Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

მოლდაველი ოლიგარქი პლახოტნიუკი აშშ-ის სანქციების ქვეშ მოექცა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ამოაცხადა, რომ აშშ-ის სანქციების სიაში მოექცა მოლდაველი ოლიგარქი და ყოფილი თანამდებობის პირი, ვლადიმირ პლახოტნიუკი. ვაშინგტონში ბიზნესმენი "მნიშვნელოვან კორუფციასთან" კავშირის მქონედ მიიჩნიეს. პომპეოს თქმით, პლახოტნიუკის ნაბიჯები ძირს უთხრიდა წესრიგს და საფრთხეს უქმნიდა დემოკრატიული ინსტიტუტების დამოუკიდებლობას მოლდოვის რესპუბლიკაში. 


პლახოტნიუკის წინააღმდეგ შემოღებული ზომები ნიშნავს, რომ არც მას და არც მის ახლო ნათესავებს არ აქვთ უფლება მიიღონ აშშ-ის ვიზა.


ვაშინგტონში მიღებული გადაწყვეტილება მოწმობს, რომ აშშ არ ურიგდება კორუფციას და მოლდაველ ხალხს მხარს უჭერს მასთან ბრძოლაში - პომპეოს ამ სიტყვებს "ამერიკის ხმა" ავრცელებს. 


ვლადიმირ პლახოტნიუკი ერთ დროს მოლდოვის დემოკრატიულ პარტიას ედგა სათავეში. ის იყო ორი მოწვევის პარლამენტის წევრი და პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი. მას მიიჩნევენ მოლდოვაში უმდიდრეს ადამიანად და ყველაზე გავლენიან პირად 2010-იან წლებში. პლახოტნიუკის პოლიტიკური კარიერა დასრულდა 2019 წლის ივნისში, როცა პოლიტიკური კრიზისის შედეგად გადადგა პაველ ფილიპის მთავრობა. 


მოლდოვის მედია იუწყებოდა, რომ პლახოტნიუკს და ფილიპს შესაძლებელია კავშირი ჰქონოდათ ფულის ყველაზე მსხვილ გატაცებასთან მოლდოვის ისტორიაში - კერძოდ, თანხების გაქრობასთან ქვეყნის რამდენიმე ბანკიდან, საერთო ჯამში ერთი მილიარდი დოლარის ოდენობით. 


მოლდოვაში პლახოტნიუკთან მიმართებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მსხვილ ფინანსურ მაქინაციებთან დაკავშირებით. მის წინააღმდეგ საქმე აღძრულია რუსეთშიც, ნარკოტიკების ტრეფიკინგის და მკვლელობის მუხლებით. 


პლახოტნიუკის ადგილსამყოფელი უცნობია, თუმცა მედიაში არის ცნობები, რომ ის, შესაძლოა, აშშ-ში იმყოფებოდეს.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *