ქავთარაძის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ხანძრის გავრცელების საშიშროება მოხსნილია, თუმცა არსებობდა ცეცხლის ბაზრობის გვერდით მდებარე ბენზინ-გასამართ სადგურებზე გავრცელების საფრთხე.
დამწვარია 400 კვადრატულ მეტრამდე ფართობი.მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.