვა, რადგან თურქეთი ჩრდილოატლანტიკური, დასავლური ალიანსის წევრია. ჩემეზოვის თქმით, ორნახევარ მილიარდი დოლარის მოცულობის შეთანხმება გულისხმობს ეს-400-ის ტიპის ოთხი ბატარეის მიწოდებას. გაზეთს ჩემეზოვმა ასევე უთხრა... Читать дальше...

Marshalpress.ge (მარშალ) 

დავინახე, როგორ ჩხუბობდა პოლიციასთან და ფეხის დარტყმას ცდილობდა – რატიანის საქმის მოწმე (ვიდეო)

თბილისის საქალაქო სასამართლოში პოეტ ზვიად რატიანის  საქმეზე  მოწმეები დაიკითხნენ, სამი პოლიციელი და ორი სამოქალაქო პირი. ”საღამოს გამოვიხედე ფანჯრიდან და დავინახე, რომ პატრულის თანამშრომლები ცდილობდნენ, დაეკავებინათ ნასვამი ადამიანი. ფაქტობრივად, მე გავიგე მისი გინების ხმა. დავინახე, როგორ ჩხუბობდა პოლიციასთან. მას უკვე ხელბორკილები ჰქონდა დადებული და ცდილობდა პოლიციისთვის ფეხი დაერტყა. მგონი უკვე დარტყმულიც ჰქონდა. 3 პოლიციელი იყო, მახსოვს, […]

Radiotavisupleba.ge 

ქუთაისში ორი მუშა დაიღუპა მშენებლობაზე

ქუთაისში დაიღუპა ორი მუშა, რომლებიც მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაზე იყვნენ დასაქმებული. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით.

Radiotavisupleba.ge 

კიევმა და დონბასელმა სეპარატისტებმა დაასრულეს ტყვეების გაცვლა

კიევმა და თვითგამოცხადებული დონბასის რესპუბლიკების წარმომადგნელებმა დასრულეს სამხედრო ტყვეები. გავრცელებული ინფორმაციით, რომელსაც ორივე მხარე ადასტურებს, უკრაინაში დაბრუნდა 74 კაცი, ხოლო - დონბასში 277. „ხოლო 29 -ამ უარი თქვა დაბრუნებულიყო ოკუპირებულ ტერიტორიაზე, - განუცხადა ჟურნალისტებს უკრაინის ხელისუფლების რწმუნებულმა, ვიქტორ მედვედჩუკმა. იუწყებიან, რომ გათავისუფლებული ტყვეებთან შესახვედრად უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და თავდაცვის მინისტრი სტეპან პოლტორაკი ჩავიდნენ ხარკოვში. კიევი ამტკიცებს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვიტალი მუტკომ დატოვა „რუსეთი 2018“-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი

რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ვიტალი მუტკომ, დატოვა „რუსეთი 2018“-ის, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მომზადებასა და ჩატარებაზე პასუხისმგებელი საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯომარის პოსტი. მუტკოს ნაცვლად ამ პოტს დაიკავებს რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ალექსეი სოროკინი. თავის გადადგომის კომენტირებისას, მუტკომ განაცხადა, რომ განზრახული აქვს მთელი ყურადღება გადაიტანოს მთავრობაში მუშობაზე. უფრო ადრე მუტკომ საქმიანობა შეაჩერა ასევე რუსეთის ფეხბურთის კავშირის თავმჯდომარის პოსტზე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სირიის ოპოზიციამ უარყო რუსეთის შეთავაზება სამშვიდობო მოლაპარაკებებზე

სირიელი მეამბოხეები და ოპოზიცია უარს ამბობენ მონაწილეობა მიიღონ სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რომელიც რუსეთის შეთავაზებით მომდევნო თვეში უნდა გამართულიყო. სირიის ოპოზიცია მოსკოვს მიიჩნევს სირიის დამნაშავე რეჟიმის მხარდამჭერად ექვსწლიან სამოქალაქო ომში, რომელსაც 330 ათას კაცზე მეტი შეეწირა. 26 დეკემბერს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს 40-მდე ოპოზიციური პარტია და მეამბოხეთა ჯგუფი, ნათქვამია, რომ მოსკოვი მათგან ითხოვს, უარის თქმას პრეზიდენტ ბაშარ ასადის გადადგომის მოთხოვნაზე.... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნავალნიმ ამომრჩეველთა გაფიცვის მხარდაჭერის აქციის თარიღი გამოაცხადა

რუსეთის პოლიტიკოსმა, ალექსეი ნავალნიმ, რომელსაც არ დართეს ნება, საპრეზიდენტო არჩევნებში მიეღო მონაწილეობა, 28 იანვრისთვის დანიშნა ამომრჩეველთა გაფიცვის მხარდაჭერის აქცია. ნავალნიმ თავის საიტზე დაწერა, რომ აქციების მოწყობის შესახებ განცხადებებს დაუყოვნებლივ შეიტანენ რუსეთის ქალაქებში. ნავალნის მიერ გამოცხადებული ამომრჩეველთა გაფიცვა გულისხმობს კენჭისყრაში მონაწილეობის საწინააღმდეგო აგიტაციას და საარჩევნო უბნებზე მეთვალყურეობას, რათა „არ დაუშვან გამოცხადების ფალსიფიცირება“. ოპოზიციონერმა თავის მომხრეებს მოუწოდა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის სარჩელი იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ

კიევის საოლქო ადმინისტრაციულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ახალი ძალების რუხის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის სარჩელი, რომელშიც პოლიტიკოსი მისი ექსტრადიციის თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობის გასაჩივრებას მოითხოვდა. სასამართლოს ცნობით, საქართველოს ექსპრეზიდენტი უკანონოდ მიიჩნევს იუსტიციის სამინისტროს მიერ იმ შუამდგომლობის წარმოებაში მიღებას, რაც „მიხეილ სააკაშვილის ძებნას, დაპატიმრებასა და საქართველოს მთავარი პროკურატურისათვის მის გადაცემას“ შეეხება. ადმინისტრაციული სასამართლო ასევე განიხილავს სააკაშვილის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უცხოელმა ინვესტორებმა შეიძლება რუსეთი დატოვონ აშშ-ის ახალი სანქციების შიშით

უცხოელი ინვესტორები, ჩანს, 2017 წლის ბოლო დღეებს იმისთვის იყენებენ, რომ დატოვონ რუსეთი, რადგან აშინებთ გაისად აშშ-ის ახალი სანქციების ძალაში შესვლის შემდგომი ვითარება. მედიის თანახმად, ინვესტორები შიშობენ, რომ ახალმა  სანქციებმა რუსეთის ოლიგარქებს და სახელმწიფო ფირმებს შეიძლება დარტყმა მიაყენოს და ისინიც დააზარალოს. ამის თაობაზე რუსეთის ყოველდღიური „კომერსანტი“ იტყობინება. გაზეთი წერს, რომ შედეგად, უკან შებრუნდება საინვესტიციო ტალღა, რომელიც  2017 წლის დასაწყისში ინვესტორების იმედს მოჰყვა, რომ რუსეთსა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაში დაიწყო სამხედრო ტყვეების გაცვლის პროცესი

უკრაინამ და დონბასის თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკებმა დაიწყეს ტყეების გაცვლა. უკრაინული მედიის ცნობით, სეპარატისტებმა უკვე გაათავისუფლეს პირველი 16 ტყვე. უკრაინის ინფორმაციით, სეპარატისტების სამხედრო ტყვეებში გაცვლილ უკრაინელებს შვეულმფრენებით ჩაიყვანენ ქალაქ ხარკოვში, სადაც მათ დახვდება პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო. მანამდე, დონეცკელი სეპარატისტების ლიდერმა, ალექსანდრ ზახარჩენკომ განაცხადა, რომ 27 დეკემბერს შედგება ტყვეთა გაცვლა ფორმულით, 306 74-ზე. ინფორმაცია დაადასტურეს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმაც. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ხანდაზმულთა საახალწლო სურვილები

თოვლის პაპას და სანტა კლაუსს საახალწლო სურვილებს მხოლოდ ბავშვები არ უგზავნიან. წერილებს ხანდაზმულებიც  სწერენ და მოკრძალებულ სურვილებს გამოთქვამენ.

Radiotavisupleba.ge 

ელენე მეტრეველი - 100

დღევანდელი გადაცემის სტუმარია თამარ ოთხმეზური - ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელი.

Radiotavisupleba.ge 

წინასაახალწო სამზადისი რუსთავში - პური და სანახაობა

რუსთავი 20 დეკემბრიდან საახალწლოდ არის მორთული. ტრადიციულად, ქალაქის ცენტრალური ქუჩები თუ სკვერები ღამით მრავალფეროვანი დეკორაციებით ნათდება.

Radiotavisupleba.ge 

პროკურატურამ დაიწყო პანკისში, სპეცოპერაციისას ახალგაზრდის დაჭრის ფაქტის გამოძიება

საქართველოს პროკურატურამ დაიწყო გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე. ქართული მედიასაშუალებები მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ გამოძიება მიმდინარეობს სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო, გადამეტების ფაქტზე. 26 დეკემბერს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა პანკისის ხეობასა და თბილისში დააკავეს 5 პირი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პანკისელები ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ

პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭომ, ქალთა საბჭომ და ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა სოფელ დუისში გამართული შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებას მიმართეს, დროულად და ობიექტურად გამოიძიოს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაცია. „შექმნილ სიტუაციაში ჩვენი აზრი ერთსულოვანია იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო ხელისუფლების პრეროგატივაა ქვეყანაში წესრიგის დამყარება და ამ თვალსაზრისით გატარებული ღონისძიებების წინააღმდეგი არავინაა. ჩვენ ერთსულოვანი ვართ იმასთან დაკავშირებითაც რომ გამოძიება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თბილისელებისთვის გაიზარდა ელექტროენერგიის ტარიფი

თბილისში დაახლოებით ერთნახევარი თეთრით გაძვირდა კილოვატსაათი ელექტროენერგია. 27 დეკემბრის სხდომაზე, საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დააკმაყოფილა კომპანია „თელასის“ სატარიფო განაცხადი. 2018 წლის 1 იანვრიდან, თბილისის იმ აბონენტებისთვის, რომელთა მიერ ყოველთვიურად მოხმარებული ელექტროენერგია 101 კილოვატსაათს არ აჭარბებს, დღეს მოქმედი ტარიფი - 12,980 თეთრი გაიზრდება 14,5435 თეთრამდე. 101-301 კილოვატსაათი ელექტროენერგიის ტარიფი 16,992 თეთრიდან მოიმატებს 18,5555... Читать дальше...

Marshalpress.ge (მარშალ) 

პროკურატურამ პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ პანკისის ხეობაში გუშინ ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. „საქართველოს პროკურატურამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას, მოქალაქე თ.მ. – ს ჯანმრთელობის დაზიანებასთან დაკავშირებით დაიწყო და მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ქუთაისში ორი მუშა დაიღუპა

ქუთაისში, დაიღუპა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაზე დასაქმებული ორი მუშა. წინასწარი ინფორმაციით, ორივე მათგანი სიმაღლიდან გადმოვარდა. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო და სხვა სამუშაოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას.

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 2017 წელი შეაჯამა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებად რჩება კონფლიქტების მოგვარების მშვიდობიანი, თანმიმდევრული და პრაგმატული პოლიტიკა. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობისთვის სტრატეგიულ მიზნად რჩება კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა. 27 დეკემბერს, მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა შეაჯამა 2017 წელი და მომავალი წლის ამოცანებზე ისაუბრა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, გასული წლის განმავლობაში მთავრობისთვის წამყვანი იყო ოთხპუნქტიანი გეგმა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა მსჯავრდებულთა შეწყალების აქტი

საქართველოს პრეზიდენტმა საახალწლოდ შეიწყალა 187 მსჯავრდებული.შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ 27 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 123 პატიმარი სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დღის განმავლობაში დატოვებს, 64-ს კი სასჯელის ვადა შეუმცირდა. შეწყალების აქტი შეეხო 12 ქალს და სამ არასრულწლოვანს. მათგან საპატიმროს დატოვებს 8 ქალი და 1 არასრულწოვანი, დანარჩენებს კი სასჯელის ვადა შეუმცირდა. პრეზიდენტის მიერ გამოცემული აქტით, სასჯელის ვადის შემცირება შეეხო უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ რამდენიმე პირსაც. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კიევი და სეპარატისტები ტყვეებს გაცვლიან

ლუგანკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის იზოლატორებიდან გაათავისუფლეს უკრაინელი ტყვეები, რომლებსაც კიევს გადასცემენ - ამის შესახებ ჟურნალისტებს აცნობა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენელმა ოლგა კობცევამ. მანამდე, დონეცკელი სეპარატისტების ლიდერმა, ალექსანდრ ზახარჩენკომ განაცხადა, რომ 27 დეკემბერს შედგება ტყვეთა გაცვლა ფორმულით, 306 74-ზე. ინფორმაცია დაადასტურეს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმაც.


Екатерина I — Невеликая. Как «чухонская девка» дала России передышку

Депутат ГД Останина попросила главу МВД взять на контроль дело Лии Заурбековой

Экс-гендиректор "Ростова" Белоус: неизвестно, куда идут штрафы российских клубов

Стало известно, россияне каких знаков зодиака чаще берут потребительские кредиты



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Без весомых проблем. Легко ли жить, если весишь 200 с лишним килограммов

Депутат ГД Останина попросила главу МВД взять на контроль дело Лии Заурбековой

Тест на логику: чего ждать от нового главного тренера «Спартака» Станковича

Экс-гендиректор "Ростова" Белоус: неизвестно, куда идут штрафы российских клубов

Музыкальные новости

Новая попытка азербайджанских вандалов исламизировать армянское культурное наследие в оккупированном Шуши

Чемпионат России по футболу для людей с ограниченными возможностями начался в Дзержинске

Актер из «Папиных дочек» пропал в Москве

Фестивальный праздник «Музыка моего города» в Улан-Удэ включил в программу спектакль Театра кукол «Ульгэр»: Россия и Культура, Праздник и Дети

Новости России

"Осьминог" в новом правительстве России: О слабых и сильных местах говорят эксперты

Стал известен победитель седьмого сезона шоу «Удивительные люди»

Экс-гендиректор "Ростова" Белоус: неизвестно, куда идут штрафы российских клубов

Стало известно, россияне каких знаков зодиака чаще берут потребительские кредиты

Экология в России и мире

Lamoda запустила бренд мужской одежды и обуви Mademan

Где провести бизнес-встречу в Ростове-на-Дону?

Семьи со всего Уральского федерального округа приняли участие в конкурсе «Это у нас семейное»

Стало известно, куда неожиданно и массово устремились российские туристы на майские: это оказался вовсе не обычный курорт, а работающий по специальному закону

Спорт в России и мире

Стало известно, при каком условии Медведев может опуститься на 5-е место рейтинга ATP

«Спартак» подарит Циципасу клубную футболку

Свёнтек прошла в полуфинал турнира WTA-1000 в Риме

Соболенко вышла в полуфинал турнира WTA в Риме

Moscow.media

Завершена надвижка моста в Нагатинском затоне

15 мая в системе Следственного комитета Российской Федерации отмечается 157-я годовщина со Дня образования военных следственных органов

Азербайджанский мигрант возмутился из-за того, что в Калининграде суд назначил 4,5 года лишения свободы за убийство в ДТП школьницы. Видео

Konica Minolta Business Solutions Russia и Facemetric предложат заказчикам решения на базе технологий компьютерного зрения







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *