Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

კლუბ "ბასიანთან" 3 ადამიანის დაჭრისთვის დაკავებულ ბიძინა ჩაჩხიანს ბრალი წარედგინა

ღამის კლუბ „ბასიანთან“  3 ადამიანის დაჭრისთვის დაკავებულ ბიძინა ჩაჩხიანს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. პროკურატურის თანახმად, ბიძინა ჩაჩხიანს ბრალი წარედგინა  სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ", მე-5 ნაწილის "გ", მე-7 ნაწილის "ა" და 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ხულიგნობას გულისხმობს.


დაკავებულის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე   თბილისის საქალაქო სასამართლო 14 იანვარს,  11:00 საათზე იმსჯელებს.


ბრალდებულმა ბიძინა ჩაჩხიანმა , 12 იანვარს, კლუბ "ბასიანის" შესასვლელთან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით  დაჭრა სამი ადამიანი: 1993 წელს დაბადებულ თ.ა., 1987 წელს დაბადებული ბ.ჭ. და 1995 წელს დაბადებული დ.ც., თავად კი ადგილიდან მიიმალა.


კლუბ ბასიანთან მომხდარი თავდასხმის ფაქტზე ბიძინა ჩაჩხიანი 12 იანვარს დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას  ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, 6 ცალი დანა და 23 ცალი ვაზნა.


გამოძიება შსს-მ დაიწყო  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაული 20 წელს, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებდა. პროკურატურის მიერ ბრალის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ხულიგნობის მუხლებით გადაკვალიფიცირების შემდეგ, მას 9-დან 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 


ბიძინა ჩაჩხიანი წარსულში ნასამართლევია. პატიმრობიდან ამნისტიით იგი 2012 წელს გათავისუფლდა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *