Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Август
2025

Новости за 05.08.2025

Radiotavisupleba.ge 

შვედეთი, ნორვეგია და დანია 500 მილიონ დოლარს გამოყოფენ უკრაინისთვის აშშ-ის იარაღის შესაძენად

შვედეთმა, ნორვეგიამ და დანიამ განაცხადეს, რომ დაახლოებით 500 მილიონ დოლარს გამოყოფენ ნატოს ეგიდით ორგანიზებულ ინიციატივაში, რომელიც უკრაინის აშშ-ის იარაღით, მათ შორის „პეტრიოტის“ ტიპის რაკეტებით მომარაგებას ისახავს მიზნად, იუწყება Reuters-ი. დანიის წილი დაახლოებით 90 მილიონი დოლარი იქნება, ხოლო ნორვეგია დაახლოებით 1,5 მილიარდ ნორვეგიულ კრონას გაიღებს (146 მილიონი აშშ დოლარი). შვედეთმა განაცხადა, რომ პაკეტში 275 მილიონ დოლარს გამოყოფს, რაც მოიცავს „პეტრიოტის“ ტიპის რაკეტებს და სხვა საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„აღარ უნდა განმეორდეს“ დიპლომატების „ჩარევა საშინაო საქმეებში“ - პაპუაშვილი ელჩებს მიმართავს

სადავო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყების შემდეგ საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს მიმართავს და აცხადებს, რომ „აღარ უნდა განმეორდეს“ მათი მხრიდან „ჩარევა“ და „აგიტაციაში უცხოელი პოლიტიკოსების და დიპლომატების მონაწილეობა“.

Radiotavisupleba.ge 

Bloomberg: რუსეთი ტრამპის ულტიმატუმის ფარგლებში განიხილავს ჰაერში, მაგრამ არა ხმელეთზე დაზავების სცენარს

კრემლი აწონ-დაწონის, რა დათმობებზე შეიძლება წავიდეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიმართ. განიხილება ვარიანტები, რომლების ფარგლებშიც შესაძლებელი იქნებოდა უკრაინასთან დაზავება ჰაერში, რათა თავიდან იქნეს აცილებული მეორადი სანქციები. მიუხედავად ამისა, რუსეთი კვლავაც მზად არის, გააგრძელოს ომი, იტყობინება სააგენტო Bloomberg-ი. ოფიციალური პირები აღიარებენ, რომ აშშ-ის სპეციალური წარგზავნილის, სტივენ უიტკოფის რუსეთში ვიზიტი, რაც მიმდინარე კვირაშია დაგეგმილი, უკანასკნელი შესაძლებლობაა ტრამპთან შეთანხმების მისაღწევად. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ვერ დააბრუნებთ საბჭოთა ტერორს“ - მზია ამაღლობელისა და ნინო დათაშვილის მხარდასაჭერად აქცია გაიმართა

„არ გაბედოთ! ვერ დააბრუნებთ საბჭოთა ტერორს“ - ამ ლოზუნგით დაიწყო დღევანდელი დემონსტრაცია თბილისში „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისა და მასწავლებლისა და აქტივისტის, ნინო დათაშვილის მხარდასაჭერად.

Radiotavisupleba.ge 

ზელენსკის თქმით, ტრამპთან საუბარში პოზიციების კოორდინაცია მოახდინეს

5 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. საუბარი ტრამპის თანაშემწის, სტივ უიტკოფის მოსკოვში ვიზიტის წინა დღეს შედგა. „დღეს ჩვენ შევათანხმეთ ჩვენი - უკრაინისა და შეერთებული შტატების - პოზიციები“, დაწერა ზელენსკიმ თავის სოციალურ ქსელებში. „გავცვალეთ ვითარების შეფასებები: რუსებმა გაზარდეს დარტყმების სისასტიკე. პრეზიდენტი ტრამპი სრულად არის ინფორმირებული კიევსა და ჩვენს სხვა ქალაქებზე რუსეთის დარტყმების შესახებ“. მან... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პუტინის მორიგი სვლა - მცირე და საშუალო რადიუსის რაკეტების დაბრუნება ევროპაში

რუსეთი აღარ მიიჩნევს თავს ვალდებულად, დაიცვას მოკლე და საშუალო რადიუსის რაკეტების განლაგებაზე მორატორიუმის პირობები, რომლებსაც, ოპონენტების თქმით, კრემლი ისედაც სისტემატურად არღვევდა, განსაკუთრებით უკრაინაში შეჭრის შემდეგ.

Radiotavisupleba.ge 

აზერბაიჯანის პრემიერი, უზბეკეთის, თურქმენეთის და სომხეთის პრეზიდენტები, გაეროს გენმდივანი - კობახიძის შეხვედრები თურქმენეთში

ევროკავშირის მიერ „ქართული ოცნების“ მთავრობასთან მაღალი დონის შეხვედრების შეჩერების ფონზე, ირაკლი კობახიძე, რომელიც თურქმენეთში იმყოფება გაეროს კონფერენციაზე ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნების შესახებ, ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ლიდერებს შეხვდა.

Radiotavisupleba.ge 

ტრამპის თქმით, ენერგორესურსების ფასების ვარდნა პუტინს აიძულებს, დაასრულოს ომი

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თანახმად, ენერგორესურსების ფასების ვარდნა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს აიძულებს, დაასრულოს ომი. ტრამპმა ეს მოსაზრება CNBC-სთან ინტერვიუში გამოთქვა. „თუ ენერგორესურსების ფასები საკმარისად დაეცემა, პუტინი შეწყვეტს ხალხის კვლას,“ თქვა ტრამპმა ტელეარხთან ინტერვიუში. „თუ ენერგორესურსების ფასები ბარელზე კიდევ 10 დოლარით დაეცემა, მას არჩევანი არ ექნება, რადგან მისი ეკონომიკა სავალალო მდგომარეობაშია“, დასძინა თეთრი სახლის ხელმძღვანელმა. ულტიმატუმი, რომელიც ტრამპმა ვლადიმირ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

წიგნად აკინძავენ, თარგმნიან, დაარიგებენ - "წულუკიანის კომისია" ოპოზიციის წინააღმდეგ, 430-გვერდიანი დასკვნით

“წულუკიანის კომისიას” უფლებამოსილების სამჯერ გახანგრძლივებული ვადა დღეს, 5 აგვისტოს, ამოეწურა. 6-თვიანი მუშაობის შედეგი 430-გვერდიანი დასკვნაა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომსაც სხვა თვალით ხედავს.

Radiotavisupleba.ge 

რუსეთმა უკრაინის მხარეს ბრძოლის გამო ალეკო ელისაშვილზე ძებნა გამოაცხადა

5 აგვისტოს რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა ქართველ პოლიტიკოსზე, „ლელოს“/„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერ ალექსანდრე (ალეკო) ელისაშვილზე.

Radiotavisupleba.ge 

Reuters: ვლადიმირ პუტინი არ დაემორჩილება დონალდ ტრამპის ულტიმატუმს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სავარაუდოდ არ დაემორჩილება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ულტიმატუმს, რომელსაც პარასკევს გასდის ვადა. მიუხედავად აშშ-ის ახალი სანქციებითა და რუსეთიდან და მისი სავაჭრო პარტნიორებიდან აშშ-ში იმპორტზე 100-პროცენტიანი ტარიფების დაწესების მუქარისა, პუტინს კვლავაც გამიზნული აქვს უკრაინის ოთხი რეგიონის - დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების სრული დაპყრობა. ამის შესახებ Reuters-ი წერს კრემლთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით. ადრე ტრამპი დაიმუქრა, რომ მკაცრ ზომებს მიმართავს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაში დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, მიხეილ შედანია

უკრაინაში დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, მიხეილ შედანია. ინფორმაციას მისი თანამებრძოლები ავრცელებენ. ინფორმაციას ადასტურებს საგარეო საქმეთა სამინისტროც. როგორც მისი კოლეგები ამბობენ, ის თანამებრძოლების სახიფათო ზონიდან გამოყვანას ცდილობდა. მიხეილ შედანია უკრაინის მოქალაქე და პოლკ „აზოვის“ მებრძოლი იყო. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ შედანიას საქართველოში ჩამოასვენებენ და აქ დაკრძალავენ. ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, უკრაინაში რამდენიმე ასეული ქართველი მოხალისე იბრძვის. მოხალისეთა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„მითხრა, რომ მასზე ნადირობდნენ”, - რა თქვა ანტონ ჩეჩინის ცოლმა სასამართლოში

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ანტონ ჩეჩინის საქმეზე 5 აგვისტოს გამოიკითხა მისი ცოლი მანანა სამხარაძე. დაცვის მხარის მოწმემ სასამართლოში თქვა, რომ მის ქმარს დაკავებამდე რამდენიმე კვირის განმავლობაში პოლიციელები უთვალთვალებდნენ, გასული წლის 18 ნოემბერს ადმინისტრაციული წესითაც დააკავეს, რა დროსაც მუქარის მსხვერპლიც გახდა. „2024 წლის 18 ნოემბერს მომწერა, რომ იყო მიტინგზე... მითხრა, რომ აედევნენ, მასზე ნადირობდნენ... ინსტაგრამზე ვწერდით ერთმანეთს და ამის დამადასტურებელი "სქრინებიც" გვაქვს. მითხრა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ტეხასის გუბერნატორი დემოკრატ კანონმდებლებს შტატის დატოვებისთვის დაპატიმრებით ემუქრება

აშშ-ის ტეხასის შტატის გუბერნატორი გრეგ ებოტი დაპატიმრებით დაემუქრა ტეხასის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატ წევრებს, რომლებმაც შტატი დატოვეს, რათა ჩაშალონ რესპუბლიკელების მიერ შეთავაზებული საარჩევნო ოლქების ხელახალი დანაწილების გეგმა. 50-ზე მეტი დემოკრატი გადავიდა ტეხასიდან სხვა შტატებში, რათა კვორუმის არარსებობით დაბლოკონ კენჭისყრა. ტეხასის სარჩევნო ოლქების ხელახალი განაწილების გეგმამ, რომელსაც აქტიურად უჭერს მხარს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, შესაძლოა რესპუბლიკურ პარტიას 2026 წლის შუალედურ არჩევნებში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შიმშილობა გამოაცხადეს გამშვებ პუნქტ "დარიალში" მყოფმა რუსეთიდან დეპორტირებულმა უკრაინელებმა

უკრაინის ხუთმა მოქალაქემ, რომლებიც რამდენიმე კვირაა, საქართველოს სასაზღვრო-გამშვები პუნქტის, „დარიალის“ სარდაფში იმყოფებიან, უვადო შიმშილობა გამოაცხადა.

Radiotavisupleba.ge 

„რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ გმობს საქართველოში უცხოელი ჟურნალისტებისთვის შემოსვლის აკრძალვის ტენდენციას

საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ ეხმაურება საქართველოში უცხოელი ჟურნალისტების არშემოშვების მორიგ ფაქტს და წერს, რომ ცოტა ხნის წინ, საქართველოში შესვლის უფლება შეუზღუდეს კიდევ ერთ უცხოელ ჟურნალისტს, რომელიც იქ პროევროპულ აქციებს აშუქებდა: „ვგმობთ ბოლო თვეებში ხუთზე მეტი ჟურნალისტისთვის დაწესებულ შესვლის აკრძალვებს - ავტორიტარიზმის ზრდის შემაშფოთებელი ნიშანი“, - წერს საერთაშორისო ორგანიზაცია. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოში არ შემოუშვეს ფრანგი ფოტორეპორტიორი ჰიშამ ელ ბუმიდი, 3 აგვისტოს გავრცელდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კიშინიოვის სასამართლომ 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა გაგაუზიის მეთაურ ევგენია გუცულს

კიშინიოვის სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მოლდოვის ავტონომიური ოლქის, გაგაუზიის მეთაურ ევგენია გუცულს. განაჩენი დღეს, 5 აგვისტოს გამოცხადდა.

Radiotavisupleba.ge 

აშშ-სა და ნატოს შორის დადებული გარიგება შეიარაღების შესახებ უკრაინას გაურკვევლობაში ტოვებს - ჯერჯერობით

ნატოს ევროპელ მოკავშირეებს შორის ამერიკული იარაღის, მათ შორის „პატრიოტის“ ტიპის რაკეტების შეძენის შესახებ ბოლოდროინდელი შეთანხმების შემდეგ, უკრაინა მოუთმენლად ელის, შეძლებს თუ არა ეს შეთანხმებები მისთვის ასე სასწრაფოდ საჭირო თავდაცვითი იარაღის მიწოდებას.

Radiotavisupleba.ge 

გიორგი ახობაძის განაჩენს მოსამართლე 6 აგვისტოს გამოაცხადებს

პროევროპულ აქციაზე დაკავებული, ნარკოდანაშაულში ბრალდებული გიორგი ახობაძის საქმეზე მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი გადაწყვეტილებას 6 აგვისტოს გამოაცხადებს. ინფორმაციას ამის შესახებ მისი ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე ავრცელებს. ადვოკატის თქმით, გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი მას დღეს, 5 აგვისტოს, სასამართლოდან შეატყობინეს. ექიმი გიორგი ახობაძე გასული წლის 7 დეკემბერს დააკავეს, როცა ის დედაქალაქის ცენტრში, რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციიდან სახლში ბრუნდებოდა. სახელმწიფო უწყებები აცხადებდნენ, რომ ის ნარკოტიკულ საშუალებას ფლობდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შემოსავლების სამსახური ირწმუნება, რომ ბათუმში შესულ გემზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები

შემოსავლების სამსახური დეზინფორმაციას უწოდებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ბათუმის პორტში სანქცირებული ნავთობტანკერის შემოსვლის შესახებ.

Radiotavisupleba.ge 

"ხმელი ფოთოლი" - ქართველი რეჟისორის ფილმი ლოკარნოს კინოფესტივალზე

6 აგვისტოს შვეიცარიაში იხსნება ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ყველაზე ავტორიტეტული კინოდათვალიერება, ლოკარნოს კინოფესტივალი.

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის ელჩი უარყოფს, რომ უახლოეს დღეებში კიევს თურქეთის პრეზიდენტი ეწვევა

უკრაინის ელჩმა თურქეთში ნარიმან ჯელალმა უარყო თურქული პრესით გავრცელებული ინფორმაცია, რომ უახლოეს დღეებში თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევით კიევში ჩავა.

Radiotavisupleba.ge 

სააპელაციო სასამართლომ გააუქმა რადიო თავისუფლების ჟურნალისტისთვის დაკისრებული 200-ლარიანი ჯარიმა

სააპელაციო სასამართლომ გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, რომეო ტყეშელაშვილის განკარგულება რადიო თავისუფლების ჟურნალისტის, ნინო თარხნიშვილის 200 ლარით დაჯარიმების შესახებ.




Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *