Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Июнь
2023

Новости за 29.06.2023

Radiotavisupleba.ge 

ცხინვალის იზოლატორიდან საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს

ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, რუსთავში მცხოვრები 1998 წელს დაბადებული ლაშა ბახტურიძე, რომელმაც ე.წ. საზღვარი 21 ივნისს დაარღვია, რეგიონიდან გააძევეს. დე ფაქტო კგბ-ს ცნობით, აღნიშნულმა პირმა, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა, განზრახ დაარღვია „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი“, ცხინვალის რაიონის სოფელ დმენისთან. „29 ივნისი ბახტურიძე ლევან ბახტურიძე სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კანონის „სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ მე-14 მუხლის შესაბამისად... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლიანდაგის დატბორვის გამო სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერებულია

საქართველოს რკინიგზის განცხადებით, თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით, სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერებულია. მიზეზად ძლიერი წვიმის გამო ლიანდაგის დატბორვა არის დასახელებული.  „დასავლეთში არსებული ძლიერი წვიმის გამო, სოფელ ბაბის მიმდებარედ, სანიაღვრე ჭებიდან გადმოსულმა უხვმა რაოდენობის წყალმა ლიანდაგები დატბორა. ასევე გამოიწვია ლიანდაგების მიმდებარედ ნიადაგის ჩამოშლა. ორივე მიმართულებით მოძრაობა გაჩერებულია. კერძოდ, შეჩერებულია ზუგდიდი-თბილისისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლები. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზელენსკი ნატოს სამიტზე არ წავა, თუ მის ლიდერებს "სიმამაცის ნაკლებობა" ექნებათ-მრჩეველი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვილნიუსში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტზე პირადად მხოლოდ იმ პირობით ჩავა, თუ უკრაინა დამაკმაყოფილებელ შედეგს მიიღებს. ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, ზელენსკის დიპლომატიურმა მრჩეველმა იგორ ჟოვკვამ "როიტერთან" ინტერვიუში განაცხადა. კითხვაზე, რა მინიმალური პირობებია საჭირო ზელენსკის ნატო-ს სამიტზე ყოფნისთვის, ჟოვკვამ მოიხმო პრეზიდენტის პარლამენტში წარმოთქმული სიტყვა, რომელშიც უკრაინის ლიდერმა თანამედროვე მსოფლიოში გამბედაობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კელი დეგნანი მიიჩნევს, რომ კობახიძემ უნდა დააზუსტოს ვისზე საუბრობს

ბოლოდროინდელი ძალადობის ფაქტების შესახებ ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა. მისი განცხადებით, ძალადობა მიუღებელია და საჭირო არის გამოძიების გამჭვირვალედ ჩატარება. ამასთან, დიპლომატი გამოეხმაურა მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას. „რა თქმა უნდა, ძალადობა მიუღებელია და ვფიქრობ, რომ ეს ასევე გავიგონეთ, მერმა კალაძემ და ზოგიერთმა სხვამ აღნიშნეს, რომ ძალადობა მიუღებელია და თუკი პარტიის თავმჯდომარე [„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე] ასეთ ბრალდებების გაკეთებას აპირებს... Читать дальше...

News.ge 

პოპვარსკვლავი მადონა საავადმყოფოში გადაიყვანეს

პოპ ვარ­სკვლა­ვი, მა­დო­ნა სე­რი­ო­ზუ­ლი ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ის გამო სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მომ­ღერ­ლის მე­ნე­ჯერ­მა და პრო­დი­უ­სერ­მა, გაი ოზე­ა­რიმ “ინ­სტაგ­რამ­ზე” გა­მო­აქ­ვეყ­ნა გან­ცხა­დე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ 64 წლის მომ­ღე­რა­ლი ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა ახლა უკე­თაა და გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის გზას ად­გას. “შა­ბათს, 24 ივ­ნისს, მა­დო­ნას სე­რი­ო­ზუ­ლი ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცია გა­ნუ­ვი­თარ­და, რის გა­მოც ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის... Читать дальше...

