თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
სეისმოლოგების ცნობით, თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 5.1 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი ქალაქ გოქსუნთან 12 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ცნობისთვის, 6 თებერვალს, გამთენიისას, თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 7,8 მაგნიტუდის ბიძგებს მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთსა და სირიაში. მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან ჩრდილოეთით, სირიის საზღვრიდან დაახლოებით 90-მდე ...