მეორადი ტექნიკის ბაზრობაზე, ისანი-სამგორის რაიონში ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანახმად, ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.
ჯერჯერობით უცნობია რამ გამოიწვია ხანძარი. არ ვრცელდება ინფორმაცია არც დაშავებულების შესახებ.