News.ge 

ნიკა სიმონიშვილი: ეკლესიას ამოფარებულებმა „ჯვაროსნული ლაშქრობა“ წამოიწყეს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ

„ჯვაროსნული ლაშქრობა“ წამოიწყეს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც მათი პოლიტიკური ოპონენტები არიან. ეკლესიაზე ამოფარებულები წარმართავენ ამ „ჯვაროსნულ ლაშქრობას“, – ამის შესახებ უფლებადამცველმა, ნიკა სიმონიშვილმა განაცხადა, რითაც ქვეყანაში საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ფიგურებზე, ბოლო პერიოდში განხორციელებულ ძალადობას გამოეხმაურა. როგორც სიმონიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, არ შეიძლება პროდასავლურად მოაზროვნე ხელისუფლება ქუჩური გარჩევის წესებით იქცეოდეს. „ვერბალური ძალადობა ... Читать дальше...

News.ge 

„საქართველოს რკინიგზა“: ხარაგაულთან ლიანდაგების დატბორვისა და ნიადაგის ჩამოშლის გამო, სამგზავრო მატარებლების მოძრაობა გაჩერებულია – ამ ეტაპზე პროგნოზის გაკეთება მოძრაობის აღდგენასთან დაკავშირებით შეუძლებელია

„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბაბის მიმდებარედ ძლიერი წვიმის გამო, სანიაღვრე ჭებიდან გადმოსულმა უხვმა რაოდენობის წყალმა ლიანდაგები დატბორა, ასევე გამოიწვია ლიანდაგების მიმდებარედ ნიადაგის ჩამოშლა, რის გამოც, ზუგდიდი-თბილისისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლები გაჩერებულია. როგორც რკინიგზის განცხადებაშია აღნიშნული, ამ ეტაპზე ზუსტი პროგნოზის გაკეთება მოძრაობის აღდგენასთან დაკავშირებით შეუძლებელია. „ძვირფასო მგზავრებო, დასავლეთში არსებული ძლიერი წვიმის გამო... Читать дальше...

News.ge 

“ფიქრის ტრაექტორია” – გამოფენა თიბისი კონცეპტში

თიბისი კონცეპტი, 4 ივლისიდან, წარმოგიდგენთ თანამედროვე ხელოვანების ჯგუფურ გამოფენას “ფიქრის ტრაექტორია”. “ფიქრის ტრაექტორია” ვიზუალური ხელოვნების მულტიმედიური გამოფენაა, რომელიც სხვადასხვა დროით შრეზე დაწყებულ ხელოვანების – თორნიკე გოგნაძის, ქეთი კაპანაძის, თეა ნილის, ნინო საკანდელიძის, ოთო შენგელიას და დავით ჩიხლაძის საავტორო ძიებებს წარმოგვიდგენს. რა არის ხელოვნების სემიოტიკა (ნიშანთა სისტემის შემსწავლელი დისციპლინა)? ჩვენს რეალობაში არსებული სოციალური და ეგზისტენციალური თემატიკის ირგვლივ ...

Radiotavisupleba.ge 

მილიარდერმა იგორ მაკაროვმა რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა

ენერგოკომპანია „არეტის“ მფლობლემა, მილიარდერმა იგორ მაკაროვმა, რუსეთის მოქალაქეობაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ სამაუწყებლო კომპანია RBC იუწყება, ამერიკული Forbes-ის ვებ-გვერდზე მილიარდერის შესახებ გამოქვეყნებულ პერსონალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით. ბიზნესმენის პროფილში ნათქვამია, რომ მან წელს უარი თქვა რუსულ პასპორტზე და ახლა მხოლოდ ერთ, კვიპროსის, მოქალაქეობას ფლობს. ამის თაობაზე RBC-მ მაკაროვის წარმომადგენელს მოთხოვნა გაუგზავნა. ამერიკული Forbes-ის მიხედვით მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ღარიბაშვილიმა კელი დეგნანს მადლობა გადაუხადა ორმხრივი პარტნიორობის ხელშეწყობაში „გულმოდგინე და დაუღალავი ძალისხმევისთვის"

ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე, რომელიც საქართველოში აშშ-ის ელჩის რანგში ბოლოჯერ გამართა კელი დეგნანმა, სიტყვით გამოვიდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. პრემიერმა ილაპარაკა ადამიანის საყოველთაო უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებების დაცვაში ამერიკის შეერთებული შტატების როლზე. როგორც მან აღნიშნა, საქართველო მტკიცედ დგას ამერიკის შეერთებულ შტატებთან. „მთელი ისტორიის განმავლობაში თქვენი ქვეყანა ამაყად ატარებდა თავისუფლებისა და დემოკრატიის ჩირაღდანს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

არ მოსწონთ ღარიბაშვილი, მაგრამ მოსწონთ ზურაბიშვილი - ახალი კვლევა რუს იმიგრანტებზე

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC-მ) ათასი რუსი იმიგრანტი გამოჰკითხა. უმრავლესობას უნდა დემოკრატია, ისინი არ სწყალობენ პუტინს და ენდობიან ქართველებს. მაგრამ კვლევის ავტორი ამბობს, რომ ამ შედეგების განზოგადება არ შეიძლება.

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი უკრაინაში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა

აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, რომელიც 2024 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის სახელით იბრძოლებს, ხუთშაბათს კიევში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა. ამის შესახებ მან თავის Twitter-ზე დაწერა. შესაბამისი ინფორმაცია კი NBC News-მა გამოაქვეყნა.   ამერიკული ტელეარხის ინფორმაციით, პენმა უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა, მისი აზრით, შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში წამყვანი როლი უნდა შეასრულოს. CNN-ის ცნობით, ვიზიტის დროს აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ასევე ეწვია ბუჩას და ირპენს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კელი დეგნანი: უნდა დავიცვათ დემოკრატია ისეთი ავტოკრატიული ქვეყნებისგან, როგორიც რუსეთია

აშშ-ის ელჩის რანგში კელი დეგნანმა საქართველოში ბოლოჯერ უმასპინძლა დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას. მას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.  კელი დეგნანმა ილაპარაკა ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობაზე. მან გამოყო ის ფაქტორები, რომლებიც დემოკრატიას ასუსტებენ.  „ისტორია გვაჩვენებს, რომ დემოკრატია არ უნდა ჩავთვალოთ თავისთავად მოცემულობად. როგორც პრეზიდენტმა რეიგანმა თქვა: „თავისუფლების შენარჩუნება ყველა თაობის საზრუნავი უნდა იყოს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

4 ჟურნალისტს შორის, რომელსაც CPJ-ის პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდო გადაეცემა ნიკა გვარამიაცაა

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა (CPJ) პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდო ოთხ ჟურნალისტს მიანიჭა მთელი მსოფლიოდან. მათ შორისაა, ტელეკომპანია "მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია. CPJ-ის ვებგვერდზე გვარამიას შესახებ შესახებ გამოქვეყნებულ მოკლე ბიოგრაფიულ ტექსტში ნათქვამია: "ნიკა გვარამია არის 2019 წელს დაარსებული დამოუკიდებელი ტელეკომპანიის, "მთავარი არხის" დამფუძნებელი და დირექტორი. გვარამია, რომელიც ჟურნალისტიკაში 2012 წლიდან მუშაობს, მანამდე სამთავრობო თანამდებობა ეკავა და ოპოზიციის ლიდერისა და ყოფილი პრეზიდენტის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ამბოხის მცდელობის შემდეგ “ვაგნერი” უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობას აღარ მიიღებს - ბუდანოვი

რუსეთში ამბოხის მცდელობის შედეგად, კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დაქირავებულები უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობას აღარ მიიღებენ, - ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა "უკრაინსკა პრავდასთან" ინტერვიუში განაცხადა. უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის თქმით, რუსეთში შეიარაღებულმა დაპირისპირებამ რუსეთის ხელმძღვანელობის კომპრომისი გამოიწვია. "კიდევ ერთხელ განადგურდა მითი რუსეთის რეჟიმის ურყევლობის შესახებ. დანაკარგები განიცადეს რუსეთის ფედერაციის სამხედრო კოსმოსურმა ძალებმა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სლოვაკეთში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის სასამართლო პროცესი დაიწყო

ხუთშაბათს, 29 ივნისს, სლოვაკეთის ქალაქ პოპრადში დაიწყო საგადასახადო თაღლითობაში ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტის ანდრეი კისკას სასამართლო პროცესი. ხუთშაბათს და პარასკევს სასამართლომ უნდა მოუსმინოს ბრალდებულებს, ასევე წაიკითხავს ათობით მოწმის განცხადებას და დოკუმენტურ მტკიცებულებას. კიდევ ერთი მთავარი მოსმენა დაგეგმილია ზაფხულში, მისი თარიღი ორივე მხარის დასწრების შესახებ თანხმობაზეა დამოკიდებულია. კისკას კომპანია KTAG-ის აღმასრულებელ დირექტორთან ერთად, საგადასახადო თაღლითობაში ადანაშაულებენ. გამოძიების მასალებით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მეტყვიამფრქვევე ტყვიავიდან - უკრაინაში დაღუპული ჯონის ამბავი

„ახლაც იქიდან მოვდივარ. გული ვეღარ უძლებს. ჯერ მიცვალებული არ გვინახავს, ოთხი დღეა ფეხზე ვდგავართ და მის გარეშე ვტირით. სახლში რომ მოვასვენებთ, მერე რაღა იქნება“, - მეუბნება დავით ოდიშვილი, ჯონი ოდიშვილის ბიძა. 32 წლის ჯონი სოფელ ტყვიავიდან იყო. უკრაინაში, ბახმუტთან, საარტილერიო დაბომბვისას, 25 ივნისს დაიღუპა. თანამებრძოლებმა ჯონის ოჯახის წევრებს უთხრეს, რომ მათ სიახლოვეს 120 კილოგრამიანი ჭურვი აფეთქდა. ჭურვის ნამსხვრევი ჯონის თავში მოხვდა. ფრონტის ხაზიდან რომ გამოიყვანეს, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სასამართლომ სექსუალურ შევიწროებად მიიჩნია ტაქსის მძღოლის რეპლიკა ქალის გარეგნობაზე

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა სექსუალურ შევიწროებად მიიჩნია ტაქსის მძღოლის რეპლიკა ქუჩაში მდგარი ქალის გარეგნობაზე. სასამართლო ამ საქმეზე განიხილავდა სოფო გოგსაძის საჩივარს. იგი  ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ითხოვდა იმ ტაქსის მძღოლის ცნობას, რომელმაც 2 ივნისს ბარნოვის ქუჩაზე მის სიახლოვეს მოძრაობა შეანელა და უთხრა, "რა არის, რამხელა ბაყვები გაქვსო." როგორც სოფო გოგსაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, მძღოლი შუა ხნის კაცი იყო და სასამართლო პროცესზე ამ ფაქტის უარყოფას შეეცადა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

როგორ შეიძლება გამოიყენოს რუსეთმა ომში დელფინები?

ანექსირებული სევასტოპოლის ყურეში გააორმაგეს გალიების რაოდენობა, რომლებშიც შესაძლოა გაწვრთნილი დელფინები ჰყავდეთ. დიდი ბრიტანეთის მიერ თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოზე ჩანს, რომ წყალში უფრო მეტი გალიაა, ვიდრე აპრილში იყო.

Radiotavisupleba.ge 

მიშელი მიესალმება ბოლო დროს საქართველოში გადადგმულ ნაბიჯებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, ის მიესალმება ბოლო დროს საქართველოში გადადგმულ ნაბიჯებს, მაგრამ, მისივე თქმით, სანახავი იქნება ევროკომისიის მოხსენება ზაფხულის ბოლოს. ამის შესახებ შარლ მიშელმა ბრიუსელში თქვა მედიასთან,  ევროგაერთიანების ლიდერთა სამიტის დაწყების წინ. ჟურნალისტებისთვის კომენტარის მიცემისას მასთან ერთად იმყოფებოდა ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. ქართული მედიის წარმომადგენელმა მიშელს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებულ პერსპექტივაზე ჰკითხა მოსაზრება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კახოვკის კაშხლის დანგრევის დროს ჰესზე რუსი სამხედროების ჯგუფში იმყოფებოდა არსენ ფიცხელაურიც ("გრუზინი") - „სქემები“

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის პროექტ „სქემის“ ჟურნალისტებმა სააგენტო „გამოძიება.ინფოსთან“ ერთად დაადგინეს იმ რუსი სამხედროებისა და მათი მეთაურების ვინაობა, რომლებიც კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე იმყოფებოდნენ 5-6 ივნისის ღამეს, კაშხლის დანგრევის დროს. საუბარია რუსეთის სახმელეთო ჯარების 205-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებზე, რომელთა ვინაობა დადასტურდა რუსულ მედიაში გამოქვეყნებული ვიდეოების დახმარებით. გამოძიებამ ოთხი სამხედროს სახელი დაადგინა: ბრიგადის მეთაური რომან ტიტოვი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გმადლობთ, ბოდიში!

„და ზვიგენი, აქვს კბილები თეთრ სახეზე გაკრეჭილი, მეკი-დანას კი აქვს დანა საშიში და ალესილი. და ზვიგენი წითელ წყალში, ცურავს როცა ხვდება დანა, ხელთათმანზე ვერცერთ ლაქას, ვერ უპოვით მეკი-დანას. ერთ მშვენიერ, მზიან დილას, ზღვა კაცს გარეთ გამორიყავს, მისეირნობს მეკი-დანა, მას ჯიბეში უდევს დანა.“ „სამგროშიანი ოპერა“, ბერტოლტ ბრეხტი, თარგმანი ნანა ექვთიმიშვილის ალბათ ძნელად თუ მოიძებნება თეატრის, კინოს, ან ზოგადად კულტურის მოყვარული, ვისაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ ჰქონდეს აკვიატებული მელოდია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შეწყდა 21 მაისს დაკავებული ლაშა ფარულავასა და გიორგი ლომიძის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოება

სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ლიკა ბოკერიას გადაწყვეტილებით, ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრის, ლაშა ფარულავასა და პარტიის კიდევ ერთი წარმომადგენლის, გიორგი ლომიძის მიმართ შეწყდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება. საქმე ეხება 21 მაისს მომხდარ შემთხვევას, როდესაც ფარულავა და ლომიძე საგარეჯოს პოლიციასთან დააკავეს. მაშინ ისინი განყოფილებასთან მივიდნენ სასტუმრო "ყვარლის ტბასთან" წინა დღეს, 20 მაისს, დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით. პარტია "ნაციონალური მოძრაობა" აცხადებდა, რომ ლაშა ფარულავასა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად ცნო მიხეილ სააკაშვილის საჩივარი უკრაინის წინააღმდეგ

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო უკრაინის წინააღმდეგ მიხეილ სააკაშვილის საჩივარი, რომელიც ეხებოდა მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას და ქვეყნიდან გაძევებას. უკრაინის მოქალაქე, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დარღვეულად მიიჩნევდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლს. მათ შორის, მუხლებს, რომელთა თანახმად, გარანტირებულია თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება, უდანაშაულობის პრეზუმფცია, სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალებებით სარგებლობა... Читать дальше...


Барнаульский "Университет" завоевал серебро высшей лиги "А"

Прошел юбилей со дня рождения художника Николая Крымова

Shot: Пожарный пострадал во время тушения возгорания в цехе на востоке Москвы

«Поезд Победы» будет находиться в Пензе с 6 по 8 мая 2024



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

В столице зарегистрировано свыше 917 тыс субъектов малого и среднего бизнеса

В Москве арестовали двух фигурантов по делу экс-главы проекта "Гостех" Демченко

И из гроба показалась рука: какой ответ на ядерную атаку даст Россия?

Москвичей пригласили поучаствовать в акции «Пасхальное дерево добра»

Музыкальные новости

Собянин рассказал о программе развития туризма столицы до 2030 года

Спортсмены Якутии стали бронзовыми призерами чемпионата России по вольной борьбе

Новая работа Чубайса. Из Израиля будет изучать новейшую историю России

ЧЭРЗ развивает промышленный туризм в рамках Всероссийской акции «Неделя без турникетов»

Новости России

Внука Геннадия Зюганова экстренно госпитализировали в Москве

Алексей Гончаров возглавит Министерство строительства Забайкалья

Во Владивостоке пройдет фестиваль «МАЙСКИЕ»

Пензенцам рассказали о повышении тарифов ЖКХ на 11,6%

Экология в России и мире

6 городов России, где можно увидеть белые ночи кроме Санкт-Петербурга

Актерское агентство Киноактер. Актерское агентство в Москве.

В российских регионах в 2024 году начнут работу магазины «Петербургского дизайна»

Операция "Кольцо" 33 года спустя: Государственный терроризм на территории Республики Армения

Спорт в России и мире

Увидит ли Париж Мирру из России? Андреева дает жару в Мадриде и включается в олимпийскую гонку

WTA предвкушает дуэль Елена Рыбакина — Юлия Путинцева на турнире в Мадриде

Соболенко вышла в полуфинал турнира WTA-1000 в Мадриде

Свентек стала первой полуфиналисткой турнира WTA-1000 в Мадриде

Moscow.media

Европейские правозащитники подали очередную жалобу на ChatGPT

Культура России: как прошёл конкурс бурятского языка для детей в Бурятии?

Россия и Дети: театр кукол Ульгэр в Бурятии покажет концерт-представление "Вальс Победы"

Столичные росгвардейцы оказали помощь пострадавшим в дорожно-транспортном происшествии







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *