არ მოსწონთ ღარიბაშვილი, მაგრამ მოსწონთ ზურაბიშვილი - ახალი კვლევა რუს იმიგრანტებზე
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC-მ) ათასი რუსი იმიგრანტი გამოჰკითხა. უმრავლესობას უნდა დემოკრატია, ისინი არ სწყალობენ პუტინს და ენდობიან ქართველებს. მაგრამ კვლევის ავტორი ამბობს, რომ ამ შედეგების განზოგადება არ შეიძლება.