Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Март
2026

Новости за 14.03.2026

Radiotavisupleba.ge 

არაბთა გაერთიანებული საამიროების სანავთობო ცენტრში ფუჯაირაში ხანძარია, ირანი კუნძულ ხარქზე აშშ-ის თავდასხმისთვის შურისძიებას აპირებს

ირანი აფრთხილებს არაბულ ქვეყნებს რეგიონში, რომ შესაძლოა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აშშ-ის „სამალავები“ დაბომბოს.

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირმა ექვსი თვით გაახანგრძლივა რუსეთის წინააღმდეგ პერსონალური სანქციები

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ადრე დაწესებული პერსონალური სანქციები ექვსი თვით, 15 სექტემბრამდე გაახანგრძლივა. ევროკავშირის საბჭოს განცხადების თანახმად, ეს შეზღუდვები ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელი არიან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის საფრთხეში ჩაგდებაში ან მის შელახვაში. სიაში დაახლოებით 2600 ფიზიკური და იურიდიული პირია შეყვანილი. განცხადების თანახმად, ხუთი გარდაცვლილი ადამიანი სიიდან ამოიღეს. გარდა ამისა, ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა,... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ტრამპს არ სურს ზავის შესახებ ირანთან მოლაპარაკება - წყაროები

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უარყო ახლო აღმოსავლეთის მოკავშირეების მცდელობები, დაეწყოთ დიპლომატიური მოლაპარაკებები.

Radiotavisupleba.ge 

ისრაელი და ლიბანი, ალბათ უახლოეს დღეებში პირდაპირ მოლაპარაკებებს გამართავენ, იტყობინება Haaretz-ი.

ისრაელი და ლიბანი, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში პირდაპირ მოლაპარაკებებს გამართავენ. ეს მათი პირველი მოლაპარაკებები იქნება ირანთან ომის დაწყების შემდეგ, რომელმაც ლიბანი კონფლიქტში უფრო ღრმად ჩაითრია, - იტყობინება 14 მარტს ისრაელის გაზეთი Haaretz-ი, საკითხის შესახებ ინფორმირებულ ორ წყაროზე დაყრდნობით. მოლაპარაკებებში, რომლებიც შესაძლოა პარიზში ან კვიპროსში გაიმართოს, მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი. ისრაელის დელეგაციას კი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ნდობით აღჭურვილი პირი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ირანმა უკრაინას აშშ-სთან და ისრაელთან ომში „კანონიერი სამიზნე“ უწოდა

ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელმა, იბრაჰიმ აზიზიმ, განაცხადა, რომ უკრაინის მთელი ტერიტორია ამიერიდან მისი ქვეყნისთვის „კანონიერ სამიზნედ“ გახდა.

Radiotavisupleba.ge 

WADA: საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრებს დაუდასტურდათ ანტიდოპინგური წესების დარღვევა

13 მარტს, მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ (WADA) მისი და World Rugby-ის ერთობლივი გამოძიების შედეგად დაადასტურა, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების 6 მოთამაშემ და სპორტსმენთა დამხმარე პერსონალის 1 წევრმა ანტიდოპინგური წესები დაარღვიეს. მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს გამცხადებაში აღნიშნულია, რომ მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსის დარღვევის გამო, მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ საქართველოს ანტიდოპინგურ სააგენტოსადმი (GADA) ნდობა დაკარგა. 2023 წელს დაწყებული ოპერაცია „ობსიდიანი“ იძიებდა ბრალდებებს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ინდოეთმა ჰორმუზის სრუტეში თავისი რამდენიმე გემის გავლის შემდეგ მეტი ტანკერის გატარება ითხოვა

ინდოეთმა თავისი 22 გემის ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო გავლის უზრუნველყოფა ითხოვა.

Radiotavisupleba.ge 

ტრამპი აცხადებს, რომ „ბევრი ქვეყანა“ გაგზავნის სამხედრო გემებს ჰორმუზის სრუტის გახსნის მიზნით

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 14 მარტს განაცხადა, რომ ბევრი ქვეყანა გაგზავნის სამხედრო გემებს ჰორმუზის სრუტის მიმართულებით, რათა ნავთობის ტრანსპორტის მნიშვნელოვანი საზღვაო გზა გახსნილი იყოს. მას არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი ქვეყნები გააკეთებენ ამას.

Radiotavisupleba.ge 

გვითხარით, სად გაუჩინარდნენ ძაღლები - ცხოველმოყვარულების აქცია კანცელარიასთან

14 მარტს, მთავრობის კანცელარიასთან ცხოველმოყვარული აქტივისტები შეიკრიბნენ და მოითხოვეს სტერილიზაციის კამპანიის დროს წაყვანილი ძაღლების უკან დაბრუნება და ინფორმაცია მათი ახლანდელი ადგილსამყოფელის შესახებ.

Radiotavisupleba.ge 

ამსტერდამში ებრაული სკოლა თავდასხმის შედეგად მცირედ დაზიანდა

ამსტერდამში ებრაულ სკოლაზე მიზანმიმართული თავდასხმა მოხდა: შენობა აფეთქების შედეგად ოდნავ დაზიანდა. ნიდერლანდის საინფორმაციო სააგენტო ANP-ის ცნობით, მერმა ფემკე ჰალსემამ თქვა, რომ ეს იყო ებრაულ თემზე მიზანმიმართული თავდასხმა. აფეთქება ნიდერლანდების დედაქალაქის სამხრეთით მდებარე საცხოვრებელ უბანში მოხდა. „ Reuters-ის“ ცნობით, ეს სკოლა ნიდერლანდებში ერთადერთია, რომელიც სპეციალურად ორთოდოქს ებრაელებს ემსახურება. ასევე ნიდერლანდში, როტერდამის ცენტრში სინაგოგაზე ცეცხლის წაკიდების შემდეგ სინაგოგებსა და... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„გავრბოდით და თან ყველაფერი მიწაში ჩადიოდა“: რა ხდება ახლა სოფელ კურსებში

ტყიბულის რაიონის სოფელ კურსებში 12 მარტს, გამთენიისას დაწყებული მეწყრული პროცესი ისევ აქტიურია. სამი უბნის მოსახლეობა, 45 ოჯახი, სტიქიის ეპიცენტრიდან გაყვანილია და ისინი დროებით ქუთაისის სასტუმროებში არიან გადანაწილებული.

Radiotavisupleba.ge 

უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთის კრასნოდარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და პორტს დაარტყა

უკრაინის შეიარაღებული ძალები იტყობინებიან, რომ რუსეთის სამხრეთში, კრასნოდარის რეგიონში, აფიკსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და ნავსადგურ "კავკაზს" დაარტყეს.

Radiotavisupleba.ge 

საია კრიზისულ რეჟიმზე გადადის

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დროებით კრიზისულ სამუშაო რეჟიმზე გადადის და სამართლებრივ დახმარებას მხოლოდ სტრატეგიული სამართალწარმოების მიმართულებით განაგრძობს.

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა: აშშ-მა ირანის კუნძულ ხარქზე 90-ზე სამხედრო სამიზნეს დაარტყა

აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) 14 მარტს გამოაცხადა, რომ მისმა ძალებმა წინა ღამით ირანის ხარქის კუნძულზე მასშტაბური იერიში მიიტანეს და ზუსტი დარტყმები განახორციელეს.

Radiotavisupleba.ge 

"სიცრუითაა გაჯერებული" - ირაკლი კობახიძე „მოსკოვის მექანიზმის" დასკვნაზე

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ ეუთოს "მოსკოვის მექანიზმის" დასკვნის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ეს დასკვნა, რომელიც, მისი სიტყვებით, წინასწარ იყო დაწერილი, „თავიდან ბოლომდე სიცრუითაა გაჯერებული“. კობახიძე აცხადებს, რომ ამ საკითხს საგანგებო ბრიფინგი მიეძღვნება და საზოგადოებას საპირისპირო არგუმენტებს და დამატებით ინფორმაციას გააცნობენ. „პირველ რიგში, ვამხელთ ყველა იმ სიცრუეს, რაც ამ დასკვნაში არის ასახული. ასევე, მინდა ვთქვა, რომ ამ დასკვნაში წარმოდგენილია რეკომენდაციები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს საკითხს ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ

ორშაბათს, 16 მარტს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ.

Radiotavisupleba.ge 

ირანი აცხადებს, რომ ომის დროს მუზეუმები და ისტორიული ობიექტები დაზიანდა

ირანის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის სამინისტროს მიერ 14 მარტს გამოქვეყნებული ცნობით, რომელსაც AFP-ი ავრცელებს, ქვეყნის მასშტაბით სულ მცირე 56 მუზეუმი და ისტორიული ობიექტი დაზიანდა აშშ-ის და ისრაელის სამხედრო ოპერაციის განმავლობაში, რომელიც მე-15 დღეა გრძელდება.

Radiotavisupleba.ge 

კუბის პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ აშშ-თან მოლაპარაკება ჰქონდა

კუბის პრეზიდენტმა, მიგელ დიას-კანელმა გამოაცხადა, რომ აშშ-თან ჰქონდა მოლაპარაკება, რომელიც მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის უთანხმოების მოგვარებას.

Radiotavisupleba.ge 

ბაღდადში აშშ-ის საელჩო სარაკეტო დარტყმის ქვეშ მოექცა

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მდებარე აშშ-ის საელჩოზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა - ინფორმაციას რამდენიმე უცხოური საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს, მათ შორის, Reuters-ი - ერაყის უსაფრთხოების წყაროებზე დაყრდნობით. სააგენტოს ცნობით, თავდასხმის შემდეგ, აშშ-ის საელჩოს შენობის თავზე კვამლი დააფიქსირეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სარაკეტო იერიშის სამიზნე გახდა საელჩოს ტერიტორიაზე მდებარე ვერტმფრენის მოედანი. „ესოშიეთედ პრესის“ წყაროების ინფორმაციით, რაკეტა ჩამოვარდა საელჩოს ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობს ბაღდადის „მწვანე ზონაში“. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსულ თავდასხმას კიევის ოლქის ოთხი რაიონზე 4 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც

14 მარტის ღამეს, რუსეთის სამხედრო ძალებმა კიევის რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს - შეტევის დროს ოთხი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე, 15 დაშავდა. ინფორმაციას კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნიკოლაი კალაშნიკი, ქალაქ ბროვარის მერი იგორ საპოჟკო და უკრაინის პოლიცია ავრცელებენ. კალაშნიკის ცნობით, ასევე დაზიანდა საერთო საცხოვრებლის შენობა, საწარმოო ობიექტები და საწყობები. ბროვარის მერის თქმით, ქალაქში საჰაერო დარტყმების შედეგად, რვა ადამიანი დაშავდა, რომლებიც ყველა ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დონალდ ტრამპი ამბობს, რომ აშშ-მა ირანის ხარქის კუნძულზე გაანადგურა ყველა სამხედრო სამიზნე

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ხარქის კუნძულზე, სადაც მდენარეობს ირანის ნავთობის მსხვილი ტერმინალი. ამის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ზე წერს და ოპერაციას აღწერს როგორც ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში „ერთ-ერთ ყველაზე ძლევამოსილ დაბომბვას“ და წერს, რომ კუნძულზე „ირანის ძვირფას მარგალიტზე“ ყველა სამხედრო სამიზნე განადგურებულია. „კეთილსინდისიერებიდან გამომდინარე, მე გადავწყვიტე, არ გაგვენადგურებინა კუნძულზე ნავთობის ინფრასტრუქტურა. მაგრამ ირანი ან ვინმე სხვა თუ რაიმეს მოიმოქმედებს... Читать дальше...




Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *