ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის დირექტორი გარდაცვლილი იპოვნეს
ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის დირექტორი, თინა ქარსელაძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა დღეს მოხდა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ქარსელაძის მეგობრები ავრცელებენ. შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. თინა ქარსელაძე 35 წლის იყო.