Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Август
2025

Новости за 23.08.2025

Radiotavisupleba.ge 

ნეთანიაჰუს სურს, შემოკლდეს ქალაქ ღაზის დაკავების ოპერაციის ვადები

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მოითხოვს, შემოკლდეს ქალაქ ღაზის დაკავების მომავალი ოპერაციის ვადები. ოპერაციას „გედეონის ეტლები 2“ ეწოდება, იუწყება Ynet. ნეთანიაჰუს თქმით, ოპერაცია მასშტაბითა და მნიშვნელობით შეიძლება შეედრებოდეს მეორე მსოფლიო ომის ბოლოს ბერლინისთვის ბრძოლას და მას უნდა მოჰყვეს პალესტინური დაჯგუფება „ჰამასის გადამწყვეტი დამარცხება“ (აშშ-სა და ევროკავშირში ჰამასი ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული). ღაზაში ისრაელის არმიის სახმელეთო ოპერაციების დაწყების ზუსტი დრო ჯერ არ არის განსაზღვრული. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ხალხის მოსაკლავად არ მოვსულვარ ამქვეყნად“ - დეზერტირობის მსოფლიო ისტორია

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, სამხედრო სამსახურზე უარის გამო რუსეთის სასამართლოებში 20 ათასი საქმე შევიდა, ეს „მედიაზონის“ მონაცემებია.

Radiotavisupleba.ge 

AP: შაბათს ღაზის სექტორში ისრაელის იერიშების შედეგად მინიმუმ 33 პალესტინელი დაიღუპა

შაბათს ისრაელის არმიის იერიშების შედეგად ღაზის სექტორში მინიმუმ 33 პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის ადამიანები, რომლებიც კარვებს აფარებდნენ თავს ან საკვების მოპოვებას ცდილობდნენ, იტყობინებიან ადგილობრივი საავადმყოფოები. როგორც Associated Press-ი შენიშნავს, შიმშილი სექტორის უდიდეს ქალაქში, ღაზაში, ზეწოლის ქვეშ აქცევს ისრაელს, რომელიც იქ 22 თვის განმავლობაში აწარმოებს სამხედრო ოპერაციას. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ქალაქი ღაზა შეიძლება დანგრეულ იქნეს ახალი სამხედრო ოპერაციის შედეგად... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ხარაგაულის სოფლებში კვლავ გააქტიურდა მეწყერი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფლებში ხემაღალსა და ღვერკში კვლავ გააქტიურდა არსებული მეწყერი.

Radiotavisupleba.ge 

გერმანიის მედიამ შეიტყო, კონკრეტულად რაში ედება ბრალი "ჩრდილოეთის ნაკადის" აფეთქებაში ეჭვმიტანილ უკრაინელს

გერმანიის მედიასაშუალებებმა - ARD-მ, Süddeutsche Zeitung-მა და Zeit-მა - წვდომა მოიპოვეს დაპატიმრების ორდერზე, რომელიც გაცემულია უკრაინის მოქალაქე სერჰი კ.-ს სახელზე. უკრაინელი, რომელიც იტალიაში დააკავეს ამ დღეებში, ეჭვმიტანილია გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქებაში. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორდერის მიხედვით, 2022 წლის სექტემბერში სერჰი კ. ჩავიდა გერმანიის კუნძულ რიუგენზე. მას იალქნიან იახტაზე კოორდინაცია უნდა გაეწია დივერსანტების ჯგუფისთვის, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, შედგებოდა კაპიტნისგან... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროკომისიამ უკრაინას 4 მლრდ ევროზე მეტი გამოუყო მორიგი დახმარების სახით

უკრაინის დამოუკიდებლობის დღის 34-ე წლისთავის მოახლოებასთან დაკავშირებით, რომელიც 24 აგვისტოს აღინიშნება, ევროკავშირმა უკრაინისთვის 4,05 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოყო და კიევს განუხრელი მხარდაჭერის მორიგი ძლიერი სიგნალი გაუგზავნა. ამ თანხაში შედის 3,05 მლრდ ევრო „უკრაინის ფონდის“ ფარგლებში და 1 მლრდ ევრო მოდის ევროკომისიის მაკროსაფინანსო დახმარების საგანგებო პროგრამაზე. ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურზულა ფონ დერ ლაიენმა, 22 აგვისტოს განაცხადა: „მაშინ, როცა უკრაინა თავისი დამოუკიდებლობის 34-ე წლისთავს აღნიშნავს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მამუკა მდინარაძე სუსის უფროსი გახდება, ანრი ოხანაშვილმა თანამდებობა დატოვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ხელმძღვანელის თანამდებობას მამუკა მდინარაძე დაიკავებს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა მთავრობის კანცელარიაში.

Radiotavisupleba.ge 

ზელენსკი მხოლოდ პუტინთან განიხილავს ტერიტორიების საკითხს და მხოლოდ ფრონტზე არსებული მდგომარეობის მიხედვით

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზადაა ტერიტორიული საკითხები განიხილოს, მაგრამ მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან პირად შეხვედრაზე და მხოლოდ ამჟამინდელი ფრონტის ხაზის საფუძველზე. ამის შესახებ ამერიკულ ტელეკომპანია NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, სერჰი კისლიცამ. ამასთან, მან კვლავ უარყო უკრაინის ტერიტორიების რუსეთისთვის დე იურე გადაცემის შესაძლებლობა. კისლიცას თქმით, ზელენსკი „ხელმძღვანელობს როგორც უკრაინაში მოქმედი სამართლებრივი საფუძვლებით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

2025 წელს უკრაინა ნატოსგან სულ 50 მილიარდი დოლარის დახმარებას მიიღებს

მიმდინარე წლის ბოლოსათვის რუსეთის აგრესიისგან თავის დასაცავად ნატოს ქვეყნების მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების ღირებულება, წინა წლის მსგავსად, დაახლოებით 50 მილიარდ დოლარს შეადგენს.

Radiotavisupleba.ge 

დაიღუპა უკრაინის საჰაერო ძალების პილოტი, რომელიც გამანადგურებელ MIG-29-ს მართავდა

უკრაინაში დაიღუპა უკრაინის საჰაერო ძალების პილოტი, მაიორი სერგეი ბონდარი. ის MIG-29 გამანადგურებელს მართავდა. ამის შესახებ სამხედრო-საჰაერო ძალებმა განაცხადეს. ანგარიშის თანახმად, პილოტი 22-23 აგვისტოს ღამით, საბრძოლო მისიის დასრულების შემდეგ, დასაჯდომად მომზადებისას დაიღუპა. კატასტროფის მიზეზებსა და გარემოებებს იძიებენ. სხვა დეტალები ჯერ არ არის ცნობილი. 22-23 აგვისტოს ღამით რუსეთმა უკრაინის ტერიტორია კვლავ დაბომბა დრონებით, კიევში და სხვა ადგილებში განგაში გამოცხადდა. ავიაგამანადგურებლები სხვათა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ფაშინიანმა "ყარაბაღის მოძრაობაზე" უარის შესახებ გააკეთა განცხადება

სომხეთის დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების 35-ე წლისთავისადმი მიძღვნილ განცხადებაში პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ეს დოკუმენტი, რომელშიც მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე პრეტენზიები იყო გამოთქმული, საბჭოთა ხელისუფლების მიერ დანერგილ პატრიოტიზმის მოდელს ეფუძნებოდა. ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთმა რეალურ დამოუკიდებლობას მხოლოდ ახლა მიაღწია, აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებების მიღწევისა და ყარაბაღზე შესაძლო პრეტენზიებზე უარის თქმის შემდეგ. სომხეთის დამოუკიდებლობის დეკლარაცია სომხეთის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თბილისში ქალმა ქმარი მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობა 22 აგვისტოს მოხდა. 24 წლის ქალმა მეუღლეს დაზიანებები დანით მიაყენა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული თ.გ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 აგვისტოს, თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლეს - 2003 წელს დაბადებულ ლ.გ.-ს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს ომის მონაწილეს რვა წლის ბავშვის გაუპატიურებისა და მკვლელობისთვის

როსტოვის სასამართლომ უკრაინის ომის მონაწილეს, რუსლან შინგირეის, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა 2024 წელს სოფელ ოლგინსკაიაში რვა წლის გოგონას გაუპატიურებისა და მკვლელობის გამო, - ამის შესახებ გამოცემა 161.ru იტყობინება.

Radiotavisupleba.ge 

ვინ და როგორ ჩააცვა ზელენსკის ტრამპთან შესახვედრად?

ვაშინგტონში 18 აგვისტოს გამართული სამიტის დროს ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედრო სტილის ტანსაცმელი კოსტიუმით შეცვალა - უკრაინის პრეზიდენტი თავიდან ფეხებამდე შავებში იყო გამოწყობილი.

Radiotavisupleba.ge 

მიმართვა ჯანდაცვის მინისტრს: გადასარჩენია 18 წლის შშმ ბიჭი, რომლის მიღებაზე საავადმყოფოები უარს ამბობდნენ

18 წლის შშმ ბიჭი ანზორ (გიო) დავითური, რომელიც 21 აგვისტოს თბილისის სამმა საავადმყოფომ არ მიიღო, ამჟამად „ჯეო ჰოსპიტალსში“ მართვით სუნთქვაზეა და სიცოცხლისათვის იბრძვის.

Radiotavisupleba.ge 

სამსახურიდან დაითხოვეს აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელი

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სააგენტოს (DIA) დირექტორი, გენერალ-ლეიტენანტი ჯეფრი კრუზი (Jeffrey Cruz) და ორი მაღალი რანგის ოფიცერი - ვიცე-ადმირალი ნენსი ლაკორი და კონტრ-ადმირალი მილტონ სენდსი - თანამდებობიდან გაათავისუფლეს, - იტყობინება გამოცემა The Washington Post.

ИА «Новости-Грузия» 

Курс лари на субботу – 2,7051 GEL/$1

По сравнению с предыдущим значением курс грузинской национальной валюты понизился на 0,0017 лари по отношению к доллару




Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *