Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Январь
2020

Новости за 13.01.2020

Radiotavisupleba.ge 

მოლდაველი ოლიგარქი პლახოტნიუკი აშშ-ის სანქციების ქვეშ მოექცა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ამოაცხადა, რომ აშშ-ის სანქციების სიაში მოექცა მოლდაველი ოლიგარქი და ყოფილი თანამდებობის პირი, ვლადიმირ პლახოტნიუკი. ვაშინგტონში ბიზნესმენი "მნიშვნელოვან კორუფციასთან" კავშირის მქონედ მიიჩნიეს. პომპეოს თქმით, პლახოტნიუკის ნაბიჯები ძირს უთხრიდა წესრიგს და საფრთხეს უქმნიდა დემოკრატიული ინსტიტუტების დამოუკიდებლობას მოლდოვის რესპუბლიკაში.  პლახოტნიუკის წინააღმდეგ შემოღებული ზომები ნიშნავს, რომ არც მას და არც მის ახლო ნათესავებს არ აქვთ უფლება მიიღონ აშშ-ის ვიზა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბრიტანეთის ელჩმა საქართველოს მოსახლეობას კალანდობა ლექსით მიულოცა

ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში ჯასტინ მაკკენზიმ საქართველოს მოსახლეობას კალანდობა ანა კალანდაძის ლექსით - "შემოდიოდა ჩვენში კალანდა" - მიულოცა. მილოცვა ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში  სოციალურ ქსელ "ტვიტერში" გამოაქვეყნა

Radiotavisupleba.ge 

ქავთარაძის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია

თბილისში ქავთარაძის ქუჩაზე,  # 3-ში   სამშენებლო მასალის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანახმად, ადგილზე 14 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. არავინ დაშავებულა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ხანძრის გავრცელების საშიშროება მოხსნილია, თუმცა არსებობდა ცეცხლის  ბაზრობის გვერდით მდებარე ბენზინ-გასამართ სადგურებზე გავრცელების საფრთხე. დამწვარია 400 კვადრატულ მეტრამდე ფართობი.მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

Radiotavisupleba.ge 

აშშ აცხადებს, რომ თვალს ადევნებს ირანის რეჟიმის ნაბიჯებს დემონსტრანტთა მიმართ

აშშ ირანს აფრთხილებს, რომ მის ნაბიჯებს თვალს ადევნებს, მას შემდეგ, რაც თეირანმა უარყო ნამდვილი ტყვიების გამოყენება ანტისამთავრობო გამოსვლების მონაწილეების მიმართ. დემონსტრანტების ბრაზი გამოწვეული იყო ოფიციალური რეაქციით გასულ კვირაში უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე.  აქციები მესამე დღეა იმართება თეირანში, უნივერსიტეტების შენობებთან. სოციალურ მედიაში გავრცელებული მასალების თანახმად, დემონსტრანტები სკანდირებენ სასულიერო პირების საწინააღმდეგო ლოზუნგებს.  ხელისუფლება უარყოფს, რომ პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა დემონსტრანტებს... Читать дальше...

Marshalpress.ge (მარშალ) 

ქავთარაძის ქუჩაზე სამშენებლო მასალების მაღაზიებში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ქავთარაძის ქუჩაზე სამშენებლო მასალების მაღაზიებში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.  112-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე საამშენებლო მასალების ბაზრობაზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი. შეტყობინების მიღებისთანავე, გამოძახებაზე რეაგირება დაუყონებლივ მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. არსებობდა ცეცხლის გავრცელების საფრთხე ახლოს მდებარე გაზგაზამართ სადგურზე , თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა საფრთხის თავიდან აცილება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სერგეი შამბა: საჭიროა რამენაირი დიალოგის დაწყება

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ოპოზიციის წარმომადგენელი  სერგეი შამბა კონფრონტაციის ნაცვლად, თბილისსა და სოხუმს შორის დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობს. ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ სატელეფონო ინტერვიუში მან განაცხადა, რომ საჭიროა რამენაირი  დიალოგის დაწყება იმისთვის, რათა დამყარდეს  ნორმალური ურთიერთობები. „ახლა არსებობს ურთიერთობების ისეთი არხი, როგორიცაა ჟენევის მოლაპარაკებები, სადაც მხარეები ხვდებიან.  თუმცა მე მგონია, რომ შეიძლება  კავშირის სხვა არხების დამყარებაც... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ჩერნობილის მომენტი“ ირანში?

ავტორი: ჰანა ქავიანი, სპეციალურად ქართული სამსახურისთვის   სიახლე არაა, რომ ირანი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია, მაგრამ ბოლო, თითქმის ორი კვირაა, ცნობები ირანში განვითარებული მოვლენების შესახებ თითქმის შოკის მომგვრელია. 12 წელია, რაც ირანის გარშემო მიწევს წერა და მაუწყებლობა და არ მახსენდება პერიოდი, როცა ასე მოკლე დროში ამდენი რამ მომხდარიყო. და ამ მოვლენებში ჩართულია არა მხოლოდ ამ ქვეყნის 80-მილიონიანი მოსახლეობაა, არამედ კიდევ მილიონობით ადამიანი რეგიონსა და მსოფლიოში. არ არის იოლი განსაზღვრო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პრეზიდენტი ჩიჩილაკისა და კალანდობის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანის ინიციატორია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოდის ინიციატივით ჩიჩილაკი და კალანდობა საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდეს. ამ ინიციატივის შესახებ მან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში „კალანდობა 2020“-ის საზეიმო ღონისძიებების დასრულებისას განაცხადა: „მიჭირავს ხელში ჩიჩილაკი, რომელიც ასევე დგას პრეზიდენტის სასახლის წინ. ეს არის არაჩვეულებრივი ასევე გურული ტრადიცია, მაგრამ რომელიც მოედო მთელ საქართველოს. და მე მგონი, რომ ეს არის უძლიერესი ტრადიცია. მე გამოვდივარ ინიციატივით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლიბიის შესახებ მოლაპარაკებები მოსკოვში: ვინ ვინ არის და რა შუაშია აქ პრიგოჟინი

ორშაბათს, 13 იანვარს, მოსკოვში გაიმართა მოლაპარაკებები ლიბიის კონფლიქტის ორ მხარეს შორის. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ რუსეთისა და თურქეთის წარმომადგენლები. მოსკოვში ჩავიდნენ ლიბიის დაპირისპირებული მხარეების ლიდერები - ფაიზ სარაჯი და ხალიფა ჰაფტარი.   შერიგება ტრიპოლიში განთავსებული ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობამ, რომელსაც ფაიზ სარაჯი ხელმძღვანელობს, მანამდე ქვეყნის დასავლეთში საომარი მოქმედებების შეწყვეტა გამოაცხადა. ეს ზომა ამოქმედდა 12 იანვარს, ადგილობრივი დროით 00:00 საათზე. ამავე დროს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კლუბ "ბასიანთან" 3 ადამიანის დაჭრისთვის დაკავებულ ბიძინა ჩაჩხიანს ბრალი წარედგინა

ღამის კლუბ „ბასიანთან“  3 ადამიანის დაჭრისთვის დაკავებულ ბიძინა ჩაჩხიანს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. პროკურატურის თანახმად, ბიძინა ჩაჩხიანს ბრალი წარედგინა  სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ", მე-5 ნაწილის "გ", მე-7 ნაწილის "ა" და 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ხულიგნობას გულისხმობს. დაკავებულის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე   თბილისის საქალაქო სასამართლო 14 იანვარს,  11:00 საათზე იმსჯელებს. ბრალდებულმა ბიძინა ჩაჩხიანმა , 12 იანვარს, კლუბ "ბასიანის"... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სალომე ზურაბიშვილი: პროტესტის პროტესტი არასოდეს მექნება

ჩვენ ვცხოვრობთ თავისუფალ ქვეყანაში და პროტესტის პროტესტი არასოდეს მექნება, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რატომ არ შეუშვეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს ეთნოგრაფიულ მუზეუმში  "კალანდობა 2020-ის" დღესასწაულზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები: "მე არაფერი არ ვიცი, ვინ შემოუშვეს, ვინ არ შემოუშვეს. აქ როგორც ხედავთ, არ არის მთელი მოსახლეობა მოსული, აქ ელჩებიც არიან და რაღაცნაირად ფორმატში უნდა იყოს. სახალხო დღესასწაული არის და ამიტომ ვულოცავ ყველას. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შექსპირის სილუეტი

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „სილუეტი“ გთავაზობთ საუბარს მსოფლიოს უდიდეს დრამატურგზე, კაცობრიობის სიამაყეზე, გენიალურ უილიამ შექსპირზე. თავის დროზე პლატონმა დიალოგ „ნადიმში“ თავის საყვარელ მასწავლებელ სოკრატეს ათქმევინა, ტრაგიკოსს კომედიის წერაც უნდა შეეძლოსო. ტრაგიკოსმა აგათონმა და კომედიოგრაფოსმა არისტოფანემ ვერ გაუგეს გენიალურ ფილოსოფოსს, მისი მოთხოვნა შეუძლებლად მიიჩნიეს, მაგრამ საუკუნეების შემდეგ ბრიტანელმა ბარდმა აუხდინა ოცნება ანტიკურობის მთავარ ადამიანს: ტრაგედიებიც დაწერა, ქრონიკებიც... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სალომე ზურაბიშვილი: რაც არ უნდა იყოს განსხვავებული ჩვენი შეხედულებები, ვიყოთ სიყვარულით 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გურიიდან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუდან საქართველოს მოსახლეობას მშვიდობა უსურვა: „მე მინდა ყველას გისურვოთ, რადგანაც ვართ გურიაში, გისურვოთ მშვიდობა, მშვიდი წელი იყოს. ჩვენ ერთმანეთს არ ვეჯაჯგუნოთ, ვიყოთ ეთიანნი, ვიყოთ ერთმანეთის მიმართ.  რაც არ უნდა იყოს განსხვავებული ჩვენი შეხედულებები, ვიყოთ სიყვარულით იმიტომ, რომ ეს არის ამ ქვეყნის ძალა, რომელიც მოდის საუკუნეების მანძილზე. ძალიან ბევრი გავიარეთ, ძალიან ბევრს გავივლით მაგრამ ვერ გავივლით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მშრალი ზამთარი - წყლის დეფიციტის მიზეზი თელავშიც?

“თუ მოვასწარით წყლის აღება გვექნება, თუ არა და მშრალად ვსხედვართ“, - ამბობს თელაველი დიმიტრი ნარეკლიშვილი. კახეთის რეგიონის მთავარ ქალაქს დეკემბრის შემდეგ წყალი დღეგამოშვებით, მხოლოდ რამდენიმე საათით მიეწოდება. ბაკურიანის და გუდაურის შემთხვევების მსგავსად, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მიზეზად უნალექო ზამთარს და წყლის დებეტის შემცირებას ასახელებს. 2014 წლიდან ინფრასტრუქტურის სამინისტრომ კახეთის გუბერნიასთან ერთად წყლის დებეტის გასაზრდელად ოთხ მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. ასევე, ცენტრალური ბიუჯეტიდან ცალკე გამოიყო შვიდ მილიონამდე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

EMC: ხელყუმბარის ვერსია კიდევ უფრო არადამაჯერებელი გახდა

რა ვითარებაში ესროლა სპეცრაზმელმა თემირლან მაჩალიკაშვილს? ესროლა რამდენიმე წუთში თუ რამდენიმე წამში, ოთახში შესვლის შემდეგ?

Radiotavisupleba.ge 

გაიხსნა არიადნა შენგელაიას ვარსკვლავი

კინოთეატრ „რუსთაველთან“ მსახიობ არიადნა შენგელაიას ვარსკვლავი გაიხსნა. არიადნა შენგელაია მაყურებელს ყველაზე კარგად ფილმ „შერეკილებიდან“ ახსოვს, სადაც მან მარგარიტას როლი ითამაშა. არიადნა შპრინკი 1937 წლის 13 იანვარს ტაშკენტში დაიბადა. მოსკოვის კინემატოგრაფიის ინსტიტუტში სწავლისას გაიცნო რეჟისორი ელდარ შენგელაია, რომელთანაც დაქორწინების შემდეგ საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა. არიადნა შენგელაიას შესრულებული აქვს როლები: ტატიანა („ევგენი ონეგინი“, 1958), ეჟენი გრანდე („ეჟენი გრანდე“, 1960), მანოლი („ენგურის ნაპირებზე“... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ხანძარი მეორადი ტექნიკის ბაზრობაზე ლოკალიზებულია

ხანძარი მეორადი ტექნიკის  ბაზრობაზე თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში ლოკალიზებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ, მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები, არავინ დაშავებულა. ხანძარმა მეორადი ტექნიკის ბაზრობაზე დაახლოებით 400 კვადრატული მეტრი მოიცვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანახმად, ქარის გამო ხანძრის გავრცელების რეალური საფრთხე არსებობდა, თუმცა მისი დროული ლოკალიზება მოხერხდა. ადგილზე 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

Radiotavisupleba.ge 

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებულები დუმილის უფლებას იყენებენ

ოთხ საათს გაგრძელდა ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებული სამი პირის წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

Radiotavisupleba.ge 

გია ვოლსკი: მიხეილ სააკაშვილმა პრაქტიკულად აღიარებითი ჩვენება მისცა

მიხეილ სააკაშვილმა პრაქტიკულად აღიარებითი ჩვენება მისცა და დაადასტურა 20 ივნისის მოვლენების გამო დაწყებული გამოძიების ლეგიტიმურობა, - განაცხადა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ ბრიფინგზე, სადაც ის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. გია ვოლსკის სიტყვებით, მიხეილ სააკაშვილმა მიუთითა, რომ ხელისუფლების დამხობის მიზანთან ახლოს იყვნენ და მომავალშიც განაგრძობენ ამ გეზით სვლას. „მან პრატიკულად აღიარებითი ჩვენება მისცა და დაადასტურა 20... Читать дальше...

Marshalpress.ge (მარშალ) 

როგორც ყოველთვის, მიშამ ტყუილების კორიანტელი შემოგვთავაზა – დავით ჩიხელიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი”-ს ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე 12 იანვარს,  “მთავარ არხზე” მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს აფასებს. გუშინ “მთავარი არხი”-ს ეთერში სააკაშვილის მორიგი დემაგოგია და უტიფრობა ვიხილეთ, ტრადიციულად, მიშამ ტყუილების კორიანტელი შემოგვთავაზა და  როგორც ყოველთვის მის  გამოსვლაში მრავლად იყო გამოყენებული, როგორც ჰომოფობიური სიტყვები, ასევე სიძულვილის ენა. მიშამ ამაყად განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს, მედია თავისუფალი იყო, […]

Source

Radiotavisupleba.ge 

პეკინი იმეორებს "ერთი ჩინეთის" პრინციპს, ტაივანში არჩევნების შემდეგ

პეკინში ლიდერებმა კიდევ ერთხელ გაიმეორეს "ერთი ჩინეთის" პრინციპი, მას შემდეგ, რაც ტაივანში ამომრჩევლებმა პრეზიდენტად ხელახლა აირჩიეს ცაი ინვენი, რომელიც ამბობს, რომ მისი ქვეყანა დამოუკიდებელია.  ჩინეთის ხელისუფლებისთვის დარტყმაა 63 წლის ცაი ინვენის დიდი უპირატესობით გამარჯვება ამ შაბათ-კვირას ჩატარებულ არჩევნებზე. ეს შედეგი აჩვენებს, რომ 23 მილიონი ადამიანით დასახლებული კუნძული ანტაგონიზმით ეკიდება ჩინეთის ხელმძღვანელობას, ისევე, როგორც ჰონგ-კონგი, სადაც ივნისის შემდეგ პროდემოკრატიული დემონსტრაციები მიმდინარეობს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

იწვის მეორადი ტექნიკის ბაზრობა

მეორადი ტექნიკის ბაზრობაზე, ისანი-სამგორის რაიონში  ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანახმად, ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.    ჯერჯერობით უცნობია რამ გამოიწვია ხანძარი. არ ვრცელდება ინფორმაცია არც დაშავებულების შესახებ.

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტს ოზურგეთში, დვაბზუში ლობიოთი მჭადით და პრასით დახვდნენ

საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ოზურგეთის რაიონის სოფელ დვაბზუში სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ლობიოთი, მჭადით და პრასით დახვდნენ. სამართალდამცავთა აქტიური მობილიზების პირობებში მათ სალომე ზურაბიშვილთან მიახლოვებისა და დაგეგმილი პერფორმანსის გამართვის საშუალება არ მიეცათ: „ჩვენ გვქონდა სურვილი, რომ მიგვერთმია პრეზიდენტისთვის მისი საყვარელი ლობიო და გვეთქვა ის გულისტკივილი რაც დღეს გურიაშია, იმ სიღარიბეზე, იმ პრობლემებზე.  რაც შეეხება პროტესტს, ვაპროტესტებთ იმიტომ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თითქმის 2 მილიონი 155 სკამისთვის მერიის ბიუჯეტიდან

თბილისის მერიამ გამოაცხადა სახელმწიფო ტენდერი ჭავჭავაძის გამზირისთვის განკუთვნილი სკამებისთვის. სულ 155 სკამის შესაძენად ქალაქის მთავრობა 1 880 969 ლარის გადახდას აპირებს. სკამები სულ 4 ტიპის იქნება. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სკამების განთავსება ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც 2019 წლის მაისიდან მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაები, ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს 50 დღეში უნდა დაასრულოს, არაუგვიანეს 2020 წლის 25 დეკემბრისა.

Radiotavisupleba.ge 

"ჯოკერი" ლიდერობს - გამოცხადდა 2020 წლის "ოსკარების" ნომინანტები

შეერთებულ შტატებში გამოცხადდა 2020 წლის "ოსკარების" პრემიის ნომინანტები. ამ პრესტიჟული პრემიის გადაცემის 92-ე ცერემონია ჰოლივუდში 9 თებერვალს გაიმართება.  ნომინანტთა შორის ლიდერობს ტოდ ფილიპსის "ჯოკერი", რომელიც 11 კატეგორიაშია წარდგენილი ოსკარზე.  გთავაზობთ ძირითად კატეგორიებში წარდგენილთა ჩამონათვალს.     საუკეთესო ფილმი:  Ford v Ferrari/"ფორდი ფერარის წინააღმდეგ" The Irishman/"ირლანდიელი" Jojo Rabbit/"ჯოჯო კურდღელი" Joker/"ჯოკერი"  Little Women/"პატარა ქალები" Marriage Story/"ქორწინების... Читать дальше...




Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *