თბილისის მერიამ გამოაცხადა სახელმწიფო ტენდერი ჭავჭავაძის გამზირისთვის განკუთვნილი სკამებისთვის. სულ 155 სკამის შესაძენად ქალაქის მთავრობა 1 880 969 ლარის გადახდას აპირებს. სკამები სულ 4 ტიპის იქნება. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სკამების განთავსება ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც 2019 წლის მაისიდან მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაები, ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს 50 დღეში უნდა დაასრულოს, არაუგვიანეს 2020 წლის 25 დეკემბრისა.