Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

სერგეი შამბა: საჭიროა რამენაირი დიალოგის დაწყება

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ოპოზიციის წარმომადგენელი  სერგეი შამბა კონფრონტაციის ნაცვლად, თბილისსა და სოხუმს შორის დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობს. ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ სატელეფონო ინტერვიუში მან განაცხადა, რომ საჭიროა რამენაირი  დიალოგის დაწყება იმისთვის, რათა დამყარდეს  ნორმალური ურთიერთობები.


„ახლა არსებობს ურთიერთობების ისეთი არხი, როგორიცაა ჟენევის მოლაპარაკებები, სადაც მხარეები ხვდებიან.  თუმცა მე მგონია, რომ შეიძლება  კავშირის სხვა არხების დამყარებაც,  როგორც სახალხო დიპლომატიის, ისე ოფიციალური შეხვედრების დონეზე“, - განაცხადა სერგეი შამბამ. მისი შეფასებით, ბევრი საკითხია გადასაწყვეტი და თუკი არსებობს მხარეთა კეთილი ნება, მოუგვარებელი პრობლემები არ არსებობს:  


„საქართველოს ხელისუფლებამ  ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები უნდა გადადგას, აფხაზურ საზოგადოებაში ისინი  მხოლოდ მტრულ დამოკიდებულებას ხედავენ. რაც გამოიხატება ყოველმხრივ მცდელობებში შეუქმნან დაბრკოლებები  აფხაზეთის განვითარებას“- აღნიშნა სერგეი შამბამ. მისი თქმით, ბევრი წყენა დაგროვდა და საჭიროა საქართველოს ხელისუფლებამ კეთილი ნება გამოიჩინოს. 


საქართველოსთან დიალოგის დაწყებაზე  რუსეთის მიერ ოკუპირებული დე ფაქტო აფხაზეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა  სერგეი შამბამ რამდენჯერმე გააკეთა განცხადება. მათ შორის,   რადიოსადგურ "ეხო მოსკვასთან"  2018 წლის აგვისტოში  მან თქვა: „მე, შეიძლება ითქვას, ვიყავი საქართველოსთან ბრძოლის ლიდერი, მაგრამ პირველი ვარ, ვინც დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ დიალოგი საჭიროა და დროა საერთო მომავალზე ფიქრი დავიწყოთ, იმ გაგებით, რომ ჩვენ მეზობელი ხალხები ვართ,“ - აღნიშნა სერგეი შამბამ. 


9 იანვარს სოხუმში ოპოზიციამ დაიწყო საპროტესტო გამოსვლები, სადაც დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადადგომა მოითხოვეს. 10 იანვარს კი დე ფაქტო „საკასაციო სასამართლომ“ 2019 წლის 8 სექტემბერს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები გააუქმა.


რაულ ხაჯიმბამ ე.წ. პარლამენტს - „სახალხო კრებას“, 12 იანვარს, გვიან საღამოს მიმართა განცხადებით „უფლებამოსილების შეწყვეტის“ შესახებ.


დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები აფხაზეთში 22 მარტს გაიმართება.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *