სამშობლოში ჩამოასვენეს ბახმუტთან დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი
უკრაინის ქალაქ ბახმუტთან დაღუპული ქართველი მებრძოლი მიხეილ მაზანაშვილი დღეს, 14 აპრილს, საქართველოში ჩამოასვენეს. 29 წლის მიხეილ მაზანაშვილი 31 მარტს დაიღუპა დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტთან. საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი სამხედრო მიხეილ მაზანაშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტიდან იყო. უკრაინაში ომის დაწყებიდან 42 ქართველი მებრძოლია დაღუპული.