Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

სალომე ზურაბიშვილი: პროტესტის პროტესტი არასოდეს მექნება

ჩვენ ვცხოვრობთ თავისუფალ ქვეყანაში და პროტესტის პროტესტი არასოდეს მექნება, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რატომ არ შეუშვეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს ეთნოგრაფიულ მუზეუმში  "კალანდობა 2020-ის" დღესასწაულზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები:


"მე არაფერი არ ვიცი, ვინ შემოუშვეს, ვინ არ შემოუშვეს. აქ როგორც ხედავთ, არ არის მთელი მოსახლეობა მოსული, აქ ელჩებიც არიან და რაღაცნაირად ფორმატში უნდა იყოს. სახალხო დღესასწაული არის და ამიტომ ვულოცავ ყველას. მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ვინც რაღაცას აპროტესტებს გააპროტესტოს, ეს არის თავისუფლება, ჩვენ ვცხოვრობთ თავისუფალ ქვეყანაში და მე ამისი პროტესტი, პროტესტის პროტესტი არასოდეს არ მექნება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს  დვაბზუში სამოქალაქო აქტივისტები და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ლობიოთი, მჭადით და პრასით დახვდნენ. სამართალდამცავთა აქტიური მობილიზების პირობებში, მათ სალომე ზურაბიშვილთან მიახლოებისა და დაგეგმილი პერფორმანსის გამართვის საშუალება არ მიეცათ.


პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან, დეპუტატებთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაესწრო ღონისძიებას „კალანდა 2020“.


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, სალომე ზურაბიშვილი გურიაში 3 დღის განმავლობაში რამდენიმე ღონისძიებას გამართავს. მათ შორის, შეხვდება ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს და 14 იანვარს  ერისთავების ციხე-სიმაგრეზე აღმართავს სახელმწიფო დროშას.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *