Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

პრეზიდენტი ჩიჩილაკისა და კალანდობის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანის ინიციატორია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოდის ინიციატივით ჩიჩილაკი და კალანდობა საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდეს. ამ ინიციატივის შესახებ მან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში „კალანდობა 2020“-ის საზეიმო ღონისძიებების დასრულებისას განაცხადა:


„მიჭირავს ხელში ჩიჩილაკი, რომელიც ასევე დგას პრეზიდენტის სასახლის წინ. ეს არის არაჩვეულებრივი ასევე გურული ტრადიცია, მაგრამ რომელიც მოედო მთელ საქართველოს. და მე მგონი, რომ ეს არის უძლიერესი ტრადიცია.


მე გამოვდივარ ინიციატივით, რომ ჩვენ ჩიჩილაკი და საერთოდ გურული კალანდობა შევიტანოთ ჩვენ არამატერიალურ მემკვიდრეობის სიაში. ვთხოვ მემკვიდრეობის სააგენტოს და ამაში მეც შევიტან წვლილს, რომ შემდეგში გავიტანოთ იუნესკო-ში, რომ ეს მსოფლიო არამატერიალურ სიაში შევიდეს. ამავე დროს, ჩიჩილაკი არის ეკოლოგიური“,-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან, დეპუტატებთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაესწრო ღონისძიებას „კალანდა 2020“.


საქართველოს პრეზიდენტს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები ლობიოთი, მჭადით და პრასით დახვდნენ. სამართალდამცავთა აქტიური მობილიზების პირობებში, მათ სალომე ზურაბიშვილთან მიახლოებისა და დაგეგმილი პერფორმანსის გამართვის საშუალება არ მიეცათ.


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, სალომე ზურაბიშვილი გურიაში 3 დღის განმავლობაში რამდენიმე ღონისძიებას გამართავს. მათ შორის, შეხვდება ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს და ერისთავების ციხე-სიმაგრეზე 14 იანვარს აღმართავს სახელმწიფო დროშას.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *